Jump to content
×
×
  • Create New...

საუბარი მე-სთან


Recommended Posts

  • ფორუმელი

უნდა მივეჩვიო ისევ დროულად დაძინებებს. არაა ეს ნორმალური ჩემთვის. :user: 

ჩაიც უნდა შევამცირო.დღეში ერთი ფინჯანი! 

მცენარის ყიდვა მინდა. რამე ახლის. ხუნხულასი! 

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

თუ ეს თვე კარგი გოგო ვიქნები, დაბადების დღისთვის იმ ბაჩიებს ვაჩუქებ საკუთარ თავს. უნდა მე-ს და რა ქნას თან რცხვენია ამხელა ფასი რომ უნდა მიათხლიშოს იმაში რასაც წელიწადში სამი თვე ჩაიცვამს და წელს შეიძლება ვერც, არა და იი რაციონალური ვაარ, ვის ვატყუებ ტიპური ემოციური მყიდველი ვარ!  :t1810:

წლებია ალბათ ეს ტრეკი არ ჩამირთავს... არ იმსახურებს მაგრამ მენატრება როცა მესმის... ზუსტად ვიცი მასაც. ჩემნაირი მეგობარი ცხოვრებაში გაუჭირდება იპოვოს, ზუსტად ვიცი ვაკლივარ, მოიხადოს ბოდიში და დავფიქრდები ვაპატიო თუ არა, თუ არა და დავბერდებით ასე! ზუსტად ვიცი ჩემი ფბ ის პროფილსაც ამოწმებს, მიგდებს შენ პროფილს დებილკა ფიფლ იუ მეი ნოუში. შევეცი ვერძის თავმოყვარეობას მერწყულმა თუ გაჭედა ჰო და ვნახოთ კიდევ 5 წელიწადში რა იქნება...

Edited by cosmia

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

დილას რომ გავიღვიძე და ქალაქს გადავხედე ისეთი იისფერი ნისლიანი დილა იყო არასდროს რომ არ შემიმჩნევია დილის თბილისისთვის. მგონი მალე გათოვდება. ბგერებია ჰაერში ისეთი როგორც თოვლის წინ... 

მეც გავიკეთე ცაცხვის ჩაი ცაცხვის თაფლთან ერთად. ეს იყო საოოცრება, წლევანდელი ცაცხვი არ მქონდა გასინჯული, ივნისის სურნელები და არომატები მაჩუქა ააა :love:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

დღეს მგონი დასვენების დღე უნდა მქონდეს. წესით. 

 

მაგარს დავისვენებ 130 გვერდზე კომენატრები მაქვს ხვალ პირველ საათამდე მისაწერი :crying:

 

 

Share on other sites

დილაუთენია თვალს რომ ვერ ახელ წესიერად, ძილი რომ არ გიშვებს თავისი მკლავებიდან. ამ დროს კი მოვა ის ერთადერთი და გეტყვის, ნახე ჩემს მუცელში რა ხდება!)) მუცელში კი მთელი კაკაფონიაა. ღრუმღრუმებს?მისსავე შექმნილ სიტყვას ვაშველებ. ჰო, ამოთქვამს და სამეტყველო აპარატითაც ეშველება მუცის ხმაურში. რა გენატრება, რა გაგიკეთო? -ამოთქვამ თვალარგახელილი. ის კი დამნაშავე და დილის  ძილის გამფრთხობი  ყურში ჩაგჩურჩულებს,-კარტოფილის შემიწვავ, დეე?!

შეგიწვავ, დე, შეგიწვავ! და მერე კოცნები და სიყვარულები, სიყვარულები და კოცნები.

ახურებ ტაფას, თლი კარტოფილს. თანდათანობით ხვდები რომ ჯერ ყავაც არ დაგილევია და ისევ ძილღვიძილში ხარ. ესაა სიყვარული, აბა სხვა რაა?))

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

შინაგანად მშვიდად ვარ. უცნაურად მშვიდად. ჟოლოპი წკაპუნებს სასიამოვნოდ. იიფ. იმედია დილას თოვლი ისევ დამხვდება. მიყვარს როცა ქრიზანთემებს ათოვს. სხვანაირი სურნელი ასდით თოვლიან ქრიზანთემებს და მაგიტო... 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share