Jump to content
×
×
  • Create New...

საუბარი მე-სთან


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ყველაფერი მტკივა

თან ისე რო მალე სულიც ამტკივდება

 

ფსიხი ვარ რა

:facepalm:

 

ხვალიდან ოფიციალური გაზაფხულია და მიხარია რა

მერე რა რო ყველა კუნთი მტკივა

 

საბას გამოგზავნილი შავი ტიტის ბოლქვები თუ დამიჭამა ამ კატა ნაბოზვარმა მართლა დუხოვკაში გამოვაცხობ! 

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

მაცივრის თავზე მიმოზებს რა უნდათო იტყვის მავანი მარა უუუუნდათ!

მაააბოოოდეეეებს

ტიტები და მიმოზები, პირველ მარტს ტრადიციისამებრ ჩემ ლარნაკებში :jump: 

მიყვარს რა გაზაფხული, ჩემი თავი მიყვარს ხოლმე გაზაფხულობით განსაკუთრებით და მაგიტო ალბათ :fofo: 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

წუხელ სიზმარში თვალით რომ არასდროს მინახავს იისფერი ევკალიპტის ტოტი მოვიტანე და პერლიტში ჩავდე 

სიზმარში ვჭყლოპინებდი ისე მიხაროდა, ვიდექი და ვუყურებდი მალე გაიზარდე ხედ რომ იქცევი ეგრევე გადაგგრაგვ თქო 

სად ვიპოვო ახლა მე იისფერი ევკალიპტი? :wtf:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ხვალ ბოლოჯერ გნახავ, ბუთქუ.

არ ვარ მზად, განსხვავებით ამ ნესტიანი მიწისგან, რომელიც ყველას, განურჩევლად ასაკისა და რაობისა გულმოწყალედ იკრავს გულში…

გული მაქვს მკვდარი.

There's things I wanna say to you but I'll just let you live. 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share