Jump to content
×
×
  • Create New...

სტენლი კუბრიკი


Moor
 Share

სტენლი კუბრიკი  

3 members have voted

  1. 1. თქვენი ფავორიტი ფილმი

    • 2001: A Space Odyssey (1968)
      1
    • Dr. Strangelove or: How I Learned to Stop Worrying and Love the Bomb (1964)
      2
    • Full Metal Jacket (1987)
      0
    • Barry Lyndon (1975)
      0
    • A Clockwork Orange (1971)
      0
    • The Shining (1980)
      0
    • სხვა (დაწერეთ რატომ, პლს)
      0


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ბადეზე  ეს კაცი აუცილებელია

ვის რა მოგწონთ ამ ბატონის ან რამე საინტერესო ინფო ხომ არ იცით, რაც ნაკლებადაა გაბაზრებული? :m1903:

Stanley_Kubrick_in_Dr._Strangelove_Trail

 

ზოგადი ინფო ნეტიდან:

სტენლი კუბრიკი დაიბადა 1928 წლის 26 ივლისს, ნიუ იორკში. კუბრიკი სკოლაში ცუდად სწავლობდა, განსაკუთრებული ინტერესი მხოლოდ ჭადრაკის მიმართ ჰქონდა. 13 წლის ასაკში დაბადების დღეზე ნაჩუქარმა ფოტოაპარატმა მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება, სერიოზულად დაინტერესდა ფოტოგრაფიით და 17 წლისამ დაიწყო მუშაობა ფოტოგრაფად. ფოტოგრაფიამ კუბრიკი ხელოვნებით დააინტერესა, ის ჩაირიცხა კოლუმბიის უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად, საარსებო თანხას ფულზე ჭადრაკის თამაშით შოულობდა. 

კუბრიკი სრულწლოვანი გახდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას და მას, ისევე როგორც მის თაობას, აღელვებდა ბირთვული ომის საშიშროება. მას სურდა ამ თემაზე ფილმის გადაღება და ურჩიეს რომანი „წითელი საფრთხე“. კუბრიკმა დაიწყო ეკრანიზაციაზე მუშაობა ჯეიმზ ბ. ჰარისთან ერთად, რმომელიც მისი ბოლო სამი ფილმის პროდიუსერი იყო. კუბრიკმა ორმოცამდე პოლიტიკური და სამხედრო შინაარსის წიგნი შეისწავლა. მან გადაწყვიტა სერიოზულ წიგნის სატირულ ფილმად ქცევა. ფილმს „დოქტორი სტრეინჯლავი: ანუ როგორ გადავეჩვიე შიშს და შევიყვარე ბომბი“ ეწოდა. ფილმის გადაღება ტექნიკური და პოლიტიკური მიზეზების შეუძლებელი იყო აშშ-ში, ამიტომ კუბრიკი ინგლისში გადავიდა სამუშაოდ. კუბრიკმა მიიწვია პიტერ სელერსი, რომელთან თანამშრომლობა „ლოლიტაში“ წარმატებული გამოდგა ამ ფილმშიც და მას სამი სხვადასხვა როლი შეასრულებინა.

კუბრიკმა თავდაპირველად დოკუმენტური ფილმების გადაღება დაიწყო. შემდეგ კი საკუთარი ხარჯებით მხატვრული ფილმების გადაღებას მიჰყო ხელი. ის თავად იყო საკუთარი ადრეული ფილმების რეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი, მემონტაჟე და ხმის რეჟისორი. ჰოლივუდისკენ გზა მას პროდიუსერმა ჯეიმზ ჰარისმა გაუკვალა. კუბრიკის მხოლოდ პირველი ორი ფილმი იყო ორიგინალური სცენარით გადაღებული, ყველა სხვა ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციას წარმოადგენს. კუბრიკის მიერ ეკრანიზებულია ენტონი ბერჯესის, ვლადიმერ ნაბოკოვის, სტივენ კინგის, უილიამ თეკერეისა და სხვათა ნაწარმოებები. მას ასევე უმბერტო ეკოს რომანების ეკრანიზაციაც სურდა, თუმცა ავტორისგან თანხმობა ვერ მიიღო. რეჟისორი თავის ფილმებში დიდ ყურადღებას აქცევდა სპეციფიკურ მსხვილ ხედებს, იყენებდა პოპულარულ და კლასიკურ მუსიკას.

მის პირველ დამოუკიდებელ სურათად იქცა “ორთაბრძოლის დღე” (1951) სადაც მან ორი ამერიკელი მოკრივის მატჩი აღწერა. 50-იანი წლების ბოლოს მან უკვე მოიპოვა პერსპექტიული ჰოლივუდელი რეჟისორის წოდება, თუმცა მის კარიერაში აღმასვლის მომენტი 60იანი წლებიდან იწყება. მის პირველ დიდ ფილმად მიჩნეულია 1960 წელს გამოსული ოსკაროსანი სურათი - სპარტაკი. ფილმში მთავარ როლს კირკ დუგლასი ასრულებდა. ისტორიული მოვლენის ეკრანიზაციამ აშკარად გაამართლა, სურათმა დიდი მოგება ნახა, 1961 წელს კი, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვებაზე 4 ოსკარიც მოიპოვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კუბრიკი თავიდან არ განიხილებოდა ამ ფილმის რეჟისორად, თუმცა დუგლასის დაჟინებულმა მოთხოვნამ გაამართლა და სტენლიმ ეს სამსახური მიიღო. ამერიკელმა რეჟისორმა მაქსიმალურად ზუსტად აღწერა რომის რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები. ფილმი დაფუძნებული იყო ჰოუარდ ფასტის რომანზე. როგორც კუბრიკმა მოგვიანებით განაცხადა, სპარტაკი მისი საყვარელი ისტორიული პერსონაჟი იყო. იგი დიდ პატივს სცემდა კაცს, რომელიც უზარმაზარ რესპუბლიკას აღუდგა წინ და დაანახა რომს, რომ უძლეველი არავინაა.

როდესაც ვსაუბრობთ სტენლი კუბრიკის წარმატებულ კარიერაზე არ უნდა დაგვავიწყდეს 1968 წელს გამოსული ფანტასტიკური ჟანრის ფილმი - 2001: კოსმოსური ოდისეა. კუბრიკის ფილმების უმეტესობა გადაღებული იყო ცნობილი ნაწარმოებების, ბესტსელერების მიხედვით, ამ მართლაც რომ გენიალურ ნამუშევარს საფუძვლად დაედო ცნობილი ფანტასტი მწერლის - არტურ კლარკის ამავე სახელწოდების რომანი, რომელიც მსოფლიო ფანტასტიკური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წიგნად ითვლება. სწორედ ამ ფილმმა მოუტანა კუბრიკს მისი პირველი და ერთადერთი ოსკარი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კინოაკადემიამ რეჟისორს ოსკარი საუკეთესო სპეცეფექტებისთვის გადასცა. შეიძლება ითქვას, რომ თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე, სტენლი კუბრიკი არაერთხელ დაიჩაგრა ამერიკის კინოაკადემიის მიერ, იგი არაერთხელ იყო ნომინირებული როგორც საუკეთესო რეჟისორი, ან სცენარისტი, თუმცა ჯილდო ერთადერთხელ აიღო, სწორედ კოსმოსურ ოდისეაში. 

კუბრიკის უკანასკნელმა ნამუშევარმა და დიდმა წარმატებამ განაპირობა ის ფაქტი რომ მას ანდეს ახალი ფილმის,ყველასათვის კარგად ნაცნობი მექანიკური ფორთოხლის გადაღება. ენტონი ბერჯესის ცნობილი წიგნის ეკრანიზაცია კინოთეატრებში 1971 წელს გამოჩნდა. იმის გათვალისწინებით, რომ ფილმის მოქმედება მომავლის ლონდონში ხდებოდა, კუბრიკმა მსახიობების ბრიტანული დასი დაიქირავა. მთავარ როლზე იმ დროისთვის ახალგაზრდა და პერსპექტიული მალკოლმ მაკდაუელი დაამტკიცეს. ფილმი ნამდვილი სენსაცია იყო. 4 ოსკარის ნომინაცია და მაღალი შემოსავალი, კუბრიკმა ამ ფილმით ნამდვილად თავისი სიტყვა თქვა კინემატოგრაფიაში. ფილმის მთავარმა პერსონაჟმა ალექსმა, კი შეძრა მაყურებელი. 1971 წლისთვის ჯერ კიდევ არ იყო ჩამცხრალი ახალგაზრდების გამოსვლები შტატებსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდული პროტესტისადმი მიძღვნილმა ამ ფილმმა კიდევ უფრო გაამწვავა ეს მოვლენები, ფილმმა დიდი ზეგავლენა იქონია ინგლისის მოსახლეობაზე. კინოკრიტიკოსთა უმეტესობა დღემდე თვლის, რომ ეს იყო კუბრიკის საუკეთესო ნამუშევარი. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მუსიკამ, ენტონი ბერჯესის წიგნმა და კუბრიკის გენიალურმა სარეჟისორო ნამუშევარმა შექმნა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მხატვრული ფილმი, რომელიც დღემდე იწვევს მაყურებელთა გაოცებას.

1980 წელს სტენლი კუბრიკმა გადაიღო მისი “საფირმო" ნამუშევარი - ნათება. ფილმს საფუძვლად დაედო იმ დროისთვის დიდების მწვერვალზე მყოფი ახალგაზრდა ამერიკელი მწერლის - სტივენ კინგის წიგნი, რომელიც გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა, კინოკომპანიამ სცენარზე საავტორო უფლებები მომენტალურად შეისყიდა, თანაც საკმაოდ დიდ ფასად, აღმოჩნდა, რომ კუბრიკს უკვე დიდი ხნის მანძილზე სურდა საშინელებათა ფილმის გადაღება. კინგის რომანი კი მართლაც შესანიშნავ სასცენარო მასალას წარმოადგენდა. მთავარ როლზე არც მეტი არც ნაკლები ჯეკ ნიკოლსონი დაამტკიცეს. ფილმის ბიუჯეტი 19 მილიონამდე გაზარდეს. ნათება არის ერთი ოჯახის ისტორია, რომელიც მთელი ზამთრით რჩება განმარტოვებულ სასტუმრო “ოვერლუკ”-ში. იქ კი უცნაური მოვლენები ხდება. კუბრიკის ეს ფილმი აღიარეს მსოფლიოს საუკეთესო საშინელებათა ფილმად, თუმცა ყველასგან გასაკვირად ნათება ვერ მოხვდა ოსკარზე. ეს მართლაც სენსაცია იყო, ჯეკ ნიკოლსონის ბრწყინვალე თამაშმა ვერ მოახდინა გავლენა ამერიკელ კინოკრიტიკოსებზე და ეს ფილმიც კინოაკადემიის ჯილდოს გარეშე დარჩა.

კუბრიკის უკანასკნელ პროექტად იქცა 1999 წელს გამოსული მხატვრული ფილმი - ფართოდ დახუჭული თვალები. ეს არის გინესის რეკორდის მფლობელი მხატვრული სურათი, მისი გადაღება 400 დღეს გაგრძელდა, ფილმმა სხვადასხვაგვარი გამოხმაურება ჰპოვა. სცენარად გამოიყენეს არტურ შნიცლერის წიგნი. მთავარი როლები შეასრულეს ტომ კრუზმა და ნიკოლ კიდმანმა, ფილმში ასევე მიიწვიეს სიდნი პოლაკი. კომერციული თვალსაზრისით “ფართოდ დახუჭული თვალები” ნამდვილად წარმატებულ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ფილმს მაინც აკლდა რაღაც. უნდა ითქვას, რომ კუბრიკმა გადაღებების დროს არ გამოიყენა ხელოვნური განათება, ყველაფერი საყოფაცხოვრებო ნათურების შუქზე გადაიღეს. კრიტიკოსებს მიაჩნდათ, რომ შინაარსი არ იყო დასრულებული ხაზის მატარებელი, ერთი შეხედვით ფილმში ყველაფერი იყო, კუბრიკის ფრაზები, ნათების მსგავსი ჰორორი, გენიალური კადრები, მაგრამ მან მაინც ვერ მიიღო კუბრიკის მორიგი შედევრის სახელი. ფილმის პრემიერიდან 4 დღის შემდეგ ლეგენდარული რეჟისორი გარდაიცვალა.

70 წლის ასაკში სტენლი კუბრიკი გულის შეტევით გარდაიცვალა. მას მრავალი პროექტი ჰქონდა დაგეგმილი, როგორც ცნობილია, ის და სტივენ სპილბერგი აპირებდნენ ერთობლივად ემუშავათ ფილმზე - შინდლერის სია, მას ასევე სურდა გადაეღო ჯონ რონალდ როუელ ტოლკინის ბეჭდების მბრძანებლის ეკრანიზაცია, რომლის უფლებაც კინოკომპანია United Artist-მა 1982 წელს შეიძინა. იგი ასევე მიიწვიეს ბითლზის ბიოგრაფიული დოკუმენტური ფილმის რეჟისორად. სამწუხაროდ მას სიკვდილმა ხელი შეუშალა, მან, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთმა საუკეთესო რეჟისორმა, წარუშლელი კვალი დატოვა დიდ კინოზე, თავისი სიტყვა თქვა კინემატოგრაფიაში და ვალმოხდილი გაუდგა სხვა სამყაროს გზას.

პს.  უმბერტო ეკოს გახმაურებული რომანის “ვარდის სახელის” მიხედვით 1986 წელს მხატვრული ფილმი გადაიღო გამოჩენილმა ფრანგმა კინორეჟისორმა – ჟან-ჟაკ ანომ.აღნიშნულ ფილმში მთავარი როლები ითამაშეს ისეთმა შესანიშნავმა მსახიობებმა,როგორებიც გახლავან შონ კონერი და კრისტიან სლეიტერი.მას შემდეგ,რაც ფილმი იხილა ნაწარმოების ავტორმა უმბერტო ეკომ, იმდენად უკმაყოფილო დარჩა ფილმით, რომ საბოლოოდ უარი განაცხადა მისი ნაწარმოებების მიხედვით ფილმების გადაღებაზე. შესაბამისად,”ვარდის სახელით” ერთადერთი მხატვრული ფილმია, რომელიც უმბერტოს შემოქმედებიდან არის ეკრანიზირებული.

მოგვიანებით, როცა სტენლი კუბრიკმა უმბერტოს სთხოვა მისი რომანის “ფუკოს ქანქარა”-ს მიხედვით ფილმის გადაღება, ეს გახდა უაზრის მიზეზი ;(

 

200.gif

 

ხო, დოქტორი ჟივაგოს გადაღებაც უნდოდა, მარა არ გამოვიდა 

 

It is one of the greatest British films of all time, directed in 1965 by David Lean with an A-list cast that included Julie Christie, Omar Sharif and Alec Guinness. But the epic adaptation of Doctor Zhivago, Boris Pasternak’s classic love story set against the Russian revolution, might never have happened if a planned US production had got there first.

James Fenwick, a British film historian, has discovered that two of cinema’s most revered film-makers – Hollywood star Kirk Douglas and director Stanley Kubrick – had tried in vain to acquire the movie rights earlier, in the late 1950s.

Kubrick wrote to Pasternak personally and Douglas hoped to shoot the production in the Soviet Union, previously unpublished material reveals.

Kirk Douglas obituary

Read more

Audiences can only imagine what might have been. Douglas and Kubrick collaborated on two other masterpieces, Paths of Glory, one of cinema’s most powerful anti-war movies, and Spartacus, the story of a slave uprising in the Roman republic, which they made in 1957 and 1960 respectively.

Fenwick said: “Zhivago is certainly an unknown fact about the careers of Douglas and Kubrick.”

Pasternak completed his novel in 1955, only for it to be banned in all Soviet states for its supposed attack on the Soviet Union. The manuscript was smuggled to the west and published in 1957 by an Italian publisher, which bought the rights from Pasternak. It helped him win the Nobel prize in literature in 1958.

Fenwick has been taken aback to find a letter of 8 January 1959, in which Kubrick had written to Pasternak, pointing out the quality of his previous work. “The last film we made, Paths of Glory, received the best picture of the year award in Belgium, Brazil and Finland,” he wrote. “We would now like to buy the motion picture rights to Doctor Zhivago. We have contacted the law firm in New York who represent the Italian publishers of the book. Negotiations are at a standstill as they are not yet prepared to finalise a deal.”

Further documentary evidence reveals that Kubrick and his producer James B Harris had wanted to acquire the book as early as December 1958 and that they had been in discussions with Bryna Productions, Douglas’s company.

Fenwick, senior lecturer in media at Sheffield Hallam University, will publish his discovery in two forthcoming books, Stanley Kubrick Produces and Shadow Cinema: The Historical and Production Contexts of Unmade Films, a collection of essays by leading scholars that he has co-edited.

He found evidence relating to Zhivago in the Kubrick archive at the University of the Arts London and among the Kirk Douglas papers at the Wisconsin Center for Film and Theater Research.

His initial reaction was disbelief that Kubrick would have wanted to adapt a literary masterpiece: “At that time he was more associated with pulp crime fiction.”

But, among Kubrick’s papers, Fenwick found a passage in previously unseen notebooks that probably date to the early 1950s. Kubrick wrote: “The precise moment of absolute success for a director is when he is allowed to film a great literary classic of over 600 pages, which he does not understand too well, and which is anyway impossible to film properly due to the complexity of the plot or the elusiveness of its form or content.”

Fenwick said: “[This] perhaps indicates how Kubrick might have gone about adapting something like Zhivago … I imagine it would have had the grand, epic scale of Spartacus, an adaptation of the 1951 Howard Fast novel.”

He also recalled his disbelief that Douglas should have wanted to produce a movie in the Soviet Union then, “considering the context in America of the Communist witch-hunt”.

But, with Spartacus, Douglas played a part in bringing an end to the Hollywood anti-communist blacklist in insisting to Universal pictures that blacklisted writer Dalton Trumbo be named as screenwriter.

Speculating that Douglas might have cast himself as Yuri Zhivago, the physician and poet played by Sharif, Fenwick added that, in filming in the Soviet Union, the actor wanted a greater role: “It reveals more about Douglas’s diplomatic tendencies and the way he saw himself as a cultural ambassador for the USA.”

 

7a0637370f0304200fb47f6ae8e09a5a.gif

=

 

You do not have permission to vote in this poll, or see the poll results. ;(

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ის ამბავი, ოკეანის ფსკერზე რომ გადაიღო  ამერიკელების ვითომ მთვარეზე მოგზაურობა და მერე ფედერალები მთელი ცხოვრება უთვალთვალებდნენ და მაგიტო ეწეოდა ეგეთ კარჩაკეტილ ცხოვრებას? 

ბირჟაზე ყვებოდნენ ბიჭები :m1903:

ჩემთვის რაც არ უნდა ბანალური ვიყო ოდისეა ყველაზე მაგარი ფილმია მის შემოქმედებაში, გაწელილი და ნუდნია, მონტაჟისას ჩაძინებული კუბრიკის ფილმია მააააგრამ მაინც ყველაზე მაგარია, მომავლის წინასწარმეტყველება და მისი ცნობისმოყვარეობის მასშტაბები კარგად ჩანს, ნუ ახვარი და ესთეტი ისედაც იყო თან მუდოც ეგ ყველა მის ფილმს ეტყობა :amsagamosrasaketeb: 

Edited by cosmia

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

მომიტევეთ და მხოლოდ ნათება და მექანიკური ფორთოხალი მაქვს ნანახი.

ნათებამ ვერ აღმაფრთოვანა, ვერც ფორთოხალმა, თუმცა მომეწონა.

ისე კი, ოდისეა მართლაც საუკეთესოა, თუმცა არ მინახავს და არც არასოდეს ვნახავ. 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
On 12/9/2020 at 7:38 PM, Sylar said:

ისე კი, ოდისეა მართლაც საუკეთესოა, თუმცა არ მინახავს და არც არასოდეს ვნახავ. 

საიდან იცით ხოლმე ეს მიკვირს პირდაპირ.

არაა ცუდი მარა გაწელილია. ნუდნია ძაან. კონცეპტი იმ დროისთვის ვაუვ არის! 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, მფრინავი.სამურაი said:

"ფართოდ დახუჭული თვალები" ამაზე ორი აზრი არაა

 

რა ლოგიკით ჯობია ეს კუბრიკის სხვა ფილმებს? 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   38 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 37 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • Googlebot(1)