ფორუმელი Moor Posted 31 აგვისტო, 2014 Posted 31 აგვისტო, 2014 შორეულ მოგზაურობაში ისინი მეფე პელიასმა გაგზავნა მას შემდეგ, რაც ორაკულმა მას ავი ბედი უწინასწარმეტყველა – იმ კაცის მზაკვრობებს შეეწირები, ვინც ქალაქში შიშველი და ცალ ფეხზე მდგომი შემოვა და ამას შენ დაინახავო.წინასწარმეტყველებამ არ დააყოვნა. ზამთარში, ადიდებული ანავროსის გადალახვისას, იასონმა ცალი სანდალი დაკარგა… დაინახა თუ არა მეფემ, უმალ გადაწყვიტა მისი ზღვებს გაღმა, ყველაზე სახიფათო მოგზაურობაში გაგზავნა. პელიასი იმედოვნებდა, რომ ზღვაში ან შორეულ მხარეს იასონი რაიმე უბედურებას გადააწყდებოდა და სახლში ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა”. – აპოლონიოს როდოსელი, „არგონავტიკა”. ასე იწყება პირველი საზღვაო საგა დასავლურ ლიტერატურაში – იასონი და მისი არგონავტები ოქროს საწმისს ეძებენ. ეს არაჩვეულებრივი ამბავია: ბერძენი გმირების ხომალდი კოლხეთის შორეული სამეფოსკენ მიემართება, სადაც წმინდა ჭალაში ოქროს საწმისი ჰკიდია. საწმისს სასტიკი და უძლეველი გველი დარაჯობს. თუ უფლისწული იასონი საწმისის საბერძნეთში წაღებას მოახერხებს, ამით თავისი უზურპატორი ბიძისგან, პელიასისგან ტახტის უკან დაბრუნებას შეძლებს. ჟურნალ National Geographic-ის 1985 წლის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა სტატია – არგონავტების კვალზე. გთავაზობთ, NGM-ის არქივის სტატიას, ამ მოგზაურობის 30 წლის აღსანიშნავად. ეპიკურ გადმოცემაში, რომელიც 3000 წელს ითვლის, იასონსა და მის ეკიპაჟს გზად ათასი თავგადასავლისა და ხიფათის გადალახვა უხდებათ. ბებრიკების მეფე მათ ორთაბრძოლაში იწვევს, დამარცხებულს სიკვდილი ელის; გზას უსინათლო, ჰარპიებით გატანჯული წინასწარმეტყველი ასწავლის; მოძრავი კლდეები მათ ხომალდ „არგოს” დამსხვრევით ემუქრება. კოლხეთში ჩასული იასონი შეუყვარდება მეფის ასულ მედეას, რომელიც გადაწყვეტს, შეყვარებულს საწმისის მოტაცებაში დაეხმაროს და ამისთვის საკუთარ მამასა და ძმას ღალატობს. გამარჯვებული იასონი ტრიუმფით შემოდის საბერძნეთში ტახტის დასაბრუნებლად. რა გასაკვირია, რომ ამ ლეგენდამ მომდევნო საუკუნეებშიც ჰპოვა გამოძახილი. ჰომეროსის თქმით, ეს ამბავი „ყველას პირზე ეკერა”. ესქილემ, სოფოკლემ და ევრიპიდემ პიესები შექმნეს. ძვ.წ. მე-3 საუკუნეში კი ალექსანდრიის დიდი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა აპოლონიოს როდოსელმა „მუსიკის ღმერთის კარნახით” „არგონავტიკა” დაწერა. 1984 წლის მაისის მოგზაურობა ამ გმირების უკვდავ სახელებს მივუძღვენი. იასონის „არგოს” ასლი ავაგეთ და ჩვენი ოქროს საწმისის, ლეგენდის მიღმა არსებული საგანძურის, საპოვნელად გავეშურეთ. ჩვენი მუდმივი გზამკვლევი „არგონავტიკა” იყო. ხომალდის აგებას სამი წელი მოვანდომეთ. ეს პერიოდი კვლევით სამუშაოებსაც მოიცავდა. გემების კონსტრუქტორმა კოლინ მადიმ ჩვენი „არგო” ეგეოსის ზღვის ანტიკური ხომალდების მიხედვით დააპროექტა. საუთ-ჰემპტონის კოლეჯის სტუდენტებმა მისი კორპუსი გამოსაცდელ აუზში შეამოწმეს. ტომ ვოსმერმა მისი დახვეწილი მოდელი შექმნა. „არგო”, რომლის სიგრძე 16,4 მეტრია, სიგანე კი – 2,85 მეტრი, ბერძენმა გემთმშენებელმა, ვასილის დელიმიტროსმა ანტიკური ხანის გემთმშენებლების მეთოდით ააგო, მასალად კი მათსავით ალეპოს ფიჭვი გამოიყენა. აპრილის ერთ მზიან დილას, მღვდლის დალოცვის შემდეგ, მუშებმა სადგარები გასწიეს და ხალისიანი ფერებით მოხატულმა „არგომ” წყალში შეცურა. „ღმერთო ჩემო, ეს რა სილამაზეა!” – აღმოხდა ტომს. აპოლონიოსის სიტყვებით რომ ვთქვათ, გვყავდა „უმშვენიერესი ხომალდი, რომლის მსგავსი ნიჩბები ზღვას ჯერ არ შეხებია”. იასონს თან ახლდნენ ლინკევსი – მთელ საბერძნეთში თავისი მახვილი თვალით განთქმული, ტიფისი – საუკეთესო მესაჭე; ადამიანთა შორის უძლიერესი ჰერაკლე და ორფევსი, რომლის სიმღერაც ერთნაირად აჯადოებდა კაცსა თუ მხეცს. ჩემი გუნდიც უძლიერესი იყო. საკვანძო ფიგურა ტრონდურ პატურსონი გახლდათ, ფარერის კუნძულების მკვიდრი, ჩემი მუდმივი პარტნიორი ჯერ კიდევ „ბრენდანის” მოგზაურობიდან, როცა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთი მონაკვეთი ტყავშემოკრული ნავით გადავკვეთეთ; ექიმი – ნიკ ჰოლისი; საფინანსო-სამეურნეო საქმეების მენეჯერი – ებარატიმ რიდმანი; „პოლიცმაისტერი” პიტერ დობსი, რომელსაც სინდბადის მარშრუტზე მოგზაურობიდან ვიცნობდი (იქაც ხომალდის წესრიგზე აგებდა პასუხს); დურგალი და კაპიტნის მოადგილე პიტერ უილერი; მენიჩბეების უფროსი მარკ რიჩარდსი და ეკიპაჟის შვიდი ახალი წევრი ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან. მოგზაურობაში ბერძენი, თურქი და ქართველი მოხალისეებიც შემოგვეშველნენ. ყოველდღე, ხუთი-ექვსი საათი ნიჩბებთან ჯდომამ განაპირობა ის, რომ მთავარი მენიჩბე მარკ რიჩარდსი (მარცხნივ) და მზარეული პიტერ მორანი დაიქანცნენ და როგორც კი ხომალდზე აფრა გაიშალა, მაშინვე დასასვენებლად წამოწვნენ.ორივე „არგოს” მოგზაურობა ჩრდილოეთ საბერძნეთის ქალაქ ვოლოსიდან დაიწყო. ოდესღაც ვოლოსი თესალიის უმდიდრესი ქალაქი იოლკოსი იყო. ქალაქიდან დასავლეთით ნანგრევები აღმოაჩინეს, რომელთაც არც ხანძრისა და მიწისძვრის და არც სხვა რაიმე დამანგრეველი ძალის კვალი ემჩნევა. „მიკენის ქალაქისთვის ეს ძალიან უცნაურია”, – თქვა ვოლოსის არქეოლოგიური მუზეუმის კურატორმა ქალბატონმა, როდესაც მთავარ ქუჩას, სასახლის ნანგრევებსა და მათთვის ტიპურ სამეფო აკლდამას მათვალიერებინებდა. „როგორც ჩანს, ადამიანებმა აქ ერთ საუკუნეზე ნაკლები იცხოვრეს, შემდეგ კი აიყარნენ და წავიდნენ”. როგორ ავხსნათ ეს? შესაძლოა, იასონის მამამ ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ თავისი ქალაქი აქ დააარსა, ხოლო მას შემდეგ, რაც იასონი კოლხეთიდან „ზევსის ელვასავით თვალისმომჭრელი” ოქროს საწმისით დაბრუნდა, იგი და მისი ხალხი მშობლიურ იოლკოსს სიხარულით დაუბრუნდნენ. აყრისა და მოგზაურობის თარიღები ერთმანეთის მსგავსია (დაახლოებით ძვ.წ. 1280 წელი). იასონს გზად ქალების გოდება მიჰყვებოდა. ისინი არგონავტებს გლოვობდნენ – სასტიკი მეფის სურვილით უიმედო საქმეზე გაგზავნილ და სიკვდილისთვის განწირულ გმირებს. ჩვენი მოგზაურობა კი განსხვავებულ ვითარებაში დაიწყო. „კალო ტაქსიდი – ბედნიერი მგზავრობა!” – სკანდირებდნენ სკოლის მოსწავლეები. პოსეიდონის პატივსაცემად ღვინო დავაქციე. ვოლოსის მერმა კი ზღვაში ზეთისხილის რტო ისროლა. „მათ ნიჩბებს ტალღები ყლაპავდა, – წერს აპოლონიოსი, – ხომალდის ორივე მხარეს ჩაშავებული, აქაფებული, გამძვინვარებული მარილიანი წყალი ღონიერი კაცების მკლავთა რიტმულ მოძრაობას პასუხობდა”. ჩვენი მოგზაურობა ასეთი გამაოგნებელი არ ყოფილა. სულ მალე მივხვდით, რას ნიშნავდა ბრინჯაოს ხანის 7-ტონიანი, დატვირთული ხომალდის ნიჩბებთან ჭიდილი, როცა წინ 1500 საზღვაო მილის სიგრძის სამთვიანი მოგზაურობა გველოდა. ეკიპაჟის რაოდენობა მოხალისეთა მოსვლა-წასვლის შესაბამისად იცვლებოდა. როგორც წესი, 15-16 მენიჩბე გვყავდა ხოლმე. ერთდროულად ათი მენიჩბე უსვამდა ნიჩბებს, დანარჩენები ისვენებდნენ. ხუთ წუთში ერთხელ, მენიჩბეების ერთი წყვილი ნიჩბებს გამოსაცვლელად ორ რეზერვისტს აწვდიდა. ამრიგად, ჩვენს მარშრუტს საათში დაახლოებით სამი კვანძის სიჩქარით გავდიოდით. წინსვლას მსუბუქი პირქარიც კი აფერხებდა. უბეში ვუშვებდით ღუზას, ვიდრე ხელსაყრელი ბრიზი ხუთი-ექვსი კვანძის სიჩქარით არ გატყორცნიდა წინ მცირეაფრიან „არგოს”. მოზრდილ წყვილ „ნიჩაბს”, შტურვალის ფუნქციას რომ ასრულებდა, ისე მსუბუქად ეჭირა მისი გეზი, თითქოს ხომალდი კი არა, ერთი პატარა სარბოლო ნავი ყოფილიყოს. როცა „არგოდან” ოლიმპოს მთა გამოჩნდა, აღმოსავლეთით, ქალკედონის ნახევარკუნძულისაკენ გავცურეთ ისე, რომ ოლიმპოს დათოვლილი მწვერვალი ჩვენს ზურგსუკან ყოფილიყო. პოსეიდონის კონცხიდან 24 კილომეტრის დაშორებით ქარი ჩადგა და პირველად მოგვიწია ზღვაში ღამის გათევა. ძალიან გავწვალდით, თითოეულს მენიჩბის მერხის მხოლოდ ნახევარი ერგებოდა დასაძინებლად (22 სმ სიგანისა და 1,22 მ სიგრძის ფიცარი). ჩვენი, ისევე როგორ იასონის, მორიგი ორიენტირი ათონის მთა იყო, შემდეგ კი – კუნძული ლემნოსი. ლემნოსზე იასონის ჩასვლამდე მცირე ხნით ადრე, ლემნოსელმა ქალებმა თავიანთი ქმრები მონა გოგონებთან ღალატის გამო დახოცეს. მათი მშვენიერი დედოფალი ჰიფსიპილე, რომელიც მიხვდა, რომ მათი მოდგმა გაქრობისთვის იყო განწირული, არგონავტებს ნაპირზე შეეგება. ოქროს საწმისის ძიება კინაღამ იქვე დასრულდა, რადგანაც ლემნოსელ ქალებთან ცხოვრება იმდენად საამური აღმოჩნდა, რომ არგონავტებს იქაურობის დატოვება აღარ უნდოდათ. ჩვენი ბერძენი მოხალისეები ლემნოსიდან უკან გაბრუნდნენ. შემცირებული ეკიპაჟით აღმოსავლეთისკენ გაჭირვებით გავეშურეთ. მეორე დღეს საშველად თურქი მეთევზეების გემი მოგვადგა. მის კაპიტანს ჩაძირული ხომალდის გადარჩენილი მგზავრები ვეგონეთ, ჩვენი თანამედროვე „არგო” კი, ამ გემიდან გადარჩენილი ნავი. „მზის ჩასვლისას ქერსონესის კონცხს მიადგნენ”, – განაგრძობს აპოლონიოსი. „სამხრეთიდან ძლიერი ქარი წამოეწიათ და აფრები იქით მიმართეს… „არგომ”, რომელსაც წინ ხან აფრები და ხან ნიჩბები მიაქანებდა, გათენებამდე ჰელესპონტის შავი მორევი გაიარა”. ამით განერიდა მახლობელ ტროას, რომლის მეფესაც ბერძნული გემებისთვის გზის ჩაკეტვა ჰქონდა განზრახული. „თქვენი სიმამაცე რწმენით აღმავსებს”, – უთხრა იასონმა არგონავტებს, რომლებიც სიმპლეგადებს შორის გაშვებული მტრედის კვალზე მიაქანებდნენ ხომალდს. ბერძნებმა შავი ზღვის კოლონიზაცია ძვ.წ. მე-7 საუკუნეში მოახდინეს. თუმცა, სევერინის აზრით, მათ ხომალდებს იქამდე მიღწევა უფრო ადრეც შეეძლოთ: მისი „არგო” 1984 წელს გავიდა და სამ თვეში 1500 საზღვაო მილი დაფარა. ჩანაკალეში პირველი თურქი მოხალისეები შემოგვიერთდნენ: 150 000-ტონიანი ტანკერის კაპიტანი ერსინ ირიმიბესოღლუ; 16 წლის კაან აკჩა – ჩვენი ეკიპაჟის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, სტამბოლიდან, მას მარკო პოლოს მარშრუტით მოგზაურობისას დავუმეგობრდი (1961 წ.) და ორი არქეოლოგი სტუდენტი. აქ პირველად ვნახეთ ნამდვილი სტუმართმოყვარეობა. ამას თურქეთის სანაპიროს გასწვრივ ხანგრძლივი ცურვის დროს ყოველდღიურად გვაგრძნობინებდნენ. ვიდრე სტამბოლის მინარეთებითა და „ბოსფორის ნისლიანი კარიბჭით” დავტკბებოდით, მარმარილოს ზღვაში დიდი ჯაფა გავწიეთ, ხელები სულ გადავიტყავეთ. ბოსფორი ჩვენი ყველაზე დიდი გამოცდა გამოდგა. ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, ამ სრუტის ბობოქარი დინებები მიკენელთა გემებს შავ ზღვაში შესვლის საშუალებას არ მისცემდა. წყალი, რომელიც შავ ზღვაში დუნაიდან, დონიდან და დნეპრიდან ჩაედინება ზღვიდან ბოსფორის სრუტის გავლით გადის. მის არაპროგნოზირებად დინებას შეუძლია გემები მორევში ჩაითრიოს და სათამაშოსავით ატრიალოს. ზოგჯერ ხომალდები ნაპირის გასწვრივ მდებარე სახლების აივნებს ცხვირებით ეჯახებიან. ამ დინების საპირისპიროდ მხოლოდ 20 ადამიანის ძალა გვქონდა – ჩვენს არგონავტებს სტამბოლის ნიჩბოსანთა კლუბების 9 მოხალისე დაემატა. შტილის დროს სპორტსმენები მოკლე ბიძგებით „არგოს” საათში ექვსი კვანძის სიჩქარით მართვას ახერხებდნენ. ბოსფორის დინებების წინააღმდეგ, რომელიც ძლიერი პირქარისას ხშირად შვიდ კვანძსაც აღწევდა, ესეც კი დაბალ სიჩქარედ აღიქმებოდა. 12 ივნისს, დილის 9 საათზე, როდესაც „არგო” სრუტეში შევიყვანეთ და ნიჩბებს ნელა ვუსვამდით, რათა ჩვენი თურქი მეგობრებისთვის 4-მეტრიან ნიჩბებთან მიჩვევის საშუალება მიგვეცა, პირქარმა მოულოდნელად ძალიან არასასიამოვნო სიჩქარე აკრიფა. ტოპკაპის სასახლისა და სტამბოლის მეჩეთების მიმართულებით მოძრაობისას დამწვარ ტანკერს ჩავუარეთ. მას დინებაში მართვა დაუკარგავს, მეორე გემს დაჯახებია და აფეთქებულა. სრუტეში ბორანებიც მიმოდიოდნენ. ამგვარ ხიფათებს იასონი ნამდვილად არ გამკლავებია. „ჰადი ალაჰ! ჰუპ! ჰუპ!” – ყვიროდნენ თურქი ნიჩბოსნები, როდესაც „არგომ” ტალღამტეხის უკნიდან გამოცურა და მომსკდარი ნაკადის ძალას შეეჭიდა. „მიდით, უფრო ღონივრად მოუსვით!” – გაისმა შეძახილები თურქულად. ეკიპაჟი ენერგიულად ამუშავდა. ბოსფორის სრუტის არაპროგნოზირებად დინებას შეუძლია გემები მორევში ჩაითრიოს და სათამაშოსავით ატრიალოს. „არგოს” კურსი ისე შევარჩიე, რომ ხომალდს მოპირდაპირე ნაპირისკენ დიაგონალურად ემოძრავა, თუმცა გვერდულად გავლილ ყოველ მეტრზე ქარი და დინება ორი მეტრით უკან გვექაჩებოდა მარმარილოს ზღვისკენ. წყლის ზედაპირზე აქაფებული ტალღები დაგორავდნენ. დინება ხომ არ წაგვიღებდა? ეჭვები მღრღნიდა. შემდეგ საპირისპირო დინება შევამჩნიე. ერთ მხარეს მთავარი დინება სამხრეთისკენ მიდიოდა, მისგან 1,5 მეტრის დაშორებით კი წყალი მშვიდად მოძრაობდა საპირისპირო მიმართულებით. ნიჩბების რამდენიმე მოსმა და „არგომ” გამყოფი ხაზი გადალახა. ძლიერი „ხელი”, რომელიც ხომალდს უკან ექაჩებოდა, მოდუნდა. მენიჩბეებმა ტემპი დააგდეს, ხომალდმა კი შეუპოვრად განაგრძო კურსი. ჩრდილოეთისკენ გავემართეთ და ნაპირს (ევროპულ მხარეს) ისე მივუახლოვდით, რომ ნიჩბებით თითქმის ჯებირებს ვწვდებოდით. სამონტაჟო კაბინებში მდგომი მუშები, რომლებიც ღუზაჩაშვებულ გემებს ჟანგს აცლიდნენ, მხიარულად გვესალმებოდნენ. ევროპააზიის დამაკავშირებელი ბოსფორის ხიდის ქვეშ გავცურეთ. გარეუბან ბებეკიდან სამხრეთით ბოსფორის სრუტე რკალს ხაზავს და ვიწროვდება. კონსტანტინოპოლის ოსმალმა დამპყრობელმა მეჰმედ II-მ სრუტის გასაკონტროლებლად აქ რუმელიჰისარის ციხესიმაგრე ააგო. წყალი წისქვილის ნაკადივით სწრაფად მიედინებოდა წრეზე. „დარჩა 30 მეტრი… 20… სიჩქარეს მოუმატეთ! – ვყვიროდი მე, – 10 მეტრი…” ბახ! დინება „არგოს” შეასკდა და ცხვირი შეუქანა. შემეშინდა, არ დაგვატრიალოს-მეთქი. ნიჩბები წყალში ჩავუშვით. ეკიპაჟი დაძაბულობისგან გმინავდა. „არგო” ჩქერებთან მებრძოლი ორაგულივით ადგილზე გაშეშდა. ნელ-ნელა წინ წავიწიეთ. რუკის მიხედვით, მეორე ნაპირის გასწვრივ საპირისპირო მიმართულების მორევი გველოდა, ესე იგი დინების საწინააღმდეგოდ 640 მეტრი უნდა გაგვევლო, რაც მდორე წყალში დაახლოებით ოთხჯერ მეტი მანძილი მაინც იქნებოდა. „მიდით! „არგოს” ვკარგავთ! – ვიყვირე მე, – ისევ იქ ჩაგვათრევს, საიდანაც წამოვედით!” აპოლონიოსის სიტყვები გამართლდა: „ყოველი მეტრით წინსვლის შემდეგ, ორი მეტრით უკან ვიხევდით მიუხედავად იმისა, რომ მენიჩბეების შემართებით ნიჩბები მშვილდებივით იღუნებოდა”. სამაჯურები. ოქრო. ვანი, ძვ. წ. V საუკუნე. საკიდი. ბრინჯაო. ბრილი (რაჭა), ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი. ოდნავ წავიწიეთ წინ. 56 კვანძის სიჩქარით ვმოძრაობდით. მენიჩბეებმა უკანასკნელი ძალებით შეძლეს გამყოფი ხაზის გადალახვა და „არგო” მეორე მხარეს არსებულ მორევში შეაცურეს. ეკიპაჟის წევრები უღონოდ დაეყრდნენ ნიჩბებს. იმ დღეს კიდევ ერთხელ მოგვიხდა სრუტის გადაკვეთა. ეკიპაჟი კვლავ ეკვეთა მორევებითა და ჩქერებით ადუღებულ დინებას. როდესაც ბებეკს მივაღწიეთ, ბოლოს და ბოლოს ღუზა ჩავუშვით. ეკიპაჟის წევრებს სახეზე კმაყოფილება დაეტყოთ. ახალმა არგონავტებმა თურქი მოხალისეები მქუხარე ტაშით დავაჯილდოვეთ. ოცდაოთხსაათიანი შესვენების შემდეგ, „არგომ” გეზი შავი ზღვისკენ აიღო. ამ ცხრასაათიანი, დამქანცველი მოგზაურობის დროს ორ საათში ერთხელ ვისვენებდით. ბოლოს „არგომ” მშვიდობიანად მიაღწია მეთევზეთა ნავსაყუდელს რუმელიფენერიში. აქედან სულ რაღაც 180 მეტრში ვართ კლდეებისგან, რომლებსაც ანტიკურ ხანაში სიმპლეგადებს, ანუ მოძრავ კლდეებს, უწოდებდნენ. „რადგან ძირით ზღვის ფსკერზე არ არიან მიმაგრებული, კლდეები ერთმანეთს ეჯახებიან, – გვიხსნის აპოლონიოსი, – აბობოქრებული წყლის მასა ამ დროს ცისკენ იჭრება და მერე გამაყრუებელი ღრიალით ეხეთქება ბოსფორის სრუტის კლდოვან ნაპირებს”. კლდეები ამსხვრევდნენ ყველა გემს, რომელიც ამ სრუტეში გავლას გაბედავდა. ძვ.წ. მე-5 საუკუნის ვაზა. ათენა საწმისისაკენ ხელგაწვდილ იასონს იცავს. ეკიპაჟის წევრი „არგოსთან” დგას. იასონმა ხერხს მიმართა და სატყუარად კლდეებს შორის მტრედი გაუშვა. კლდეები დაიკეტა და მტრედის კუდი მოიყოლა. არგონავტებმა დრო იხელთეს, ძლიერად მოუსვეს ნიჩბებს. კლდეების გახსნის ჯერიც დადგა… „უეცრად მოვარდა ტალღა და „არგო” ააბურთავა. ძლიერმა დინებამ სწორედ იქ გააქვავა, სადაც კლდეები ერთმანეთს ასკდებოდნენ. მეზღვაურები ბევრს ეცადნენ, მაგრამ გემი ვერ დაძრეს”. მოულოდნელად „არგო” ადგილს მოსწყდა, კლდეებმა მხოლოდ მისი კიჩოს ორნამენტის ფრაგმენტი მოიყოლეს. აპოლონიოსის თქმით, ამის შემდეგ კლდეები „ერთმანეთს მიახლოებულნი, სამუდამოდ ადგილზე გაქვავდნენ”. მათ შორის ვიწრო ნაპრალი ადვილი შესამჩნევია და გეგონება, ეს კლდეები მართლაც დაცილდნენ ერთმანეთს. კლდის წვერზე საკურთხევლის ნანგრევებია; შავ ზღვაში შესვლამდე ღმერთებს მსხვერპლს სწირავდნენ. ბერძნებს ეშინოდათ შავი ზღვის და მას „სტუმართმოძულე ზღვას” ეძახდნენ. ეს შიში დღესაც გაისმის თურქულ ანდაზაში, სადაც ნათქვამია, რომ შავ ზღვას მხოლოდ ოთხი უსაფრთხო ნავსადგური აქვს: სამსუნი, ტრაბზონი, ივლისი და აგვისტო. პირველი სამით ჩვენც ვისარგებლეთ, როცა მომდევნო ოთხი კვირა აღმოსავლეთ სანაპიროსკენ გვეჭირა გეზი. ნიჩბები წყალში ჩავუშვით. ეკიპაჟი დაძაბულობისგან გმინავდა. „არგო” ჩქერებთან მებრძოლი ორაგულივით ადგილზე გაშეშდა. კუნძული გირესუნი იოლად ამოვიცანით – ადგილი, სადაც იასონის არგონავტებმა ფრინველები ააფრინეს. „ათასობით ფრინველი აფრინდა, ბუმბულიანი ისრების წვიმა დაუშინა გემს და კონტინენტის ბორცვებისკენ გაფრინდა”. ამ კუნძულზე თევზებზე მონადირე ჩვამები და თოლიები ბინადრობენ. აქ მდინარე აყსუ ზღვას უერთდება. აპოლონიოსი ახსენებს „შავ კლდეს”, სადაც კუნძულზე გადმოსულმა არგონავტებმა ღმერთებს მსხვერპლი შესწირეს. დღეს ხალხი ნაპირზე გაწოლილ უშველებელ შავ ლოდთან დოვლათის, ვაჟის შეძენის ან ბედნიერი ქორწინების სათხოვნელად მიდის. მის ნაპრალებში მეოცნებე შეყვარებულების დატოვებული, ფრინველის კვერცხებივით წყვილად ჩაწყობილი კენჭები ვიპოვეთ. მსგავს შემორჩენილ ხალხურ ტრადიციებს თურქეთში, არგონავტებთან დაკავშირებულ ბევრ სხვა ადგილზეც ვაწყდებოდით: ბორცვი, სადაც სურვილები უნდა ჩაიფიქრო, ჯადოსნური წყარო ან ჭა. სამაჯურები. ოქრო. ვანი, ძვ. წ. V საუკუნე. საკიდი. ბრინჯაო. ბრილი (რაჭა), ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი. ივლისის შუა რიცხვებში ხოფას მივადექით (ბოლო ნავსადგური თურქეთის ტერიტორიაზე). ავი ზღვის ბოლო ყურეს რომ მიაღწიეს, თვალწინ კავკასიის მთები გადაიჭიმა. ხელფეხზე ბრინჯაოს ბორკილებით კლდეზე მიჯაჭვულ პრომეთეს არწივი ღვიძლს უკორტნიდა… დაღამებისას ფასისის ფართო შესართავს მიაღწიეს, ადგილს, სადაც შავი ზღვა მთავრდება… მათგან მარცხნივ კავკასიის მაღალი მთები და ქალაქი აია იყო, მარჯვნივ – არესის დაბლობი და ღმერთის წმინდა ჭალა, სადაც მუხის შეფოთლილ ტოტებზე გართხმული გველი ოქროს საწმისს დარაჯობდა”, – აპოლონიოსი. მდინარე ფასისს ახლა რიონი ჰქვია და საქართველოში მიედინება. როდესაც „არგომ” წყლებში შეცურა, რადიოში გაისმა: „არგო! არგო! ეს „ტოვარიშჩია”. გესმით ჩემი?” მალე ჰორიზონტზე ოთხკუთხა აფრიანი გემი გამოჩნდა. მის ანძებზე კადეტები შემომსხდარიყვნენ. სტუმრების ნავები წინ და უკან დაცურავდნენ. ერთ-ერთში იური სენკევიჩი იჯდა. თურ ჰეიერდალის ექსპედიციებში („რა” და „ტიგრი”) იგი გემის ექიმი იყო. საქართველოში „არგოს” ვიზიტის ორგანიზებაში სენკევიჩმა საკვანძო როლი შეასრულა. გემბანზე ჩვენს დასახმარებლად მოსული ქართველი ნიჩბოსნების ჯგუფი იდგა. ლურჯ სპორტულ კოსტიუმებში გამოწყობილები ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ. მათმა ხელმძღვანელმა არგონავტები გააოგნა. ისე ღონივრად მოუსვა ნიჩაბს, რომ სამაგრი გატეხა. რაღა ის და რაღა ჰერაკლე, რომელმაც „თავისი ნიჩაბი შუაზე გატეხა და სკამიდან გადავარდა. მისი მოსმული ნიჩბები მღელვარე ზღვის ზედაპირს ღარებს უჩენდა….” დინების საწინააღმდეგოდ მივცურავდით რიონის დელტაში, ვიდრე ქვიშიან კუნძულს არ მივადექით. იქ მდინარის მეორე ნაპირზე ბრინჯაოს ხანის პირველ ადგილს მოვკარით თვალი და გავჩერდით. არგონავტებმა აღტაცებული შეძახილებით დაყარეს ნიჩბები. მოგზაურობის დასასრული სასიგნალო რაკეტებითა და ქართული შუშხუნა ღვინით აღვნიშნეთ. ბუქსირით გადაადგილებას დავთანხმდით. ბავშვები ნაპირ-ნაპირ მოგვდევდნენ, მათი მშობლები კი საბორნე სადგურებსა და ხიდებზე შეკრებილიყვნენ. ვანში, საქართველოში ჩვენი ჩამოსვლის აღსანიშნავად, ღია ცის ქვეშ ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონცერტი გაიმართა. საწმისის მოოქვრა. სვანეთის მკვიდრი გვიჩვენებს, თუ როგორ გამოიყენებოდა ფიცარზე მიჭედებული ცხვრის ტყავი კავკასიის მთების მდინარეებიდან ოქროს ნაწილაკების მოსაპოვებლად. ეს მეთოდი ჯერ კიდევ ძვ.წ. I საუკუნეში აღწერა ბერძენმა გეოგრაფმა სტრაბონმა.არ ვიცოდი, რომ იასონის ამბავი აქ ასეთი პოპულარული იყო. „არგონავტიკას” უნივერსიტეტებში სწავლობენ. არის „ოქროს საწმისის” მარკის სიგარეტი. სკოლის მოსწავლეებს ასწავლიან, რომ შეყვარებულმა პრინცესა მედეამ, რომელიც ჯადოქრობაში იყო გაწაფული, საზარელი გველი გააბრუა და იასონს თვალისმომჭრელი ოქროს საწმისი მოაპოვებინა. არქეოლოგმა აგვიხსნა, რომ ოქროს საწმისის ლეგენდას დამაჯერებლობას ისიც სძენს, რომ ძლიერი წვიმის შემდეგ, უძველეს ვანში მიწიდან ამოსული ოქროს ნივთები შეუგროვებიათ. ეს ოქრო, სავარაუდოდ, სვანეთის მთიანი რეგიონიდანაა (საქართველოს ჩრდილოეთი). იქ ოქროს ერთმა მაძიებელმა ჩვენ თვალწინ ოქროს მოპოვების უძველესი მეთოდის ჩვენება მოაწყო (მეთოდი, რომელსაც ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი აღწერს). ფიცრებზე დამაგრებულ ცხვრის ტყავებს მდინარის კალაპოტში დებდნენ, რათა ოქროს ნაწილაკები მატყლში დაგროვილიყო. მესტიაში, რომელიც სვანეთის მთავარი დასახლებული პუნქტია, უძველესი სამარხებიდან მოპოვებული ასობით ნივთი ვნახე. ჩემი ყურადღება ვერძის ბრინჯაოს მცირე ფიგურებმა მიიპყრო. დასავლეთ საქართველოში ვერძის კულტი ბრინჯაოს ხანის შუა პერიოდიდან დღემდე შემორჩა. ლეგენდის თანახმად, მიკენის უფლისწული საბერძნეთში სიკვდილს ოქროს ვერძის ზურგზე ამხედრებული გამოექცა. როდესაც კოლხეთს მიაღწია, უფლისწულმა ფრიქსემ ვერძი მსხვერპლად შესწირა და მისი ოქროს ტყავი კოლხეთის მეფე აიეტს გადასცა. აიეტმა ვერძის ტყავი წმინდა ჭალაში მუხაზე დაკიდა. იოლკოსში მცხოვრებმა მიკენელებმა იცოდნენ კავკასიაში არსებული ვერძის კულტის შესახებ და იქაურებს ნათესავებად მიიჩნევდნენ. მეცნიერები ყურადღებას ადრეულ ბერძნულ და ქართულ მითებს შორის არსებულ მსგავსებაზე ამახვილებენ. ეს არა მხოლოდ იასონს ეხება, არამედ ზევსის მიერ ადამიანთა მოდგმისთვის ცეცხლის მიცემისათვის დასჯილ პრომეთესაც. ყველაზე აღმაფრთოვანებელი მტკიცებულება კი მოგზაურობის ბოლო დღეს ვიხილე. რიონის შესართავთან მიწაყრილზე მდგომმა თხრილით გარშემორტყმული ერთი პატარა ნაგებობის საძირკველი დავინახე. იქ ნაპოვნ საკულტო ნივთებზე დაყრდნობით არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეს ტაძრის ან სხვა რაიმე რელიგიური ნაგებობის ნაწილია. ვერძის კულტის ნიშანწყალიც კი არა ჩანს. მერე გამახსენდა, რომ, ოქროს საწმისის მოპოვებამდე, იასონს მეფე აიეტის დავალება უნდა შეესრულებინა: ცეცხლისმფრქვეველი წყვილი ხარი უღელში უნდა შეება და მინდორი დაეხნა. ხარის კულტი? შესაძლებელია. მაგრამ რა ვუყოთ გველს, რომელიც ოქროს საწმისს დარაჯობდა? ამ და სხვა გათხრების ადგილას ნაპოვნია ფილები და თიხის საგნები, რომლებზეც გველის სიმბოლოებია ამოკაწრული. საქართველოში გველი სახლის გუშაგი იყო. შავი ზღვის საბჭოთა წყლებში შესულ „არგოს” საბჭოთა სავაჭრო-საწვრთნელი გემი „ტოვარიშჩი” ეგებება. „არგოსთან” მან ქართველი ნიჩბოსნების გუნდი მოიყვანა. ამ გუნდიდან ერთი ისეთი ენერგიული იყო, რომ ჰერაკლესავით ნიჩაბი შემოატყდა ხელში. ვგრძნობდი, მიზანს მივაღწიე… საქართველოს ისტორიაში ცნობილია ცხვრის ტყავით ოქროს შეგროვების მეთოდი; ვერძს თაყვანს სცემდნენ და არსებობს ხალხური გადმოცემა გამოქვაბულის შესახებ, სადაც ოქროს ვერძი ოქროს განძის გვერდით ოქროს ჯაჭვითაა დაბმული. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს ხარის თაყვანისცემის ნიშნები და ტაძარი, რომელიც, შესაძლოა, ის წმინდა ჭალა ყოფილიყო, საიდანაც იასონმა მოიპარა ოქროს საწმისი, რომელსაც გველი დარაჯობდა. ზუსტად ვერავინ დაადგინა, თუ სად მდებარეობდა მეფე აიეტის დედაქალაქი აია. რიონის დელტაში ბევრ ადგილას გათხრები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა იასონის მითის ყველა ელემენტი აქ არის. ჩვენმა „არგომ” დაამტკიცა ის, რომ მსგავსი მოგზაურობა სავსებით შესაძლებელი იყო. The post იასონის მოგზაურობა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. View the full article Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ტირანოზავრიკი Posted 25 თებერვალი, 2021 Posted 25 თებერვალი, 2021 On 9/1/2014 at 12:03 AM, Moor said: შორეულ მოგზაურობაში ისინი მეფე პელიასმა გაგზავნა მას შემდეგ, რაც ორაკულმა მას ავი ბედი უწინასწარმეტყველა – იმ კაცის მზაკვრობებს შეეწირები, ვინც ქალაქში შიშველი და ცალ ფეხზე მდგომი შემოვა და ამას შენ დაინახავო. წინასწარმეტყველებამ არ დააყოვნა. ზამთარში, ადიდებული ანავროსის გადალახვისას, იასონმა ცალი სანდალი დაკარგა… დაინახა თუ არა მეფემ, უმალ გადაწყვიტა მისი ზღვებს გაღმა, ყველაზე სახიფათო მოგზაურობაში გაგზავნა. პელიასი იმედოვნებდა, რომ ზღვაში ან შორეულ მხარეს იასონი რაიმე უბედურებას გადააწყდებოდა და სახლში ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა”. – აპოლონიოს როდოსელი, „არგონავტიკა”. გადაგვაყოლა ტიპმა თავის კალოშს თურმე ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი? (c)ქეთუ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 26 თებერვალი, 2021 Posted 26 თებერვალი, 2021 10 საათის წინ, ტირანოზავრიკი said: გადაგვაყოლა ტიპმა თავის კალოშს თურმე ბანძები. ოქროს საწმისით და მედეათი დაბრუნდა საბერძნეთში Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 26 თებერვალი, 2021 Posted 26 თებერვალი, 2021 On 9/1/2014 at 12:03 AM, Moor said: ჩანაკალეში პირველი თურქი მოხალისეები შემოგვიერთდნენ: 150 000-ტონიანი ტანკერის კაპიტანი ერსინ ირიმიბესოღლუ; 16 წლის კაან აკჩა – ჩვენი ეკიპაჟის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, სტამბოლიდან, მას მარკო პოლოს მარშრუტით მოგზაურობისას დავუმეგობრდი (1961 წ.) რაღაცს გვატყუებს ეგ, 1961-ში დამეგობრებული ტიპი 1984-ში 16 წლის ვერ იქნებოდა მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ტირანოზავრიკი Posted 1 მარტი, 2021 Posted 1 მარტი, 2021 On 2/26/2021 at 11:20 AM, cosmia said: ბანძები. ოქროს საწმისით და მედეათი დაბრუნდა საბერძნეთში რა ნაშა აგვახიეს ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი? (c)ქეთუ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 1 მარტი, 2021 Posted 1 მარტი, 2021 ონლაინ, ტირანოზავრიკი said: რა ნაშა აგვახიეს აბბბაააა პაზოლინის მედეა ნახე იტირებ პროსტა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ტირანოზავრიკი Posted 1 მარტი, 2021 Posted 1 მარტი, 2021 ონლაინ, cosmia said: აბბბაააა პაზოლინის მედეა ნახე იტირებ პროსტა ბანძობა ბერძნული ვერსიები არ მაინტერესებს ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი? (c)ქეთუ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 1 მარტი, 2021 Posted 1 მარტი, 2021 (შესწორებული) 1 minute წინ, ტირანოზავრიკი said: ბანძობა ბერძნული ვერსიები არ მაინტერესებს ოოოო მოკლა და, მართლა დაბრიდა თავისი შვილები და ამის უარყოფა სისულელეა ევრიპიდე საგინებელი არაა ამის გამო Edited 1 მარტი, 2021 by cosmia Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა