Jump to content
×
×
  • Create New...

მივდივართ საქართველოში


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

უკვე რამდენიმე წელია, ტერაბანკი შიდა ტურიზმისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერია.

ალბათ გეხსომებათ ბანკის კორპორაციულ ფერებში გადაჭრილი ველოსიპედები, რომელმაც 2018 წელს საკმაოდ გაუხალისა ზაფხული ველომოყვარულებს. ეს ტერაბანკის საზაფხულო კამპანია „ტერა ბაიკი“ იყო. „ტერა ბაიკს“ 2019 წელს მოჰყვა კამპანია „ტერაბანკი მოგზაურებისთვის“ და, სხვადასხვა წამახალისებელ ინიციატივასთან ერთად, რომელიც მოგზაურობის მოყვარულებს ელოდათ, ტერაბანკმა ტურისტული ცენტრების ფუნქციების შეთავსებაც ითავა. ბანკი ტურისტულ ობიექტებსაც ეხმარებოდა და მათ საკუთარ საკომუნიკაციო რესურსს უსასყიდლოდ უთმობდა, თანამშრომლები კი მოგზაურთა მრჩევლების როლსაც ასრულებდნენ.

წელს ტერაბანკის საზაფხულო კამპანიამ მოგზაურობის მოყვარულებს აქამდე უცნობი საქართველოს აღმოჩენა შესთავაზა. „მივდივართ საქართველოში“ პროექტია, რომლის მიზანი საქართველოს დამალული მარგალიტების აღმოჩენა და მათი საზოგადოებისთვის გაცნობა იყო.

9J0A9964-1024x576.jpgდარიკო ჯვარიძე თავისი მომზადებული ტენილი ყველით მესხეთის სოფელ ჭობარეთში.
ფოტო: თორნიკე შენგელია

საქართველოს ულამაზეს კუთხეთაგან ამჯერად ოთხი შეირჩა და რაჭაში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში ოთხი „ტერაგიდი“ მიევლინა. მათი ამოცანა განსხვავებული მარშრუტების გავლა და მოკლე, შემეცნებითი გადაცემების მომზადება იყო, რომელთა საშუალებით მაყურებელი გავლილი მარშრუტების შესახებ ყველა საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას მიიღებდა.

„ტერაგიდობა“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა და მწერალმა გიორგი კეკელიძემ, „ბროლის ბუს“ მფლობელმა, მწერალმა დათო გორგილაძემ, მოგზაურმა ტელეწამყვანმა ნუცა გამცემლიძემ და იაპონელმა ქართველოლოგმა იასუჰირო კოჯიმამ ითავეს.

ნანახით თავადვე აღფრთოვანებული გიდები დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით მოუთხრობდნენ მაყურებელს უცხო ადგილების, კერძებისა თუ ღირსშესანიშნაობების შესახებ, რათა მოგზაურობის მოყვარულთ საინტერესო და შთაბეჭდილებებით აღსავსე ზაფხულის გატარებაში დახმარებოდნენ.

%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%A3%E1%
tylapebi-1024x576.jpg

(მარცხნივ) მაღალმთიანი აჭარა, საზაფხულო სოფელი ბეშუმი. ფოტო: თამი მორჩილაძე. (მარჯვნივ) მესხური ნუგბარი, თუთის თეთრი ტყლაპი სოფელ საროში. ფოტო: თორნიკე შენგელია

ტერაბანკში ამბობენ, „ჩვენი მოქალაქეები ხშირად საზღვარგარეთ მოგზაურობას ირჩევენ, თუმცა მათ საკუთარ ქვეყანაშიც არანაკლებ საინტერესო სანახაობები, ადამიანები და თავგადასავლები ელითო“. სწორედ ამიტომ არ დაიშურეს ძალ-ღონე პროექტის ავტორებმა განსაკუთრებული მარშრუტების დასაგეგმად, აღმოჩენების გამარტივებისა და გაზიარებისთვის კი Google-ის რუკაზე „ტერაგიდის“ პროფილიც შექმნეს. რუკის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მანამდე უცნობი ღირსშესანიშნაობები მონიშნონ, ფოტოები დაამატონ და საბოლოოდ ამ უცხო ადგილებით შედგენილი რუკა სხვა მოგზაურებსაც გაუზიარონ.

„ჩვენი სურვილი იყო, წვლილი შეგვეტანა ქართული ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერაში, რომელიც ახლა პანდემიის გამო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, – ამბობს ტერაბანკის მარკეტინგის მენეჯერი ანა მარგიანი, – ტურიზმის მხარდაჭერა ტერაბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს და კამპანია „მივდივართ საქართველოში“ სწორედ მისი ნაწილია“.

Screen-Shot-2020-08-26-at-3.16.35-PM-1-1

გიორგი კეკელიძე
ეს იყო მოგზაურობა, რომლის დროსაც შენი თვალების გარდა ათასი თვალი და ყური უნდა გამოგება – სხვების თვალ-ყური და მათ ნაცვლად მოგესმინა-გენახა, რომ შემდეგ სწორად გაგეზიარებინა სხვებისთვის. თვითონ რაჭაც ისეთი მრავალფეროვანი და ჯადოსნურია, გაიძულებს, ამბები ისე მოჰყვე, ყველასთვის გასაგები რომ იყოს. ეს გზა ჩემთვისაც აღმოჩენების აღმოჩნდა – ისევ გავივლი ახალი დაკვირვებით.

დავით გორგილაძე
ასეთი წასვლები, რომლებსაც საწყისი და საბოლოო წერტილი, გზად კი წერტილოვანი გაჩერებები აქვს, მოგზაურში უნებლიეთ აღძრავს ანტიკური თუ ლიტერატურული მოგზაურობების განცდას. მოელი, რომ გზად ფათერაკები გადაგხდება, დაუვიწყარ ადამიანებს შეხვდები და ამ გზის მნიშვნელოვან მგზავრად იქცევი. ჩემთვის ზემო აჭარიდან ზღვისპირეთში მოგზაურობა სწორედ ასეთი – შთაბეჭდილებებით აღსავსე – აღმოჩნდა.

იასუჰირო კოჯიმა
ვფიქრობ, მესხეთი შედარებით ნაკლებად პოპულარული მხარეა ტურისტებისთვის, მაგრამ იქ ბევრი უცნობი მარგალიტია დამალული. პირველად არ ვიყავი, თუმცა მაინც სულ ახალი აღმოჩენებით იყო სავსე ჩემი მარშრუტი. თმოგვის ციხეში მიმავალი ციცაბო ბილიკი, სოფელ საროდან დანახული დილის პანორამული ხედი, ტენილი ყველის გემო და ბევრი სხვა რამ არასოდეს დამავიწყდება.

ნუცა გამცემლიძე
მომეწონა ტერაბანკის იდეა, რომ საქართველოში შედარებით უცხო ადგილები მოგვეძებნა და ბევრი ადამიანისთვის გვეჩვენებინა. ვფიქრობ, საქართველო დიდი მრავალფეროვნების და დიდი აღმოჩენების ქვეყანაა. თუ იმოგზაურებთ, ნახავთ, რომ ყველა კუთხეს თავისი მახასიათებლები აქვს. ტერაბანკი თავის ამ პატარ-პატარა ვიდეოებით ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ამ ყველაფრის ლამაზად წარმოსაჩენად.

logo-1024x576.jpg

The post მივდივართ საქართველოში appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share