Jump to content
×
×
  • Create New...

ჩვენ უკან მოვიტოვებთ ამ გამანადგურებელ წელიწადს, მაგრამ საკითხავია, თუ როგორ? რა იქნება მომავლში?


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ახალი კორონავირუსი, SARS-CoV-2 თუ COVID-19 – უწოდეთ, რაც გინდათ, დაეპატრონა 2020 წელს, მასხრად აიგდო ჩვენი თავდაცვის სისტემა და სრულიად მოიცვა ჩვენი ცხოვრება. წარმოგიდგენთ ახალი პანდემიის ზეგავლენას მეცნიერებაზე, გარემოსა და სხვადასხვა კულტურაზე მთელ მსოფლიოში.

ამ წლის განმავლობაში ცენტრალურ იავაში კაცმა ბამბუკის ჯოხებით ზღუდე შეკრა, ვინილის ნატეხზე სიტყვა „კარანტინი“ წააწერა და სოფლის შესასვლელი ჩახერგა. დამკრძალავი ბიუროს ბელგიელმა თანამშრომელმა სამსახურში სიარული სახიფათო ნივთიერებებისგან დამცავ კოსტიუმში ჩაცმულმა დაიწყო. დეტროიტში ბავშვი თავის ტკივილს უჩიოდა, ერთი თვის შემდეგ კი მის დაკრძალვაზე, რომელზე დასწრების უფლებაც მხოლოდ 12 პირს ჰქონდა, გოგონას მშობლები ნიღბებაფარებულები გლოვობდნენ.

უმეტესობა ჩვენგანისთვის 2020 წლამდე სიტყვა „პანდემია“ ისტორიას, დისტოპიურ მხატვრულ ლიტერატურას ან ჰენიგის მსგავსი სამეცნიერო ჟურნალისტების გამაფრთხილებელ წიგნებს განეკუთვნებოდა. ახალი კორონავირუსის იმ ნამდვილ გლობალურ მოვლენად აღქმა და გაცნობიერება, რომლადაც ის იქცა, ძალიან რთულია.

ამ დაავადებაზე თუნდაც მხოლოდ მეცნიერული თვალსაზრისით თვალყურის დევნების მცდელობამ თვით გამოცდილ დამკვირვებელზეც კი შეიძლება დამთრგუნველად იმოქმედოს, როგორც ჰენიგი ამბობს: „მეცნიერებაზე ჩემნაირი გადარეულისთვისაც კი შემაშფოთებელი იყო [მეცნიერთა] კამათის, უთანხმოების, მოსაზრებების მკვეთრად შეცვლისა და შეხედულებების გადახედვისთვის თვალყურის დევნება. ვნატრობ ხოლმე, რომელიმე თეთრხალათიანი გმირი გამოხტებოდეს და ამ ვირუსს მოგვაშორებდეს“.

აქ თავმოყრილი ესეებისა და ფოტომასალისთვის პანდემიის მატიანის წოდება გადამეტებული იქნებოდა; მატიანე ისეთი რამაა, რომელსაც მომავლის გადასახედიდან უყურებ, მაგრამ როდის მივაღწევთ ამ მომავალს? ან როგორ? საით მივდივართ? და რამ შეგვცვალა ამ გამანადგურებელი წელიწადის განმავლობაში?

როდესაც ჰენიგი კორონავირუსულ მომავალში სამეცნიერო კვლევების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე ფიქრობს, ვაქცინის შექმნის სამუშაოს მეტისმეტი სისწრაფე აწუხებს, რომლის უდიდესი ნაწილი ჩვენ თვალწინ უპრეცედენტო გახსნილობის პირობებში ტარდება.

„ჩვენი გაუფილტრავი შეხედულება შეიძლება კარგი რამაც კი აღმოჩნდეს“, – წერს იგი, – „მეცნიერთათვის თვალყურის დევნება, რომლებიც თვითმფრინავით ფრენის დროს ცდილობენ მის აგებას, სამეცნიერო პროცესის ჩვენი თვალით დასანახად შეიძლება კარგიც კი იყოს“.

შეიძლება. ჩვენ, ადამიანები, მოთმინების არმქონე, საკუთარი თავით შეპყრობილი არსებები ვართ, რომელთაც დიდებული გმირობაცა და დაუჯერებელი სისულელეც ძალუძთ. როგორია ჩვენ მიერ ამ განსაცდელიდან გრძელვადიანი გამოსავლის პოვნის ალბათობა? – როგორც ჩანს, ჩვენი შანსი თვიდან თვემდე და დღიდან დღემდე მერყეობს.

სანამ ჩვენ კარანტინის ტერმინოლოგიასა და 20-წამიან ხელის ბანას ვეუფლებოდით, პლანეტის ტემპერატურა მატებას განაგრძობდა. პანდემიის თანმდევმა ოპტიმიზმმაც დაუბერა და აქედან ზოგიერთი რამ უდავოდ იმედისმომცემი იყო – პენჯაბელები, რომელთაც ათწლეულების განმავლობაში პირველად შეძლეს ჰიმალაის დანახვა, თუ ბანგკოკიდან და სან-პაულუდან მიღებული უფრო სუფთა ჰაერის ანგარიშები.

ერთი გამოგონილი ამბავი აღწერდა, თუ როგორ შეიჭრა ჩინეთის ერთ-ერთ სოფელში 14 სპილო და სიმინდის ღვინით დათვრა პანდემიის დროს.

რაღაც ხანი ისე ჩანდა, თითქოს 2020 წელს მთელი მსოფლიო გაშეშდა. დაცარიელებული გამზირები. დახურული კომერციული ობიექტები.
მაგრამ მათაც კი, ვისაც სახლში განმარტოების შესაძლებლობა ჰქონდა, შეეძლოთ დაენახათ, რომ სინამდვილეში არაფერი გაჩერებულა. სასწრაფო დახმარების მანქანები აქეთ-იქით დაქროდნენ, გადაუდებელი დახმარების კაბინეტებსა და ინტენსიური თერაპიის პალატებში გაცხოველებული მუშაობა მიდიოდა.

საცალო ვაჭრობის, სატრანსპორტო სფეროსა და მომსახურების სხვა დარგებში დასაქმებულ მუშაკებს სახლიდან მუშაობა არ შეუძლიათ, შესაბამისად, ისინი ალბათ ჩამოუვარდებიან მათ, ვისაც ამის საშუალება აქვს.

რობერტ კუნციგი თავის ესეიში წერს, რომ ჰაერის დაბინძურება უკვე ახალი ძალით გვიბრუნდება და წელს ციმბირის ტუნდრა გადაიწვა. „შეცვლის კი გრძელვადიანად COVID-19-ის გამოცდილება ამ პლანეტისადმი ჩვენეულ მოპყრობას? – კითხულობს კუნციგი, – რა მოხდებოდა, მსოფლიოს ეკონომიკა ბუნების მიერ დადგენილ საზღვრებში რომ იმართებოდეს?“

ამ გამანადგურებელმა წელიწადმა ზოგიერთი ჩვენგანი კიდევ უფრო უდრეკ უარმყოფელად გვაქცია. როგორც მწერალი ფილიპ მორისი და ამ გამოცემის სხვა ავტორები შეგვახსენებენ, წლევანდელმა წელმა ახალი მებრძოლებიც გამოაწრთო – ხალხი, რომელიც მზადაა, წყეული ნიღბები გაიკეთოს და გარშემომყოფთა წინამძღოლობის, ნუგეშისა და მათზე ზრუნვისთვის შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთოს.

„რა მოხდებოდა, რომ…“ და, ამგვარად, უსასრულოდ ცვალებადი სპეკულაციები იწყება – 2020 წელი კი შესაბამის პასუხებს იძლევა:

იმ მუშაკებს, რომლებმაც უცებ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანთა“ სტატუსი შეიძინეს, ტაშის ნაცვლად მეტი ანაზღაურება, უკეთესი დაცვის მექანიზმები და გარანტირებული სამედიცინო შეღავათები რომ მიეღოთ. ჩვენი თავისთვის რომ გვეიძულებინა, ინფიცირებულთა რაოდენობის გაგებისას არა პირადი საფრთხის გადაფასება განგვეგრძო, არამედ გაგვეცნობიერებინა ის არათანაზომიერი უბედურება, რომელიც პანდემიამ მოსახლეობას მოუტანა. ახლოდან რომ დაგვეთვალიერებინა მათი სახეები, ვინც COVID-19-ის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა.

ის ბავშვი დეტროიტში? მას სკაილარ ჰერბერტი ერქვა. მისი დედა პოლიციელია, მამა კი – მეხანძრე. ის ხუთი წლის იყო.

სინთია გორნი ხშირად თანამშრომლობს National Geographic-თან. მან 2020 წლის ივლისის გამოცემისთვის ადამიანთა სიახლოვისა და სოციალური დისტანცირების შესახებ დაწერა.

The post ჩვენ უკან მოვიტოვებთ ამ გამანადგურებელ წელიწადს, მაგრამ საკითხავია, თუ როგორ? რა იქნება მომავლში? appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share