Jump to content
×
×
  • Create New...

უჩვეულო განათება


Moor
 Share

Recommended Posts

დედამიწის პეიზაჟები გასაოცარი შეიძლება იყოს, თუმცა რუბენ ვუსთვის ეს არ არის საკმარისი – ფოტოგრაფის, ვიზუალური არტისტის და მუსიკის პროდიუსერის აღქმით ამ დიდებულ მთებს, მყინვარებსა და სანაპიროებს რაღაც აკლია, კერძოდ კი – არაბუნებრივი განათება.

ეს იდეა შეცდომიდან დაიბადა. როგორც კი ერთ ღამეს, კალიფორნიაში, სიკვდილის ველთან, უკუნეთ სიბნელეში „თაიმლეპსით“ კადრების გადასაღებად კამერა ჩართო, სატვირთო მანქანამ ჩამოიარა და ნათურების მკვეთრი განათებით მთელი კადრი გააფუჭა.

STOCK_P0002949_1.jpg ვუმ დრონები ისე დააპროგრამა, რომ იუტაში, იანტ-ფლეტის ქვიშაქვის წარმონაქმნების გარშემო წრეზე ეფრინათ. შემდეგ რამდენიმე ფოტო შეაერთა და ეს გამოსახულება მიიღო.

„თავიდან გავღიზიანდი, თუმცა კადრებს რომ დავხედე, მოვიხიბლე. ეს იყო არაბუნებრივი განათება ბუნებრივ გარემოში“, – ამბობს ვუ.

ფოტოგრაფმა დრონებით ისეთი ადგილები გაანათა, როგორებიცაა ტბები, კანიონები თუ უდაბნოს ქვიშაქვის სვეტები. შემდეგ მაღალი ექსპოზიციით გადაღებული რამდენიმე გამოსახულება ერთმანეთს დაადო, ზოგიერთ შემთხვევაში ოდნავ დაამუშავა კიდეც, რათა დრონი გაექრო და მხოლოდ განათება დაეტოვებინა.

STOCK_LN0438.jpg ჩრდილოეთ უელსში, მოელ-ტრიფანის კარიერის განათება მოითხოვდა დრონის შუქით მეთოდურ „მოხატვას“ კლდის კონტურების გამოსაკვეთად.
STOCK_P0001586.jpg ბოლივიაში, ედუარდო ავაროას ანდური ფაუნის ეროვნულ ნაკრძალში კლდის ფორმაციების გადასაღებად ვუმ სხვადასხვა ტიპის განათება გამოიყენა.

საბოლოოდ, უჩვეულო და არაამქვეყნიური პეიზაჟები მივიღეთ, რომლებიც მნახველს საგონებელში ჩააგდებს.
ვუ ფოტოებს აშშ-ში იღებს, თუმცა, მისივე თქმით, დედამიწაზე ნებისმიერი პეიზაჟის გადაღება შეიძლება ასე.
ვუს განზრახული აქვს, შექმნას ფოტოსერია, რომელიც დაგაფიქრებთ ხელოვნებასა თუ ბუნებაზე და უფრო შემოქმედებითად დაგანახებთ მას.

The post უჩვეულო განათება appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share