Jump to content
×
×
  • Create New...

სარაჯიშვილის პავილიონი


Recommended Posts

იმ დროისთვის საუკეთესო ტექნიკით აღჭურვილი ქარხანა ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე მუშაობდა და ფრანგი სპეციალისტების დახმარებით მაღალი ხარისხის ბრენდის აწარმოებდა. სარაჯიშვილის ფირმა ამავდროულად აერთიანებდა სარექტიფიკაციო, არყის, ლიქიორისა და კონიაკის ქარხნებსა და მრავალრიცხოვან საწყობებს საქართველოს, ევროპისა და რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქში. კონიაკის პარალელურად, სარაჯიშვილის ფირმა ორმოცდაათამდე სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლურ სასმელს უშვებდა და აზიის, რუსეთის იმპერიისა და ევროპის ბაზარზე წარმატებულ ექსპორტს ახორციელებდა.

1901 წელს, ტფილისში გამართულ სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის გამოფენაზე, უკვე სახელმოხვეჭილი მეწარმე საზოგადოების წინაშე საკუთარი კონიაკის ქარხნის პავილიონით წარდგა. სარაჯიშვილის პავილიონი, გამოფენაზე წარმოდგენილ 40-ზე მეტ კერძო პავილიონს შორის, შთამბეჭდავი მასშტაბითა და განსხვავებული გაფორმებით გამოირჩეოდა. მისი გეგმა თავად დავით სარაჯიშვილს, პროექტი კი ხუროთმოძღვარ სვიმონ კლდიაშვილს ეკუთვნოდა, ხოლო დეკორატიული რელიეფები იაკობ ნიკოლაძემ შეასრულა.

გამოფენის დასასრულს, ორგანიზატორებისა და გამგე კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, დავით სარაჯიშვილი კიდევ ერთი საპატიო დიპლომითა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა. მოგვიანებით, 1902 წელს, სპირტიანი სასმელების წარმოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მას „კომერციული მრჩევლის“ სტატუსი, ხოლო 1913 წელს მის ფირმას `რუსეთის საიმპერატორო კარის მიმწოდებლის“ წოდება მიენიჭა.

The post სარაჯიშვილის პავილიონი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share