ფორუმელი Moor Posted 12 ნოემბერი, 2020 Posted 12 ნოემბერი, 2020 პანდემიამ წლევანდელი „მუდიქი“ ჩაშალა – დიდი ინდონეზიური სადღესასწაულო მიგრაცია, რომლის დროსაც ქალაქის მოსახლეები სოფლებსა და რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებთან მიემგზავრებიან. ერთთვიანი მარხვა საზეიმოდ დასრულდებოდა თუ არა, ფოტოგრაფი მუჰამად ფადლი ყოველ წელს ცოლსა და შვილს საოჯახო ფურგონში სხამდა და დედაქალაქ ჯაკარტიდან გასასვლელ გადაჭედილ გზას დაადგებოდა ხოლმე. ფადლის მშობლიურ ქალაქამდე ჩასვლას ისინი 36 საათს ანდომებდნენ, მაგრამ იქ მუჰამადის დედ-მამა ეგულებოდათ. ფადლი დედისერთა გახლავთ. წელს, აპრილის ბოლოს, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა უკონტროლოდ მატულობდა და რამადანიც უკვე უნდა დაწყებულიყო, ინდონეზიის მთავრობამ პროვინციათა შორის მგზავრობის ექვსკვირიანი შეზღუდვა დააწესა, რომელიც გაზეთმა Jakarta Post „მუდიქის აკრძალვად“ შერაცხა. ქალაქში ჩარჩენილმა ფადლიმ მუშაობა გააგრძელა. თანაშემწე მანქანით დაატარებდა ხოლმე, ძირითადად დაცარიელებულ და დადუმებულ ქუჩებში, თუმცა ერთ დილას რომელიღაც შესახვევში მათ ხალხმრავლობა დახვდათ. გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა როგორც კი ხალხი იგებს, რომ ჯაკარტის ამა თუ იმ სამხედრო ბაზიდან უფასო საკვებსა და ნიღბებს არიგებენ, დისტანცირების წესები ყველას მყისიერად ავიწყდება. 273,5 მილიონი მცხოვრებით ინდონეზია რიგით მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი ეკონომიკა პანდემიის დაწყებამდე სწრაფად ვითარდებოდა და მეტწილად არაფორმალურ სექტორზეა დამოკიდებული – თვითდასაქმებულ პირებზე, რომლებსაც საკვებისა და საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად შემოსავლის ალტერნატიული წყარო თითქმის არ გააჩნიათ. საგზაო ნიშანი მიუთითებს პუნქტისკენ, სადაც COVID-19-ის ანტისხეულებზე სისხლის ნიმუშებს იღებენ. პანდემიის დასაწყისში ტესტირებას ინდონეზია მცირე რაოდენობით და უსისტემოდ ატარებდა. სოფელ პურვოდადის მკვიდრმა ეს ბარიერი ბამბუკის ჭოკებით ააგო და მრავალენოვანი აბრა მიამაგრა, რომლის თანახმადაც, გამონაკლისის სახით, ბრინჯის მინდვრებში მიმავალ ფერმერებს გზა ხსნილი აქვთ. კომერციულ ფრენებსა და საზღვაო მიმოსვლაზე დროებითი შეზღუდვა დაწესდა და იოგაკარტის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც წელიწადში 20 მილიონ მგზავრზეა გათვლილი, სრული უძრაობა გამეფებულა. მგზავრობაზე მთავრობის მიერ მკაცრი შეზღუდვა აპრილში გამოცხადდა, აეროპორტის ოფიციალური გახსნიდან ერთი თვის თავზე. გააზიარეთ ფოტო მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა როგორც კი ხალხი იგებს, რომ ჯაკარტის ამა თუ იმ სამხედრო ბაზიდან უფასო საკვებსა და ნიღბებს არიგებენ, დისტანცირების წესები ყველას მყისიერად ავიწყდება. 273,5 მილიონი მცხოვრებით ინდონეზია რიგით მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი ეკონომიკა პანდემიის დაწყებამდე სწრაფად ვითარდებოდა და მეტწილად არაფორმალურ სექტორზეა დამოკიდებული – თვითდასაქმებულ პირებზე, რომლებსაც საკვებისა და საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად შემოსავლის ალტერნატიული წყარო თითქმის არ გააჩნიათ. საგზაო ნიშანი მიუთითებს პუნქტისკენ, სადაც COVID-19-ის ანტისხეულებზე სისხლის ნიმუშებს იღებენ. პანდემიის დასაწყისში ტესტირებას ინდონეზია მცირე რაოდენობით და უსისტემოდ ატარებდა. სოფელ პურვოდადის მკვიდრმა ეს ბარიერი ბამბუკის ჭოკებით ააგო და მრავალენოვანი აბრა მიამაგრა, რომლის თანახმადაც, გამონაკლისის სახით, ბრინჯის მინდვრებში მიმავალ ფერმერებს გზა ხსნილი აქვთ. კომერციულ ფრენებსა და საზღვაო მიმოსვლაზე დროებითი შეზღუდვა დაწესდა და იოგაკარტის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც წელიწადში 20 მილიონ მგზავრზეა გათვლილი, სრული უძრაობა გამეფებულა. მგზავრობაზე მთავრობის მიერ მკაცრი შეზღუდვა აპრილში გამოცხადდა, აეროპორტის ოფიციალური გახსნიდან ერთი თვის თავზე. „გააჩერე“, – უთხრა თანაშემწეს ფადლიმ, სახეზე ნიღაბი გაისწორა და მანქანიდან გადავიდა. როდესაც იკითხა, თუ რა ხდებოდა, ხალხმა ზედაც არ შეხედა, ისე უპასუხა: Bantuan sosial – „სოციალური დახმარება“. ბრინჯს, ნიღბებსა და ფერმენტირებული სოიას ნამცხვრებს ჩაკეტილი ჭიშკრის მეორე მხრიდან სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცები არიგებდნენ. სამხედროები გაჰყვიროდნენ: Tolong sosial distancingnya! (დაიცავით სოციალური დისტანცია); სანამ დისტანციას არ დაიცავთ, არაფერს დაგირიგებთ!“ – მაგრამ ამაოდ. საჭიროება და შფოთვა ძლიერმოქმედი მოტივატორია, განსაკუთრებით – ბრბოში. სამხედროები დანებდნენ და ჭიშკარი შეაღეს, ფადლიმ კი ამ დროს მთელი სიცხადით შეიგრძნო თავისი ოჯახის მოკრძალებული კომფორტის მნიშვნელობა: საჭმელი მაინც არ აკლდათ. სამუშაო მაინც ჰქონდათ. ინდონეზიელები მგზავრობის შეზღუდვას უკვე არღვევდნენ, ვირუსიც არქიპელაგის სიგრძე-სიგანეზე ვრცელდებოდა, მაგრამ ფადლიმ იცოდა, რომ თავისი მშობლების სახლში სიმყუდროვე, სიმშვიდე და უსაფრთხოება დახვდებოდა. გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა მხატვარი სიგიტ პარვანტო პორტრეტის ნიმუშებს დაატარებს. პანდემიამდე ფულს იგი ტურისტებისგან მიღებული შეკვეთებით შოულობდა იავის პოპულარულ სანაპიროზე, პარანგტრიტისზე. ავიაკომპანია Batik Air-ის პილოტებს პანდემიამ მკვეთრად შეუმცირა საქმე. სურაქსო ვიდარსო იავის დაცარიელებული, წმინდა ადგილის მოვლას განაგრძობს. ეს სუმატრელი ახალგაზრდები დიდ ქალაქში, ჯაკარტაში იწყობდნენ ცხოვრებას, სანამ COVID-19-ის გამო სამსახურებს დაკარგავდნენ. ჯაკარტელი ექთნები მძღოლებს სისხლის ნიმუშებს მანქანაშივე უღებენ. გააზიარეთ ფოტო მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა მხატვარი სიგიტ პარვანტო პორტრეტის ნიმუშებს დაატარებს. პანდემიამდე ფულს იგი ტურისტებისგან მიღებული შეკვეთებით შოულობდა იავის პოპულარულ სანაპიროზე, პარანგტრიტისზე. ავიაკომპანია Batik Air-ის პილოტებს პანდემიამ მკვეთრად შეუმცირა საქმე. სურაქსო ვიდარსო იავის დაცარიელებული, წმინდა ადგილის მოვლას განაგრძობს. ეს სუმატრელი ახალგაზრდები დიდ ქალაქში, ჯაკარტაში იწყობდნენ ცხოვრებას, სანამ COVID-19-ის გამო სამსახურებს დაკარგავდნენ. ჯაკარტელი ექთნები მძღოლებს სისხლის ნიმუშებს მანქანაშივე უღებენ. რამადანის შემდგომი „ვიზიტი“ ფადლიმ ვიდეოზარით ჩაატარა: დედას არ ეცვა სადღესასწაულო სამოსი, არც ჰიჯაბი ეკეთა – ოჯახის წევრების თანდასწრებით თმის დაფარვა საჭირო არ არის, გვერდზე ფადლის მამა ეჯდა. ერთმანეთს ტრადიციის თანახმად მიმართეს: „გულწრფელად გთხოვ მომიტევო, რაც წარსულში დამიშავებია“ და ჩვეულებრივად განაგრძეს საუბარი. რეაგირება დაავადების აფეთქებაზეინდონეზიაში COVID-19-ის გავრცელება 2 მარტს დაიწყო, 54-ე დღეს დროებითი შეზღუდვა დაწესდა – აიკრძალა ქვეყნის მასშტაბით სამანქანო, საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა. მე-100 დღეს პანდემიით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1883 ადამიანს მიაღწია. The post ინდონეზია appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. View the full article Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა