Jump to content
×
×
  • Create New...

ზოგადი საუბრები საინტერესო საკითხებზე Vol 2.


Recommended Posts

  • ფორუმელი

@Seth აუ რა აფერისტი კაცია

ორი კვირის წინ აღმოვაჩინე რომ ნატოს წევრი ქვეყნებიც ყიდულობენ რუსეთისგან ენერგოპროდუქტებსო :lool: 

ტყუილი ტყუილი პაპიროსი პირში!

:lool: 

ასე ადგა და ომის დასრულების პასუხისმგებლობა სრულად აკიდა ევროპას. მე ვერ დავასრულეო მარა ამაში დამნაშავე ევროპელები არიანო :givi: 

11 minutes წინ, Seth said:

საერთოდ განსხვავებული მეორე ვადაა პირველისგან.

მომზადებულია :givi: 

12 minutes წინ, Seth said:

გაბსაკუთრებით, პრობლემა ექნებათ მაოს და ინდუსის ტარიფებზე. პირდაპირ ვარდენას თამაშს ითამაშებენ თუ დაადებენ. 

 

მე ეს ორი მაინტერესებს :givi: 

12 minutes წინ, Seth said:

პ.ს. ინდუსების ვიზების კრეკდაუნი დადო 3 დღის წინ და დღეს ამავე ინდუსების საგარეო და ფინანსთა მინისტრი არიან პოტომაკზე.

:lool:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
56 minutes წინ, Mulan said:

ასე ადგა და ომის დასრულების პასუხისმგებლობა სრულად აკიდა ევროპას. მე ვერ დავასრულეო მარა ამაში დამნაშავე ევროპელები არიანო

სენიორიტა, მთელი ამ ვაკხანალიის ამოსავალი წერტილი არის ის რომ ვარდენას სოფელი შლის არსებულ მსოფლიო წესრიგს. ნუ უნდა ყოველ შემთხვევაში.

თითქმის ყველა საერთ. ორგანიზაცია თავის დროზე შეიქმნა სოფლის ინტერესების გასატარებლად. იყენებდა კიდეც ახალი ჰეგემონი, ძველ ჰეგემონთან ერთად. შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, ბებრებმა სათავისოდ შეატრიალეს სიტუაცია, მინიმუმ მთლიანი გავლენა დააკარგინეს ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა გეერო :დ და მაგის განაყოფები. შესაბამისად, ეხლა მოვიდა დრო რომ ეხლა დაშალოს/მნიშვნელობა დაუკარგოს იმას, რაც თავის დროზე აწყობდა.

მაგას არც უკრაინა აინტერესებს და არც საქართველო. რაც აინტერესებს ესაა ევროპა, მაო, ინდუსი, ლოთი, გალფი, ისრაელი ანუ ევროპა როგორც ძირითადი მოთამაშე და ძირითადი ველურები. რატომ? იმიტომ რომ მისი ინტერპრეტაციით ამათი "დატანა" = ემერიქა ფირსთ ფოლისის. პრინციპში მართალიცაა.

ეს "დატანა" ბევრ რამეში გამოიხატება - ზოგს შეიძლება დილზე მოელაპარაკო, ზოგს ტარიფებით მოუგუდო ეკონომიკა, ზოგი იარაღით ამოტენო, ზოგი ერთმანეთს გადაკიდო და .აშ. რასაც აკეთებს კიდეც მეტ-ნაკლები წარმატებით. 

მაგრამ აქაც მთავარი არის ევროპა. დააკვირდით, ჯერ თავის იარაღის ყიდვაზე გადასვა, მერე ნატალიას 5% გატენა, მერე შოტლანდიაში +18, ეხლა რაც დარჩა ისიც თავის ენერჯიზე უნდა გადასვას, შემდეგი ალბათ ტექზე რეგულაციების მოხსნაზე იჩალიჩებს.

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan ეს ყველაფერი არის გეგმა, რისი დიდი ნაწილიც არც დაუმალავს წინასაარჩევნო კამპანიისას. რაც არ თქვა ის თქვეს ან დაწერეს მაგის უკან მდგომებმა. ის რაზეც წინა დღეებში ვისაუბრეთ.

რა გამოვა აქედან საბოლოო ჯამში ეგ გამოჩნდება, როგორც ასევე ვთქვით ბევრ რამეზეა დამოკიდებული (განსაკუთრებით შიგნით არსებულ სიტუაციაზე). ასევე ევროპაში შიგნით როგორ განვითარდება სიტუაცია იმაზე. მინიმუმ, შლიახტაში თუ კაჩინსკი დაბრუნდა 1.5 წელიწადში, ძალიან გაუჭირდება ევროპას ერთიანობის და შესაბამისად ვარდენასთან კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება. აღარ ვლაპარაკობ იმაზე თუ ბაყაყლენდში ცოფიანი მარინა გაპრეზიდენტდა. 

1 საათის წინ, Mulan said:

მე ეს ორი მაინტერესებს

მეც. იმჰო, ორივესთან მოლაპარაკება არ გამოვა. ერთ-ერთთან გამოვა მეორეს საპირისპიროდ. და ეს ერთ-ერთი, დიდი ალბათობით ინდუსი იქნება. მერე დარჩება მხოლოდ ლოთი, რის მოყომარების შემდეგაც მაოს ამბავი საბოლოოდ დასრულდება. ამიტომ, იმჰო, სანამ ა) ინდუსის ამბავი არ მოგვარდება და ბ) ევროპის ამბავი არ დასრულდება საბოლოოდ, მანამდე პაჭანიკების ომში სერიოზული ძვრა არ იქნება.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan

 ძალიან მაგარი ტვიტი დაგვაწია ამასობაში ვარდენამ :დ

მოკლე შინაარსი: ლოთს ეკონომიკურად დარხეული აქვს, პაჭაებმა შეიძლება თავისი ყველაფერი დაიბრუნონ, და ლოთების ნაწილიც წაიღონ თუ ევროპა მიეხმარება, მე იარაღს მოგყიდით, თქვენ იომეთ :lool:

მოკლედ, წავედი ეხლა მე, არაფერი დაამტვრიოთ, იმომეთ, თუ რამე გინდათ მომწერეთ და მოგყიდით, პრობლემა არ იქნება :lool:

პ.ს. მაგ ტვიტის ავტორს მაგარი იუმორის გრძნობა აქვს :lool:

Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, Seth said:

სენიორიტა, მთელი ამ ვაკხანალიის ამოსავალი წერტილი არის ის რომ ვარდენას სოფელი შლის არსებულ მსოფლიო წესრიგს. ნუ უნდა ყოველ შემთხვევაში.

 

ნელ-ნელა ქვის სატეხით არის მიმდგარი და გამოსდის კიდეც როგორც ჩანს. თუ რამე სასწაული არ გამოვარდა მოხდება ეგ ამბავი ხო?

10 საათის წინ, Seth said:

მაგრამ აქაც მთავარი არის ევროპა. დააკვირდით, ჯერ თავის იარაღის ყიდვაზე გადასვა, მერე ნატალიას 5% გატენა, მერე შოტლანდიაში +18, ეხლა რაც დარჩა ისიც თავის ენერჯიზე უნდა გადასვას, შემდეგი ალბათ ტექზე რეგულაციების მოხსნაზე იჩალიჩებს.

 

:lool:

 

დემებს ამის არც სურვილი და არც ტრაკი ქონდათ თუ რა რჯიდათ რომ ღლეობდნენ? 

საკუთარი თავების მტრები იყვნენ?

 

10 საათის წინ, Seth said:

აღარ ვლაპარაკობ იმაზე თუ ბაყაყლენდში ცოფიანი მარინა გაპრეზიდენტდა. 

ეგ ძნ წაადგება ევროპაში ცვლილებების უფრო დიდი ტალღის დაწყებას ხო ასეა?

10 საათის წინ, Seth said:

მეც. იმჰო, ორივესთან მოლაპარაკება არ გამოვა. ერთ-ერთთან გამოვა მეორეს საპირისპიროდ. და ეს ერთ-ერთი, დიდი ალბათობით ინდუსი იქნება. მერე დარჩება მხოლოდ ლოთი, რის მოყომარების შემდეგაც მაოს ამბავი საბოლოოდ დასრულდება. ამიტომ, იმჰო, სანამ ა) ინდუსის ამბავი არ მოგვარდება და ბ) ევროპის ამბავი არ დასრულდება საბოლოოდ, მანამდე პაჭანიკების ომში სერიოზული ძვრა არ იქნება.

:jump: 

რა საინტერესო ამბავია! ანუ მაო განწირულია დიდი ალბათობით!

ეჰჰჰ

10 საათის წინ, Seth said:

@Mulan

 ძალიან მაგარი ტვიტი დაგვაწია ამასობაში ვარდენამ :დ

მოკლე შინაარსი: ლოთს ეკონომიკურად დარხეული აქვს, პაჭაებმა შეიძლება თავისი ყველაფერი დაიბრუნონ, და ლოთების ნაწილიც წაიღონ თუ ევროპა მიეხმარება, მე იარაღს მოგყიდით, თქვენ იომეთ :lool:

მოკლედ, წავედი ეხლა მე, არაფერი დაამტვრიოთ, იმომეთ, თუ რამე გინდათ მომწერეთ და მოგყიდით, პრობლემა არ იქნება :lool:

პ.ს. მაგ ტვიტის ავტორს მაგარი იუმორის გრძნობა აქვს :lool:

ვნახე და ძნ ღადაობაა

მე მომწონს იუმორისტული გადახვევები საქმის კეთების პროცესში. რატო არა :lool: 

თავადაც იცის რომ ეს უბრალოდ მედიისთვის და მასისთვის საჯიჯგნი თემაა რომაა ხომ? :givi: 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ეჰჰჰ

RIP კლაუდია კარდინალე!

@Sethარ ვიცი კალატოზიშვილის წითელი კარავი ნანახი გაქვთ თუ არა მაგრამ საუნდტრეკი უბრალოდ გენიალურია, ზაცეპინი გენიოსი იყო! :love:

თან კომიკური ისტორია აქვს ამ ფილმს, საბჭოთა ვერსიისთვის ზაცეპინის საუნდტრეკებ ადევს და  დასავლეთში რაც აჩვენეს იმ ვარიანტს ენიო მორიკონესი, ამ დროს მორიკონეს საუნდრეკები ამ ფილმისთვის უსუსტესია! ყური თავისას ამბობს :givi: 

 

 

 

მოკლედ დავბერდი!

 

 

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Mulan said:

კალატოზიშვილის წითელი კარავი ნანახი გაქვთ თუ არა

არქ, არ მაქვს სენიორიტა.

1 საათის წინ, Mulan said:

მოკლედ დავბერდი!

დასტოვა წუწუნი :boli: 

:givi:

პ.ს. მეორე კლიპი და მუსიკა ქალი და მამაკაცის ვაიბებზეა :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Seth said:

პ.ს. მეორე კლიპი და მუსიკა ქალი და მამაკაცის ვაიბებზეა :დ

ერთი ფილმიდანაა უბრალოდ აკინძულია კოლაჟი და თან Un homme et une femme  -ზე ამბობთ ხომ? ეგეც 60- იანების ფილმია, 66 -შია გადაღებული და 69 -ში წითელი კარავი :givi: 

კლაუდია კარდინალე ვისკონტის  ლეოპარდში, როკო და მის ძმებში, საოჯახო პორტრეტი ინტერიერში (თუ სწორად ვთარგმნე)  თამაშობს, მისი მუზა იყო მოკლედ და ეპოქა ფაფუ მასთან ერთად :) 

 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share