Jump to content
×
×
  • Create New...

Euro 2024 - საქართველო ევროპაზე!


Recommended Posts

  • ფორუმელი

Le Parisien წერს თავის მხრივ, რომ „საოცარი თამაშის შემდეგ საქართველო აგრძელებს თავის ზღაპარს. ფიფას რეიტინგით 74-ე და ევროზე მონაწილე გუნდებს შორის აუტსაიდერი ერი, მერვედფინალში, კვირას, შეხვდება ესპანეთს. მანამდე, თბილისში ღამეები მოკლე იქნება. „ჯვაროსნები (les Croisés) ამ წარმატებას მხოლოდ სითამამესა და ხასიათის სიმტკიცეს არ უნდა უმადლოდნენ, რადგან მათი კონტრშეტევები განგმირავი იყო. კერძოდ, მარგალიტმა ხვიჩა კვარაცხელიამ საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა. „პარი სენ ჟერმენის“ დაინტერესების ობიექტმა მრავალგზის თავბრუ დაახვია პორტუგალიურ დაცვას და ორი მოკრძალებული მატჩის შემდეგ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია კონტინენტზე. ქართველების მიერ გამოჩენილი გიჟური ენთუზიაზმი, რომელიც აისახა მატჩის მიწურულს ჟორჟ მიქაუტაძის მიერ ჩატარებულ „ორმაგ ხიდში“ (ბურთის გატარება მცველის ფეხებს შორის), მიმდინარე ევროს ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საუცხოო მეკარე გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც წინა ორი მატჩის ნამდვილ გმირად მოგვევლინა, საოცრად მშვიდი საღამო გაატარა პორტუგალიელთა წყალობით“. დაბოლოს, Le Figaro-ს აზრით, „ქართველების გამარჯვება ვილი სანიოლის გამარჯვებაცაა. მისმა მოთამაშეებმა, რომლებიც ისეთ კლუბებში გამოდიან, როგორც „უოტფორდი“, „ლევანტე“, „გრაცი“, „კრაკოვი“, ანდაც „ნიქოზია“, დაამტკიცეს თავიანთი დონე თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან მატჩებში. მიმდინარე ტურნირის კონკიამ ამ საღამოს შოკში ჩააგდო პორტუგალიური სელესაო და სამოთხეში გააგზავნა თავისი ხმაურიანი ქომაგები, რომლებიც 3,7 მილიონიან ნაციას წარმოადგენენ“.

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Seth said:

:დ გაუხარდა :დ

ამასაც გამხარებია მუსიე სეტ 

რონალდოს ცოლი წუხელ

 

FB_IMG_1719479129170.jpg

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, kvipriane said:

ამასაც გამხარებია მუსიე სეტ 

რონალდოს ცოლი წუხელ

 

FB_IMG_1719479129170.jpg

დემნა გვასალიამ იკისრა ეს გველობა? :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, kvipriane said:

ამასაც გამხარებია მუსიე სეტ 

რონალდოს ცოლი წუხელ

 

FB_IMG_1719479129170.jpg

ეს მართალია თუ ღადაობენ სენიორ? :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Seth said:

ეს მართალია თუ ღადაობენ სენიორ? :დ

ღადაობენ როგორც სჩანს მუსიე სეტ :D

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, kvipriane said:

ღადაობენ როგორც სჩანს მუსიე სეტ :D

:rolf:

 

ვეღარ ვიგებ :დ ინტერნეტს დედა იმასვუქენით :დ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   220 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 220 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(3)