Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ეუროპაში ? სეზონი III


Recommended Posts

  • ფორუმელი
1 minute წინ, Freeman said:

ან ელისედაც ცოფიანი მარინა აიღებს, საჭირო მომენტში :boli:

აი ამის მეშინია მე პირადად :დ გადაგდებული ჯორჯია + ცოფიანი მარინა + ცოფიანი ვილდერსი + ანაგარიშგასაწევი ცოფიანები კიმბრლენდში :დ

 

ჯერ ბრიუსელს მიირთმევენ საუზმეზე, მერე რომელიმე საშუალო გეოპოლიტიკურ კერძს სადილზე და მერე ჩვენ მიგვაყოლებენ სნექად :user:

Share on other sites

  • მოდერატორი
ონლაინ, Seth said:

გადაგდებული ჯორჯია

აპასნია :დ

ონლაინ, Seth said:

ცოფიანი ვილდერსი

მშვენივრად იქცევიან ჯერ, ინიღბებიან ვითომ? :gigi:

+ ნარინჯისფერად გადაღებილი ცნობილი სახლი, პოტომაკზე :death:

Share on other sites

  • ფორუმელი

@Freeman

დაიძაბება ბებერ კონტინენტზე სენიორ, ჯორჯია აღმავალ ტალღაზეა, მარინაც და ვილდერსიც.

 

ჰოდა ამათი მოთვინიერება ეგრე ადვილი არ იქნება, კიდე გააჩნია ვინ ვის მოათვინიერებს :დ

Share on other sites

  • მოდერატორი
21 minutes წინ, Deutschland said:

ეკონომისტი

J_ViLeijjiK-QI.jpg

მმმაგარი ქავერია )) :up:

Share on other sites

  • ფორუმელი

ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ბლოკის ხელმძღვანელების კანდიდატურებზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირის ლიდერებმა, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ევროკომისიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნულ თანამდებობაზე მეორე, ხუთწლიანი ვადით წარადგინეს.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კანდიდატად დაასახელეს, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი,  ანტონიო კოსტა კი ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელად აირჩიეს. ანტონიო კოსტა ბელგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შარლ მიშელს ჩაანაცვლებს. კაია კალასი კი - ჯოზეფ ბორელის თანამდებობას დაიკავებს.

სამივე კანდიდატი ცენტრისტული, ევროკავშირის მომხრე ფრაქციებიდანაა, კერძოდ, ურსულა ფონ დერ ლეიენი მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP), ანტონიო კოსტა „სოციალისტია“, კაია კალასი კი - ლიბერალი.

ევროპარლამენტმა კანდიდატებს კენჭი მომავალ თვეში უნდა უყაროს.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share