Jump to content
×
×
  • Create New...

ვინაა თანახმა


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
16 minutes წინ, ASIA said:

თავზეც დავაყარე, შეიძლება არც უნდოდა,

უნდა )

16 minutes წინ, ASIA said:

ზრდა ნაჭრებს არ ჭირდება

ეს რას ნიშნავს?

Share on other sites

Posted (შესწორებული)
32 minutes წინ, Harrow said:

ეს რას ნიშნავს?

ანუ წვენი რომ შეიყენა დაფარა ქვედა ნაჭრები და ის ქვედა ნაჭრები საჭიროებს გასუფთავებას და თავიდან დამარილებას, თუმცა იმდენი მარილი აღარ უნდა, როგორც თავიდან. რათქმაუნდა ქვამარილით.

შემდეგ სუფთა ჭურჭელში რომ გადაიტან, პირველად ის ფენები უნდა ჩადო, რომელიც წინა ჭურჭელში თავზე ელაგა  და მშრალი იყო- ოდნავ სითხეს ისევ გაუშვებს და არცერთი ფენა არ გამოშრება. მეორედ სითხე იქნება ძალიან ცოტა და არც ფუჭდება.

 

მამაჩემი ამბობდა ხოლმე, რომ მარილი არასოდეს არ არის ზედმეტი როცა ასე ხორცს ინახავო.

Edited by ASIA
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, ASIA said:

მართლაც .... მატრაკვეცა თბილისელებმა დაანგრიეს - ერთ ადგილზე ბზარი გაუჩნდა, ხოდა შეკეთების ნაცვლად დაანგრიეს, არადა ქვებს შორის ალიზი გამოიყარა სავარაუდოდ დაზიანებული კრამიტების გამო წყალი ჩამოდიოდა, ხოდა დამინგრიეს ჩემი ლამაზი პაწია სახლი ...დედაჩემის დედის ოჯახში იყო და მე რა უფლება მქონდა  . . . რომ შეხედავდი პატარა უგუმბათო ეკლესიას გავდა . . . საუკუნეზე ბევრად მეტის იყო როცა დაანგრიეს . . . წამოჭიმეს რკინაბეტონის უშველებელი მახინა და  . . .

აუ აბა. ესეთი რამე რო მქონდეს სოფელში ხელს არ მოვაკიდებინებდი რამეს.

ის კი არა სახლს არ ვანგრევინებ მამაჩემს ხის სახლია არადა.

 

1 საათის წინ, ASIA said:

 @Harrow

 

ახლა ვკითხე დედას - როგორც დაიკვლება ღორი, ეგერევე ცხელს დასერავენ და ბლომად ქვამარილით ამოავსებენ დასერილ ადგილებს. მოკლედ მარილის საფარშია გახვეული ხორცი მლიანად. ჩაალაგებენ რამდენიმე კვირა დახურულ ჭურჭელში, რომ თავისივე წვენი გაუშვას. ბლომად წვენი რომ შეუდგება, ამოიღებენ და მარილწყლით ჩამორეცხავენ და გააშრობენ, ამის შემდეგ ისევ ამარილებენ ცოტათი, ჩაალაგებენ ჭურჭელში და ასევე ქვამარილით გაკეთებულ მარილიან წათხს დაასხამენ - წათხისთვის წყალი უნდა მოდურდეს და მდუღარეშივე იყრება ქვამარილი, ისე, რომ  კარგა მლაშე იყოს წათხი, მერე აცივებენ წათხს და ცივს ასხამენ. ხორცმა ტივტივი რომ არ დაიწყოს, გარცხილ -მარილწყლიდ დამუშავებული რიყის ქვები უნდა დაალაგო ზემოდან. არანაირი სუნელები არ უნდა და არც დაფნაო.

წათხში შენახული იმდენხანს არ ინახება, როგორც მარილში შენახული. შეიძლება ამოკიდო და გამშრალი ხორცი იქნება.

 

ჩვენ სახლში ცოტა სხვანაირად ვაკეთებთ- წათხის ნაცვლად ისევ ვამარილებთ და საუკეტესოა. ანუ შეყენებულ სითხეს მოვაშორებთ, გავასუტავებთ და ისევ ვამარილებთ. ზაფხულში არის საუკეთესო.

ხორცი დიდხანს არ უნდა გააჩერო თავისავე გაშვებულ წვენში - ოდნავ თბილი ამინდიც კი ცუდად მოქმედებს და უსიამოვნოა სუნიც და გემოც .

ვენთანაც ასე შვებიან სენიორა ოღონდ სუნელებს და დაფნას უშვებიან.

და წათხში ინახავენ რამდენიც გნდათ. ოღონდ ჩვენ ადრე პადვალი გვქონდა მიწის ქვეშ და იქ ლედნიკის ყინულს რო ჩაიტანდი თვენახევარი არ დნებოდა ბოლომდე.

 

58 minutes წინ, Harrow said:

@ASIA

ეს ვერ გავიგე სენიორა

ზაფხულშია საუკეთესო რას ნიშნავს?

 

ტექნიკა რაც აღწერეთ იმეორებს რაც მინახავას იტალიური რეცეპტები , პრინციპში ეგაა რა კი,

დღეეების რაოდენობაა დასაზუსტებელი ხორცის მასაზე რამდენი დღე სითხის გამოსადევნად რამდენი გამოსაშრობად და ბოლოს რამდენი უნდა დაიკლოს კარგად გამოყვანილმა ხორცმა პირვანდელი მასიდან.

 

 

იტალიური რეცეპტის პონტია, პროშუტო გაგახსენდათ ხო თქვენც?

45 minutes წინ, ფორთოხალი said:

საარყე ქვაბთანაც :yeah:

ამას რეები ცოდნია :D

Edited by t-90
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

24 minutes წინ, t-90 said:

და წათხში ინახავენ რამდენიც გნდათ.

მამას ქონდა ცუდი გამოცდილება წათხთან და მარტო მარილს ხმარობდა.

ჩვენსკენ ყველა მარილით აკეთებს - წათხით იშვიათად. ადრე ეტყობა ორივე მეთოდს იყენებდნენ.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, ASIA said:

მამას ქონდა ცუდი გამოცდილება წათხთან და მარტო მარილს ხმარობდა.

ჩვენსკენ ყველა მარილით აკეთებს - წათხით იშვიათად. ადრე ეტყობა ორივე მეთოდს იყენებდნენ.

ხო არ ვიცი სენიორა.

ჩემთან ოჯახში 90იანებში ინახავდნენ წათხში ყოველგვარი მაცივრის გარეშე. მამაჩემმა გააძრო ნახევარი ღორი ერთხელ საიდანღაც და მთელი ზამთარი ვჭამეთ ეგ ღორი.

@Harrow

Brine არის ეგ ინგლისურად. ფრიად ხშირად იყენებენ.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

@Harrow კი ბატონო.

ოღონდ იქ შაქარსაც უსვებიან და ეგ მთლად აი არაა.

თან მაგდენი შაქარი სადაა. :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

24 minutes წინ, t-90 said:

მთელი ზამთარი ვჭამეთ ეგ ღორი.

კი ზამთარში ინახება, მაგრამ მარტის დადგომისთანავე უნდა შეუცვალო ან ამოკიდო.

მარილში შენახული ერთი წელიც თავისუფლად ინახება.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share