Jump to content
×
×
  • Create New...

ისტორია


რედაქცია
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

დღეს ნახევარი დღე ჩავთვალე , რომ მხოლოდ იმისთვის დავკარგე რომ მომესმინა ეს მეტად მნიშვნელოვანი სიტყვები - ყველაფერი დავიწყებას ეძლევა, გარდა მნიშვნელოვანი მოვლენებისა - რატომ არ გადაიღე ფოტოები?

და მე ამ დრს გამისწორდა რაღაცნაირად, რომ არსებობს ჩემნაირი ვიდაც მაგრად კიდია ფოტოები და ამ დროს თან სევდაც მოვიდა - რა კარგი იქნებოდა მქონიდა ფოტოები 

მაგრამ ყველაფერს წარსულში ვტოვებ ერთი შეხედვით, თუმცა ის მუდამ ჩემთან არის , ანუ თავს ვატყუებ :spy:

ვგულისხმობ იმას, რომ ვერ გავექეცი სინამდვილეშიზ რადგან წარსულის გავლენაა  თითქმის ყველა ფიქრი და მდგომარეობა  :spy:

:erfiro: vibazre

Share on other sites

59 minutes წინ, რედაქცია said:

:erfiro: vibazre

კარგია :fofo:

რაც დრო გავა, უფრო დამაფასებ და მიხვდები ამა სოფლის ამაოებას - ასოებში ჩახლართულ-ამოჩუქურთმებულს :hi:

1 საათის წინ, რედაქცია said:

რატომ არ გადაიღე ფოტოები?

ერთადერთი ფოტო გვაქვს მე და მამას. 

წლები ვეძებდი და დღეს ვიპოვე, ვინდოუსი რომ დავაბრუნე... 

ნეტა მეტი მქონოდა ;( 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, X_Ray said:

ერთადერთი ფოტო გვაქვს მე და მამას. 

წლები ვეძებდი და დღეს ვიპოვე, ვინდოუსი რომ დავაბრუნე... 

ნეტა მეტი მქონოდა ;( 

:(

 

რატომ არ შემიძლია მამასთან სიყვარულის გამოხატვა მაგაზე ვფიქრობ ხოლმე

მაგრამ მაინ მაინც იცის, რომ ძალიან მიყვარს

Share on other sites

შენ არ გემახსოვრება და ადრე იყო ეგეთი რუბრიკა - შეჩერდი წამო! 

ლამაზ ფოტოებს ეძღვნებოდა...

ერთი შეხედვით ანტაგონიზმს ჰგავს, მაგრამ მგონია - ფოტოს უფრო მეტი სული აქვს, ვიდრე ვიდეოს :painting:

Share on other sites

9 minutes წინ, რედაქცია said:

რატომ არ შემიძლია მამასთან სიყვარულის გამოხატვა მაგაზე ვფიქრობ ხოლმე

არ ვიცი :(  

მიფიქრია მაგაზე, მაგრამ ჩამოყალიბებულ აზრამდე ვერ მივსულვარ ჯერაც...

იმის მეათასედი რომ მესაუბრა, რასაც გასვლის მერე ვესაუბრები, ცოცხალი იქნებოდა დღესაც...

როგორ ვთქვა... მამა მოცემულობა იყო, აქსიომა...

სამყაროს უთვალავ უცნობიან განტოლებაში ერთადერთი უბრალო რიცხვი...

თვალი რომ გავახილე ის უკვე იყო...

ლამაზი, მაღალი, ახოვანი, ოდნავ დამცინავი ღიმილით...

ერთს თუ არ ჩავთვლით, არაფერი რომ არ მითხოვია არასდროს, მაგრამ თვითონ იცოდა ყოველთვის რა მინდოდა და ხელს მაშველებდა...

მეგონა, ვალი იყო მისი. ასეც უნდა ყოფილიყო და მეც ურცხვად ვეფარებოდი მის ჩრდილს...

არადა, იქნებ როგორ უნდოდა ერთხელ მაინც მოესმინა  - მა, მე შენ უზომოდ მიყვარხარ  :fofo:

ეჰჰ...

ვიღაც სხვის შვილებს სიყვარულს ვუხსნით და საკუთარი სითბოს ტაძარი უმრევლოდ გვრჩება ;( 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   337 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 336 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • Googlebot(4)