X_Ray Posted 19 სექტემბერი, 2023 Author Posted 19 სექტემბერი, 2023 (შესწორებული) 11 minutes წინ, marguerite said: @X_Ray ნწუ ფორუმზე პოსტავდა და ვკითხულობდი მაშინ პატარა ბიჭი იყო, ფორუმზე რომ პოსტავდა... შენ სულ თოთო იქნებოდი... მეორე კურსელი... მე საშა მიყვარს... 💓 ჩემნაირად ფიქრობს და წერს ნიკოლო...ერთ დღესაც, სიკვდილს რომ გადავწყვეტ — იყოს ვივალდი და თებერვალი მარტს უცვლიდეს ყინვის ტიარებს, რატომაც არა, გავიხსენებ ძილად მივარდნილ სიმშვიდეს, როგორც ტკივილების მემატიანეს. ვივალდი ღამით და ბავშვივით ქერა ლილია, შენი ჩრდილი რომ შემოჭირხლულ სარკმელში ატანს და ვიდრე მინა ერთი სუნთქვით დაორთქლილია, მეც, ერთი თითით, ერთი სახის ვისწავლი ხატვას. ვარ დაგესლილი ვიოლინო, ქარის თარეშით, ჩემი ნერვები ვერ უძლებენ პიჩიკატოებს, წყდებიან, ისევ, ისევ, ისევ სიტყვის გარეშე და ვიდრე სულ არ გაჩუმდები ვინ მიგატოვებს. ვარ ჩემი თავის ბედისწერა და განაჩენი, უცოდვილესი მათხოვარი და ღვთისმოსავიც, ვიდრეღა შევძლებ, შეშლილივით ვუკრავ დარჩენილ ერთადერთ ნერვზე — პაგანინი ნიკოლოსავით... და ვუკრავ, როგორც ტკივილების მარტიროლოგი, იყოს ვივალდი, სიკვდილამდე იყოს გალეშვით, თებერვლის კვნესა, მარტის სცენა და მონოლოგი, ერთადერთ სახით, ერთი ნერვით, სიტყვის გარეშე... Edited 19 სექტემბერი, 2023 by X_Ray Share on other sites More sharing options...
X_Ray Posted 21 სექტემბერი, 2023 Author Posted 21 სექტემბერი, 2023 ლადოსი მეგონა და ვინცხა ტარიელასი ყოფილა... ეგდოს აქ... ვალი მაგისი არა მაქვს და არაფერი... სიცოცხლე უნდა ქარიშხალს ჰგავდეს, მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი, მტერიცა გყავდეს, მოყვარეც გყავდეს, მაგრამ არც ერთთან სჭამო სირცხვილი! სიცოცხლე უნდა სიმღერას ჰგავდეს, სანამდის გული შეწყვეტდეს ფეთქვას, და თუ ცხოვრებას ვერ გაუმკლავდი მაინც უნდა თქვა, რაც უნდა გეთქვა! სიცოცხლე უნდა მადლობა იყოს, ღვთისადმი შენგან კრძალვით მიძღვნილი, ისე ლამაზად უნდა იცხოვრო, მზის ჩასვლას უნდა ჰგავდეს სიკვდილი! არწივი მუდამ სიმაღლეს ეძებს, ამაყი კაციც სიმაღლით ფასობს. ჭკვიანი ცხენი არ ირტყამს დეზებს, მათრახს ის ირტყამს, ვინც არაკაცობს! Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა