Jump to content
×
×
  • Create New...

რითმაში გაელვება


X_Ray
 Share

Recommended Posts

ადმინთან ძიძგილაობაში, ერთ მივიწყებულ ფორუმს წავაწყდი, სადაც ეს მქონია მოპარული :) 

თქვენც დადეთ საკაიფო რამეები, რასაც იპოვით... :fofo:

 

არის წერტილი, რომ დაგისვეს
და იმის იქით,
არ შეგიყვარეს, გაიცინე,
მოკვდი — თუ გინდა,
კვამლად იქცევი, თამბაქოთი
დატენილ ფიქრით
და არაყს ისხამ, მაწანწალა
ღამის უბიდან.
ბროდსკისეული ეპიგრაფით
— ,,полегче мыслить..!"
— სიკვდილით სავსე წუთებიან
საათებს ათევ,
ივსება სახლი სიჩუმით
და მოლურჯო ნისლით,
და შენ იცლები, ვიდრე ცისკარს
აანთებს მნათე.
ქარებმა, ქუჩის ხულიგნებმა
და ავარებმა,
შეუბუმბლავი ხეივნები
წვიმით დარაზმეს
და რასაც ვწერდი... და ფილტვების
გადაგვარებას,
ჯანდაბას, ერქვას, გინდა ლექსი,
გინდაც — მარაზმი.
არ იტყვი — კვდები, ან, მოგკლავენ,
სიტყვები თუ თქვი,
თებერვალია, აპრილამდე
იწვიმებს ქეძაფს,
როგორ გჭირდება, გაგონება
ვიღაცის სუნთქვის
და პურის ფულით, უიაფესს,
ყიდულობ მეძავს...
რომელსაც, ახლოს, ევნუხივით,
არ ეკარები.
(იდგნენ წვიმაში, წერტილები
— და ეს გოგონაც...)
დააძინებ და გარეთ, თუნდაც
ყეფდნენ ქარები,
ოღონდ სუნთქავდეს, ვიღაც გვერდით
გყავდეს, ოღონდაც..!
და მერე, ღამე, სიგარეტის
კოლოფებს მიცლის,
მეძავს, სადედო მკერდი უჩანს
ღია უბიდან...
ეე, ბროდსკის დედაც...
რას მიქვია — ,,полегче мыслить..!"
არ შეგიყვარებს, წერტილია...
მოკვდი თუ გინდა...

Share on other sites

ასწორებს არქეოლოგობა, რას აღარ წააწყდები. ავტორ, იზვინი :)

 

ტაროსის ლაშქარი  დარკვეთს გადმოადგა.
ღამე იფერფლება ნაცრისფერ ბინდებში.
რას მესაყვედურები? განა რა ვალი მაქვს?
ტყვიისფერ ღრუბლებში მრუმედ ირეკლები.
მალე აქაც დაცხებს, წვიმა უსაშველო.
ანთებულ სიგარეტს დაალბობს ველივით.
მე მაინც პატარა ბავშვივით მიყვარხარ...
საშველი არაა, გამჭეჭყეთ გველივით.
ცის ცრემლებს, ალმასად ღაწვებზე დავიბნევ.
და წასვლას სულც რომ არ შევეკითხები,
რომ მიპასუხებენ, საით დამეკარგე,
მერე დავფიქრდები, შევწვა თუ ვანანო...
რა კაი რითმაში ჯდება ეს  სახელი...
და ამ დროს შენ უკვე ხელიდან წახვედი!

Share on other sites

ბოლო ჭიქაც და გზა მონახეს
ჩემმა გიჟებმა,
ნიავმა, თოკზე გაფენილი
კაბა ჩაიცვა,
მკლავებგაშლილი,
საცეკვაოდ მეპატიჟება.
თვალით ვაცილებ, ოდნავ მოხრილ,
მშობლიურ ზურგებს,
ბებერ თავებში სიყმაწვილე
ისევ რომ უქრით,
ვდგავარ, ვეწევი ძველ თამბაქოს,
მწარეს და ურგებს,
ვგრძნობ, სადღაც სხვაგან,
ჩემი ქვაბი ივსება კუპრით.
Share on other sites

  • ფორუმელი

@X_Ray

რეჟისორის ლექსები იცი?

 

მე და შენ -  სამყაროს პატარა რგოლები,
პლიუსი, მინუსი,  ოქტავა მინორზე...
მთავრდება ძველი, და  ახალი როლები
იწყებენ ფორიაქს ცხოვრების მინდორზე...
გაქცევა?! საიდან? ან სულაც სადამდე?
ფიქრები ერთია - მთვრალი და შეშლილი,
დილა ხომ ისედაც მაშიშვლებს ვადამდე
და აღარც ღმერთია რაიმეს შემცვლელი...
მოდი და მითხარი  რომ ახლა ყველაფერს
ვამსხვრევ და ვატოვებ გამოვლილ პანდუსებს.
ხო, მოდი მითხარი, რომ ისევ მთვრალი ვარ,
დღეს მაინც ავიტან სიცილს და დატუქსვებს,
და ისევ ისეთი უცვლელი დოზებით,
ტკივილს გავიყუჩებ სარდაფში სირჩებით,
ისევ გათოვებად დავუცდი სიგიჟეს,
და ალბათ დილასაც შევხვდები გინებით,
რომ მერე არ იყოს ისევ საფიქრალი -
ვიღაცის თვალებში ნაპოვნი სიმშვიდე,
ნაწყვეტი სუნთქვების ფიქრებად ფრიალი,
დარდი და... საშინლად უაზრო სიშიშვლე...
მოდი და მითხარი, რომ არ ვართ მე და შენ -
სამყაროს საოცრად პატარა რგოლები,
პლიუსი, მინუსი, ოქტავა მინორზე...
მთავრდება ძველი, და … ახალი როლები
იწყებენ ფორიაქს ცხოვრების მინდორზე...

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

On 9/10/2023 at 10:30 PM, marguerite said:

რეჟისორის ლექსები იცი?

კაი კითხვით :) 

 

 

ჰერცოგის ცოლი ღრუბლიან ღამით,
მხატვარს ართობდა შიშველი ტანით.
მხატვარიც წყნარად, მოიარებით,
მის ლამაზ ნაკვთებს ანდობდა ფუნჯებს...
ასე ყოფილა,  იქნება კიდეც,
მოკვდავი ვერც როს, იგემებს მუზას…
მოხეტიალე ჰოლანდიელიც, 
ვეღარასოდეს ჩაუშვებს  ღუზას.
თავისუფლება, ზღვის სივრცეები,
მე ჩემს გემბანზე გპატიჟებთ ყველას.
მარადისობის სანახებიდან,
გიჟები არც ვის, არა ვთხოვთ შველას.
ჩემი ფრანსისკო, მოდილიანი,
გალაკტიონი ფანჯრის რაფაზე…
გედის სიმღერა ლამაზ კრუიზში,
რა უნდა იყოს კარგი ამაზე?!

 

73 Маха обнажённая

 

Share on other sites

წვიმს,

რა სჯობს უაზრო წანწალს...

როცა ამ ქვეყნად არაფრის

არ გწამს...

არც ცისფერ თვალებზე ფიქრობ და

არც შავზე...

არც უკვდავების

წყაროზე დამშრალზე... 

 

 

Share on other sites

On 9/10/2023 at 10:30 PM, marguerite said:

რეჟისორის ლექსები იცი?

შენც გიკითხავდა? :fofo:

მე ვპარავ ხოლმე რო თრება... :)

მეორე დღეს მაინც არ ახსოვს, თვითონ დაწერა თუ მე მოვუყევი სიზმარში :achkipa:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@X_Ray

ნწუ

ფორუმზე პოსტავდა და ვკითხულობდი

ბევრიც ზეპირად მხსომებია

Edited by marguerite

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share