X_Ray Posted 7 სექტემბერი, 2023 Posted 7 სექტემბერი, 2023 ადმინთან ძიძგილაობაში, ერთ მივიწყებულ ფორუმს წავაწყდი, სადაც ეს მქონია მოპარული თქვენც დადეთ საკაიფო რამეები, რასაც იპოვით... არის წერტილი, რომ დაგისვესდა იმის იქით,არ შეგიყვარეს, გაიცინე,მოკვდი — თუ გინდა,კვამლად იქცევი, თამბაქოთიდატენილ ფიქრითდა არაყს ისხამ, მაწანწალაღამის უბიდან.ბროდსკისეული ეპიგრაფით— ,,полегче мыслить..!"— სიკვდილით სავსე წუთებიანსაათებს ათევ,ივსება სახლი სიჩუმითდა მოლურჯო ნისლით,და შენ იცლები, ვიდრე ცისკარსაანთებს მნათე.ქარებმა, ქუჩის ხულიგნებმადა ავარებმა,შეუბუმბლავი ხეივნებიწვიმით დარაზმესდა რასაც ვწერდი... და ფილტვებისგადაგვარებას,ჯანდაბას, ერქვას, გინდა ლექსი,გინდაც — მარაზმი.არ იტყვი — კვდები, ან, მოგკლავენ,სიტყვები თუ თქვი,თებერვალია, აპრილამდეიწვიმებს ქეძაფს,როგორ გჭირდება, გაგონებავიღაცის სუნთქვისდა პურის ფულით, უიაფესს,ყიდულობ მეძავს...რომელსაც, ახლოს, ევნუხივით,არ ეკარები.(იდგნენ წვიმაში, წერტილები— და ეს გოგონაც...)დააძინებ და გარეთ, თუნდაცყეფდნენ ქარები,ოღონდ სუნთქავდეს, ვიღაც გვერდითგყავდეს, ოღონდაც..!და მერე, ღამე, სიგარეტისკოლოფებს მიცლის,მეძავს, სადედო მკერდი უჩანსღია უბიდან...ეე, ბროდსკის დედაც...რას მიქვია — ,,полегче мыслить..!"არ შეგიყვარებს, წერტილია...მოკვდი თუ გინდა... 1 Share on other sites More sharing options...
X_Ray Posted 9 სექტემბერი, 2023 Author Posted 9 სექტემბერი, 2023 ასწორებს არქეოლოგობა, რას აღარ წააწყდები. ავტორ, იზვინი ტაროსის ლაშქარი დარკვეთს გადმოადგა. ღამე იფერფლება ნაცრისფერ ბინდებში. რას მესაყვედურები? განა რა ვალი მაქვს? ტყვიისფერ ღრუბლებში მრუმედ ირეკლები. მალე აქაც დაცხებს, წვიმა უსაშველო. ანთებულ სიგარეტს დაალბობს ველივით. მე მაინც პატარა ბავშვივით მიყვარხარ... საშველი არაა, გამჭეჭყეთ გველივით. ცის ცრემლებს, ალმასად ღაწვებზე დავიბნევ. და წასვლას სულც რომ არ შევეკითხები, რომ მიპასუხებენ, საით დამეკარგე, მერე დავფიქრდები, შევწვა თუ ვანანო... რა კაი რითმაში ჯდება ეს სახელი... და ამ დროს შენ უკვე ხელიდან წახვედი! Share on other sites More sharing options...
X_Ray Posted 10 სექტემბერი, 2023 Author Posted 10 სექტემბერი, 2023 ბოლო ჭიქაც და გზა მონახეს ჩემმა გიჟებმა, ნიავმა, თოკზე გაფენილი კაბა ჩაიცვა, მკლავებგაშლილი, საცეკვაოდ მეპატიჟება. თვალით ვაცილებ, ოდნავ მოხრილ, მშობლიურ ზურგებს, ბებერ თავებში სიყმაწვილე ისევ რომ უქრით, ვდგავარ, ვეწევი ძველ თამბაქოს, მწარეს და ურგებს, ვგრძნობ, სადღაც სხვაგან, ჩემი ქვაბი ივსება კუპრით. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 10 სექტემბერი, 2023 Posted 10 სექტემბერი, 2023 @X_Ray რეჟისორის ლექსები იცი? მე და შენ - სამყაროს პატარა რგოლები, პლიუსი, მინუსი, ოქტავა მინორზე... მთავრდება ძველი, და ახალი როლები იწყებენ ფორიაქს ცხოვრების მინდორზე... გაქცევა?! საიდან? ან სულაც სადამდე? ფიქრები ერთია - მთვრალი და შეშლილი, დილა ხომ ისედაც მაშიშვლებს ვადამდე და აღარც ღმერთია რაიმეს შემცვლელი... მოდი და მითხარი რომ ახლა ყველაფერს ვამსხვრევ და ვატოვებ გამოვლილ პანდუსებს. ხო, მოდი მითხარი, რომ ისევ მთვრალი ვარ, დღეს მაინც ავიტან სიცილს და დატუქსვებს, და ისევ ისეთი უცვლელი დოზებით, ტკივილს გავიყუჩებ სარდაფში სირჩებით, ისევ გათოვებად დავუცდი სიგიჟეს, და ალბათ დილასაც შევხვდები გინებით, რომ მერე არ იყოს ისევ საფიქრალი - ვიღაცის თვალებში ნაპოვნი სიმშვიდე, ნაწყვეტი სუნთქვების ფიქრებად ფრიალი, დარდი და... საშინლად უაზრო სიშიშვლე... მოდი და მითხარი, რომ არ ვართ მე და შენ - სამყაროს საოცრად პატარა რგოლები, პლიუსი, მინუსი, ოქტავა მინორზე... მთავრდება ძველი, და … ახალი როლები იწყებენ ფორიაქს ცხოვრების მინდორზე... ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
X_Ray Posted 14 სექტემბერი, 2023 Author Posted 14 სექტემბერი, 2023 On 9/10/2023 at 10:30 PM, marguerite said: რეჟისორის ლექსები იცი? კაი კითხვით ჰერცოგის ცოლი ღრუბლიან ღამით, მხატვარს ართობდა შიშველი ტანით. მხატვარიც წყნარად, მოიარებით, მის ლამაზ ნაკვთებს ანდობდა ფუნჯებს... ასე ყოფილა, იქნება კიდეც, მოკვდავი ვერც როს, იგემებს მუზას… მოხეტიალე ჰოლანდიელიც, ვეღარასოდეს ჩაუშვებს ღუზას. თავისუფლება, ზღვის სივრცეები, მე ჩემს გემბანზე გპატიჟებთ ყველას. მარადისობის სანახებიდან, გიჟები არც ვის, არა ვთხოვთ შველას. ჩემი ფრანსისკო, მოდილიანი, გალაკტიონი ფანჯრის რაფაზე… გედის სიმღერა ლამაზ კრუიზში, რა უნდა იყოს კარგი ამაზე?! Share on other sites More sharing options...
X_Ray Posted 19 სექტემბერი, 2023 Author Posted 19 სექტემბერი, 2023 წვიმს, რა სჯობს უაზრო წანწალს... როცა ამ ქვეყნად არაფრის არ გწამს... არც ცისფერ თვალებზე ფიქრობ და არც შავზე... არც უკვდავების წყაროზე დამშრალზე... Share on other sites More sharing options...
X_Ray Posted 19 სექტემბერი, 2023 Author Posted 19 სექტემბერი, 2023 On 9/10/2023 at 10:30 PM, marguerite said: რეჟისორის ლექსები იცი? შენც გიკითხავდა? მე ვპარავ ხოლმე რო თრება... მეორე დღეს მაინც არ ახსოვს, თვითონ დაწერა თუ მე მოვუყევი სიზმარში Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 19 სექტემბერი, 2023 Posted 19 სექტემბერი, 2023 (შესწორებული) @X_Ray ნწუ ფორუმზე პოსტავდა და ვკითხულობდი ბევრიც ზეპირად მხსომებია Edited 19 სექტემბერი, 2023 by marguerite ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა