Jump to content
×
×
  • Create New...

თურქეთი იუწყება 15 ქურთი მეამბოხის განადგურების შესახებ სირიის ტერიტორიაზე


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-65662d818245f780ecbf66e7776aac7e.jpeg

თურქეთმა კვირას განაცხადა, რომ მისმა არმიამ 15 ქურთი მეამბოხე გაანადგურა ჩრდილოეთ სირიაში განახორციელებული იერიშის შედეგად. "როიტერის" თანახმად ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ცნობა ტვიტერში გაავრცელა. ოპერაციის დეტალები უცნობია. ანკარა აცხადებს, რომ განდგურებულია სირიელ ქურთთა სახალხო ლაშქრის (YPG) წევრები, რომელიც ამზადებდნენ ტერაქტებს თურქეთის და მისი სირიელი მოკავშირეების მიერ კონტორილებად სირიის ტერიტორიაზე. თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს ქურთთა სახალხო ლაშქარს (YPG). გასულ წელს მათთან ბრძოლის მიზნით თურქეთის არმიამ ხელთ იგდო სირიის საზღვრის გასწვრივ მდებარე 120 კილომეტრის ტერიტორია. სირიაში 400 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 12 მილიონზე მეტი ადგილნაცვალ პირად იქცა სამოქალაქო ომის პერიოდში, რომელიც მოჰყვა 2011 წელს ბაშარ ალ-ასადის მიერ ანტისამთავრობო გამოსვლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. რუსეთი და ირანი მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ ასადს ძალაუფლების შენარჩუნებაში, აშშ და თურქეთი კი მეამბოხეთა სხვადასხვა ჯგუფს ეხმარებოდნენ.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   20 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 20 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • Googlebot(2)