Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება რომში? ეპ II


Recommended Posts

  • ფორუმელი

მადლობას გიხდით მეგობრებო მოლოცვისთვის !!!

უფალი იყოს თქვენი მფარველი !!!  მისი წყალობა არ მოგკლებოდეთ !!! :love:

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, kvipriane said:
წინ, Seth said:

რას გულისხმობთ სენიორ?

რას ვგულისხმობ მუსიე სეტ და გემახსოვრებათ ალბათ ; ადრე რომელიღაც თემაში პირველი ანტროპოლოგების მიერ გამოკვლეულ სამი სხვადასხვა ადგილის ერთიდაიგივე პირველსაწყისს მივაგენით ... 

მალინოვსკიმ არგენტინასთან რომ კუნძულთა ერთობლიობაა (სახელი დამავიწყდა) იმ ხალხის წეს ჩვეულებები გადმოგვცა; მოსმა ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები კვაკიუტების ტომის ყოფა-ცხოვრება და წეს ჩვეულებები და მესამე იყო კიდევ (გვარი არ მახსოვს) ახალ ზელანდიელი მაორის ტომის (მგონი ასე ქვიათ სახეზე რომ ლამაზი ტატუები აქვთ)  წეს-ჩვეულებები.

ეს სამი ხალხი პირველყოფილ ცხოვრებას ეწევიან; არანაირი საშუალება არ ქონდათ ერთმანეთთან კონტაქტისა და მიუხედავად ამისა სამივე ხალხის წეს-ჩვეულებები და ყოფა-ცხოვრება უანგარო გაღებაზეა დამყარებული ; - და ყველაზე მთავარი!!! - სამივემ იდენტური პასუხი გასცა მთავარ კითხვას - ვინ გითხრათ და ვინ გასწავლათ უანგარო გაღება . - სამივემ ღვთისკენ მიუთითა ; ღმერთმა უანგაროდ მოგვცა სიცოცხლე და ჩვენც იგივეს უნდა ვიქმოდეთ რათა მას მივემსგავსოთო. თან მთავარი აქ ის არის რომ ; - არ ახსოვთ ეს ანდერძი კონკრეტულად რომელი წინაპრისგან მოსდგამთ; მაგრამ უკლებლივ ყველა წინაპარი "ვოჟდი" ამას უმეორებდათ და წეს-ჩვეულებებიც ამაზე აქვთ აწყობილი.

გადავიდეთ ქრისტეზე - სულ რაღაც 2000 წლის წინ; - იგივეს გვეუბნება ; არის სახარებაში ასეთი ეპიზოდი : - ახალგაზრდა შეძლებული ყმაწვილი მივა ქრისტესთან და ეუბნება : - რაბი; ყველაფერს ვასრულებო (10 მცნებაზეა საუბარი) დედ-მამა მიყვარს; მოყვასი მიყვარს; არ ვიპარავ არ ვკლავ არ ვმრუშობ; არ მშურსო და რაღა მაკლიაო; - დაურიგე ქონება ქვრივ-ობლებს და მე გამომყევიო ... 

ამას თუ დავუმატებთ ნოესა და ენოქის ამბებს  - ეს უკვე ერთი პროექტი გვაქვს ... პირობითად დავარქვათ "ნათელი"

რატომ ასეტი სახელი ? იმიტომ რომ პროექტი "ნათელი" - გვთავაზობს საბოლოო აღდგომას და მუდმივ სიცოცხლეს ხორცითა და სულით; მაგალითი ამისა იესო ! რომელიც იყო ნათელი ჭეშმარიტი !

მეორე მხარეს შუმერები ; ეგვიპტე - თავიანთი პილიტიკური წყობითა და სისტემით რომლის განვითარების გარკვეულ საფეხურზეც დღეს იმყოფება კაცობრიობა და რომელსაც საფუძვლად უდევს ანტი-უანგარო-გაღება ანუ ვაჭრობა რამაც კაცობრიობა მუდმივ კონკურენციაში შეიყვანა ანუ მუდმივ დაპირისპირებაში ... - და რამაც ამ სისტემის მთავარი მიზანი გახადა "გილგამეშის იდეა" ანუ ადამიანის უკვდავება აქვე ; ამ ხორცში; ამ სხეულში და ამ სისტემაში; - დავუმატოთ ამას 3-5 მეტრიანი ნიფელიმების აღმოჩენები ბორჯომის ხეობაში; აგერ ჩვენს მეზობელ კუკეთში; მექსიკაში და სხვაგან ; დავუმატოთ ამას იგივე ნოესა და ენოქის ამბები და მივიღებთ მეორე პროექტს - პირობითი სახელწოდებით "ბნელი"

ანუ საბოლოოდ მივიღეთ რა ? 

თავდაპირველად იყო "ნათელი" ; დედამიწაზე ადამის მოდგმის დაბადება მოხდა პროექტ "ნათელში" და პროექტი "ნათელია" ჩვენი  საწყისი !!!

მერე შემოვიდა პროექტი "ბნელი" და აგვრია ისე რომ ვერ დავლაგდით და ვერც დავლაგდებით ალბათ ჩვენით;  "ნათლის" ჩარევის გარეშე !!! პროექტი "ბნელი" არაა ჩვენი "რადნოი" პროექტი ; იგი გათვლილია "იაფფასიან შოუზე" ; ანგარებაზე; სიხარბეზე; ძალაუფლებაზე; შენნაირი ადამიანის მოტყუება-გაცუცურაკება-გაუბედურების ხარჯზე უკეთეს პირობებში ცხოვრების წლების გატარებაზე ; - მაგრამ შეხედავ ლამაზია რააა !!! დროებითი ილუზია !!! :yeah: 

ორივე პროექტის შესახებ ინფორმაციები დევს შედარებით რეალური ვარაუდებისათვის :

პროექტი "ნათელი" - ამ ქვეყნად გიჭირს; იტანჯები - მაგრამ ჯილდო მუდმივი სიცოცხლეა 

პროექტი "ბნელი" - ჩალიჩობ; ფიქრობ; არჩევ; ატყუებ; ომობ; კლავ ; მუდმივ ორომტრიალში ხარ და ყველა რესურსს იყენებ ამისთვის და დედამიწას ანადგურებ და საბოლოოდ იბრიდები მაინც - ჯილდო სიკვდილი 

ესაა რაა მუსიე სეტ :( 

პ.ს. - კიდევ ერთს დავამატებდი ; - რღმად მწამს რომ ქართველი ხალხი პროექტ "ბნელიდან" დაბრუნებული ხალხია პროექტ "ნათელში" ... 

 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
12 საათის წინ, Seth said:

გრინდევალდი დამბლდორის კონკურენტი იყო პროექტის მენეჯერობაზე

არანაირად სენიორ

გრინდელვალდი სხვა სისტემას ეკუთვნოდა დამბლდორი სხვას. ამიტომაა მითითებული 1945

და არა სხვა თარიღი.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth

ავტორმა, დამბლდორი მოგვაწოდა, როგორც რთული, არაერთმნიშვნელოვანი პერსონაჟი, პოზიციური წინააღმდეგობებით,

რაც მკითხველს აძლევს საშუალებას გაანთავისუფლოს იგი ვალდებულებისგან იყოს მხარე.

 

ამასთან ჟანრისთვის უჩვეულოდ, ჰოგვარდშივე არსებული სლიზერენის (ბნელი ძალების) ფაკულტეტი,

(რაც წიგნის ერთერთი მთავარი სტრუქტურული ღირებულებაა)

ამართლებს დამბლდორის პერსონაჟის სირთულეს.

 

აქედან,  ვოლდემორტი არ აღიქმება როგორც დამბლდორის უშუალო ანტაგონისტი,

ასე რომ იყოს პოტერი აღარცაა საჭირო სენიორ,

მარა პოტერი საჭიროა, რათა პროექტი შედგეს,

კონფლიქტის მონაწილე მხარეები პოზიციურად ჩოტკად ჩამოყალიბდნენ და ერთმანეთს დასცხონ)

იმჰო)

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share