Jump to content
×
×
  • Create New...

შენ ალბათ გინდოდა


X_Ray
 Share

Recommended Posts

Posted (შესწორებული)

პოეტი ვყოფილიყავი და ლამაზი ლექსები მეწერა...

ან მხატვარი და მთელი სახელოსნო შენი სურათებით ყოფილიყო მოფენილი...

იქნებ გინდოდა შეიხი ვყოფილიყავი და უბრალოდ მეყიდე...

იქნებ, დილის ძილბურანში ხელის მოფათურება - ა, აქ ხარ? და ძილის გაგრძელება...

სამწუხაროა...

სამწუხაროა, რომ არ ვიცი რა გინდოდა და რა გინდა თუნდაც დღეს...

გეთქვა და იქნებ - ვაკეთებდი :user:

Edited by კიჭა
Share on other sites

  • ფორუმელი

ბომბორ

 

ადრე გამოდიოდა გაზეთები, რომლის საშუალებითაც ერთმანეთს დაშიფრული გადასცემდნენ ინფორმაციას. 

 

დღეს შეგვიძლია გამოვიყენოთ ფორუმი, ვწეროთ ერფიროსა და მამუკას მსგავსად . ბევრი იტყვის - ეს რა გაუგებრად წერენო... მაგრამ... იცინის ის , ვინც ბოლოს იცინის და საბოლოოდ ესეც ამაოა :lool:

Share on other sites

  • ფორუმელი

არ ვიცი რანაირად გითხრათ და აი ეს - ესაა რომ გამოვედი იმ სიტუაციიდან თავისქებასავით გამომდის, მაგრამ 

27 - 28 წლის ასაკში საბოლოოდ მივხვდი, რომ ქალისთვის ხვეწნას აზრი არ აქვს. ცხოვრებამ მასწავლა ეს და გამოცდილებამ, რომელიც ჩემთან მალე მოვიდა ალბათ, რადგან ბევრთან დღემდე არ მოსულა, ორ ჩემხელებთანაც ხან.

ადრე უფრო სხვა ტიპი ვიყავი.

 

ხოდა ახლაც კი, როცა პირად ურთიერთობაში პრობლემა მაქვს, მომენტში ლექსი შეიძლება დავწერო ჩიტებზე, თავისუფლებაზე , ბუნებაზე და მერე უბრალოდ წავშალო.

 ქალს შეიძლება ეხვეწო, იჩალიჩო, რომელთანაც წლები გაკავშირებს, არ გავკარი სხვებს? მით უმეტეს ისეთებს, რომლებმაც ერთხელ და ორჯერ უარგვყვეს? :lolz:

 

 

Share on other sites

1 minute წინ, რედაქცია said:

ესეც ამაოა

ამაოება ამაოებათა, არს დედა ამაოებისა - აზრზე არ ვარ ვინ თქვა, ან თუ თქვა საერთოდ...

ამბობენ, სახელის გარდა ამ ქვეყნად არაფერი რჩებაო და მაგაშიც ეჭვი მეპარება უკვე...

მარტივი მაგალითი: ვალოდია გოგუაძე

განწირული ბრძოლის წინ თავისიანებს უთხრა - ვისაც თავი სასიკვდილოდ არ გემეტებათ, გააჯვით მაზნიაშვილთან, ჩირგვებში რომ ზის და ვინც დარჩებით - ყველას უეჭველ სიკვდილზე გეპატიჟებით. სამშობლოს ჩვენი სული და ხორცი ახლა დასჭირდაო...

ვის ახსოვს ახლა ვალოდია ჩემნაირი ავადმყოფების გარდა? გინდა ის იუნკრები და მაყაშვილის გოგო...

გიორგი ბრწყინვალე ან კრავაი...

მღვდელი თევდორე ან პატარა პაატა...

მგონი მართლა ამაოა ყველაფერი...

შენ ადრე მიმხვდარხარ. მე ჯერაც ეჭვებში ვარ :user:

Share on other sites

  • ფორუმელი

წებე ნავერნა ხაწელას ჩტობ ია ბილ პაეტამ ვ პისალ კრასივიე სწიხი...

ილი ხუდოჟნიკამ ი ვსია მასწერსკაია ბილა პაკრიტა ტვაიმი რისუნკამი...

მოჟეტ ხაწელა, ჩტობ ია ბილ შეიხამ ი პაპრასტუ კუპილ წებია...

 

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, კიჭა said:

შენ ადრე მიმხვდარხარ. მე ჯერაც ეჭვებში ვარ :user:

არაუშავს, ეგეც ამაოა :lool:

Share on other sites

8 minutes წინ, რედაქცია said:

ქალისთვის ხვეწნას აზრი არ აქვს.

ქალებს არ ვეხვეწებით არაფერს მუხბე.

ნამდვილ მამაკაცს არ შეშვენის ეგ საქციელი, იცი შენც...

ქალი - თავიბოლო, მიიყვანე ძალით და დააბი ბაგაზე - ეგაა სულ :)

ქალღმერთი და ღვთაებაა პრობლემა. დალისნაირი ტყაშმაფები :fofo:

Share on other sites

@საწყალი ოსვალდო რიოსი ჩემი რუსული მემატიანე ❤️

არ გეშინია, რომ ერთ დღეს რუსეთუმეების სექტაში ჩაგრიცხონ - без суда и следствия :gigi:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   55 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 55 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • YandexBot(6)