Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება გურჯაბვეში


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ე.ი. მინდა გითხრათ რომ მიშა მაჭავარიანმა aka ნიადაგმცოდნემ ფრიად გამაკვირვა :დ

 

ფაქტიურად პირდაპირი ტექსტით თქვა რომ 99 წლის არჩევნებში ფოთის არჩევნები გააყალბეს (:დ ესეც საქმეა რომ მარტო ფოთი ახსენა) და ასევე ნინო პარლამენტის თავმჯდომარეობის არჩევნებიც გააყალბეს :დ

 

 

ხათუნ ხათუნი მაგას დედას იმასუზამს თუ უკვე არ :boli:

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
23 minutes წინ, kvipriane said:

ვაი შენს კრონპრინც სენიორ :gigi:

რავა ბიძია თომას ქოხივით ჩამოეშალა ამდეი ხნის ნაწვალებ-ნაჯაფარი და რავა დარჩა კაქუსივით გაშეშებული ნენაააა

 

810084.jpg

:rofl:

 

მაგრად გავს, ყოველ ჯერზე გიჟივით მეცინება :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Seth said:

მაგრად გავს, ყოველ ჯერზე გიჟივით მეცინება :დ

მუსიე სეტ , ბადე ჯუნიორებს ვთხოვოთ იქნებ დადონ რანგოს და კრონპრინცის ფოტოები გვერდი გვერდ შედარების საშუალება რომ გვქონდეს - მართლაც მაგრად გავს :gigi:

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, kvipriane said:

ბადე ჯუნიორებს ვთხოვოთ

არ უნდა სენიორ, მართლა მაგრად გავს :დ ერთი ერთშია :დ

Share on other sites

  • ფორუმელი

ე.ი. ქ-ნი ლანა, ბ-ნები რეზო თაბუკაშვილი, მელორ სტურუა და კო. 15 წლის ასაკში პიონერთა სასახლეში ოცნებობდნენ საქართველოს დამოულიდებლობაზე ამ ტოტალიტარული სახ-სგან :დ

 

ქ-ნი ლანა დასანახად ვერ იტანდა კომუნისტებს თურმე :დ ვერც ბ-ნი რეზო

Share on other sites

  • ფორუმელი
28 minutes წინ, Seth said:

ე.ი. ქ-ნი ლანა, ბ-ნები რეზო თაბუკაშვილი, მელორ სტურუა და კო. 15 წლის ასაკში პიონერთა სასახლეში ოცნებობდნენ საქართველოს დამოულიდებლობაზე ამ ტოტალიტარული სახ-სგან :დ

 

 

ეგ რა არის, პაატა შევარდნაძემ, მამაჩემი რო კომპარტიის მდივანი იყო, სახლში პირველი რესპუბლიკის ჰიმნს ვმღეროდითო

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
24 minutes წინ, Moor said:

 

ეგ რა არის, პაატა შევარდნაძემ, მამაჩემი რო კომპარტიის მდივანი იყო, სახლში პირველი რესპუბლიკის ჰიმნს ვმღეროდითო

:givi:

ამისთვის არ მომისმენია.

პრინციპში პაატა რას იტყვის არ აქვს მნიშვნელობა ისტორიისთვის და ქვეყნისთვის. ეგეთ იმას რომ გაარტყავს, ჯასთ მაგის იმად ყოფნაზე მიუთითებს.

 

და აი ესენი, ლანა, ლევანა, მამრწძე და კო რეალურად მოქმედებდნენ ქვეყანაზე და თითოეულ ჩვენთაგანზე.

ლანა 100 წლისაა მემგონი და კიდევ უარს ამბობს გვარების დასახელებაზე. წარმოგიდგენიათ? იგივე გვარამია. იგივე ყველა მიშა მაჭავარიანის გამოკლებით (ნაწილობრივ და ჩემდა გასაკვირად).

ბადეზე იყო ხომ ლანას რაობა რომ განვიხილეთ თუ მეშლება?

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ეს ვინ არის იცით? 

 

დაამთავრა პეტროგრადის პოლიტექნიკუმი. 1915 წლიდან რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა ჯარში. 1917 წელს თბილისში თანამშრომლობდა გაზეთ „კავკაზსკი რაბოჩიში“. 1918-1920 წლებში ბაქოში მოღვაწეობდა: იყო ბაქოს რევკომის თავმჯდომარე (1920), შემდეგ ნიჟნი-ნოვგოროდის საგუბერნიო პოლიტსაგანმანათლებლო განყოფილების გამგე, პარტიის ნიჟნი-ნოვგოროდის საგუბერნიო კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ გახდა თბილისის რევკომის თავმჯდომარე; პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი (1922); 1923-1924 წლებში იყო საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1926-1930 წლებში პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის მდივანი. 1930-1934 წლებში სწავლობდა მოსკოვში წითელი პროფესურის ინსტიტუტში; 1934 წლიდან პარტიის ეისკის რაიკომის მდივანი, ქარხანა „როსტრესელმაშის" პარტკომის მდივანი; იყო პარტიის XV-XVI ყრილობის დელეგატი. 1936 წელს დააპატიმრეს

 

ქ-ნი ლანას მამა. 1920 წელს ბაქოს რევკომის და 1921-24 წწ. საქართველოს რევკომის და სახკომის შეფის მოადგილე

წლებს მიაქციეთ ყურადღება ბაქოშიც და თბილისშიც.

 

რევკომი და სახკიმი ხომ გასაგებია რაც იყო, ცოფიანების ბუდე, ვის ხელშიც გაიარა 1-ელმა წმენდამ. აი იმან თბილისში რონ სადარბაზოებიდან ხალხს იპარავდნენ, გურიის გლეხებს რომ წყვეტდნენ უმოწყალოდ და შორაპანში ვაგონებში რომ ხვრეტდნენ სასტავებს.

ეხლა მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ მშობლის მინუსებზე პასუხი შვილებმა აგონ, მაგრამ თუ სისტემის ბოროტებაზე ლაპარაკობ, თან ამავე სისტემის  პრივილეგიებით სარგებლობ, თან თავისუფლებაზე ოცნებით ვცხოვრობდიო და თან ოკუპანტების მედლებს იღებ, მაშინ კეთილი უნდა ინებო და მამაშენზეც უნდა ისაუბრო და შეაფასო, არა?

მე ძალიან კარგად მახსოვს ხალხი, რომელიც ამას რომ უყურებდა ტელევიზორში სირცხვილით გადართვას მთხოვდა და უამრავი თხოვნისა და წლის შემდეგ ძლივს მომიყვა ეს ამბავი (არ იყო მაშინ ვიკიპედია).

 

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share