ფორუმელი t-90 Posted 12 ოქტომბერი, 2023 Posted 12 ოქტომბერი, 2023 19 minutes წინ, gubaziko said: არა რატომ, ალტ ინფოს მოწმეებს დრო რომ მოვა და აუშვებენ საბავიდან, კაი გვარიან წმენდას ჩაატარებენ, ლიბერალებთან ბრძოლის ეგიდით,როსტა გააფრთხილებენ რომ ეროვნულ იმცურესობებს არ შეეხოთო სქრინებსაც კი ინახავენ უკვე ამერიკი საელჩოს პოსტებს ვინ აზიარებს, იარაღს რომ დაურიგებენ უკვე იციან , ხმა არის გავარდნილი, ელოდებიან კბილებ ალესილი, ჩვენი დრო მოდის ისევო შეიძლება. ოღOნდ ალტინფოს მოწმეები მაქსიმუმ უიარაღო და უტრაკო ლიბერალებთან საბრძოლველად თუ გამოდგებიან.ნ ჰამასთან შედარება არარეალურია. ჰამასი აგერ ისრაელის არმიას უპირისპირდება და ესენი უტრაკო მეტრაკეები არიან იარაღებს რო დაურიგებენ ეგ გასაგებია,მთავარი მანდ ისაა მეორე მხარესაც ექნება იარაღI თU არა თუ ექნება ჩაჯმა მერე ნახეთ. I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
მოდერატორი Freeman Posted 12 ოქტომბერი, 2023 Author Posted 12 ოქტომბერი, 2023 "ძვირფასო ირაკლი, თანამედროვე მსოფლიოში არის დისკუსია იმის შესახებ, არსებობს თუ არა სასწაულები. ჩვენ, ქრისტიანები, ვფიქრობთ, რომ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც ჯერ არ სჯერა, რომ სასწაულები არსებობს, უნდა მოვიდეს ამ ოთახში ამ საღამოს, რადგან აქ მინიმუმ ორი სასწაულია: პირველი, ეს არის ქართული სასწაული - თქვენი ისტორია, თქვენი ერის გეოპოლიტიკური გარემო, თავად ფაქტი, რომ კიდევ არსებობს ქართველი ხალხი, არსებობს ისეთი ენა, როგორიც არის ქართული და ხალხი, რომელიც ცხოვრობს აქ და საუბრობს ამ ენაზე, არსებობს ქართული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ისევ არის ქრისტიანული - ეს არის სასწაული; შემდეგი სასწაული ამ ოთახში უნგრულია. როგორც იცით, ჩვენ, უნგრელები, მოვედით შორეული აღმოსავლეთიდან, ურალის მთების მიღმიდან და დავიკავეთ ის ქვეყანა, სადაც ვცხოვრობთ, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, 1100 წლის წინ. როგორც უცხოელებს, არც ნათესავები და არც ოჯახის წევრები გვყავდა ირგვლივ, მხოლოდ ჩვენ, უნგრელები, ვიყავით მარტონი. ჩვენ დავიკავეთ ტერიტორია, ისევ გვაქვს იგივე ენა, ისევ სრულვყოფთ იმავე კულტურას და ვცხოვრობთ ჩვენი საკუთარი ცხოვრებით. ასე რომ, სასწაულია, რომ კიდევ არსებობენ უნგრელები, რომლებიც საუბრობენ უნგრულ ენაზე; არსებობს უნგრული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ქრისტიანულია - ეს არის მეორე სასწაული. ასე რომ, ეს არის ორი ქვეყნის სასწაულის შეხვედრა და მივიჩნევ, რომ ეს მოამზადებს არა მხოლოდ პოლიტიკურ საფუძველს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში, არამედ მეტიც, უზრუნველყოფს ამ ორი ქვეყნის შესანიშნავ ურთიერთობებს სიღრმისეულ დონეზე. ასე რომ, ამ ორ ქვეყანა-სასწაულს შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობის გასაგრძელებლად ვწევ ჭიქას!" | ორბანმა ღარიბაშვილი ადღეგრძელა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 12 ოქტომბერი, 2023 Posted 12 ოქტომბერი, 2023 @Freeman დააგვიანდათ, მე რამდენი ხანია სიმინდის მარცვლების კონსერვებს მხოლოდ უნგრეთში დამზადებულს ვყიდულობ მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
მოდერატორი Freeman Posted 12 ოქტომბერი, 2023 Author Posted 12 ოქტომბერი, 2023 ონლაინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said: @Freeman დააგვიანდათ, მე რამდენი ხანია სიმინდის მარცვლების კონსერვებს მხოლოდ უნგრეთში დამზადებულს ვყიდულობ მესამე სასწაული, თუ უნდათ 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Deutschland Posted 12 ოქტომბერი, 2023 Posted 12 ოქტომბერი, 2023 ჩამოვიდა კერი მეტისონი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Deutschland Posted 12 ოქტომბერი, 2023 Posted 12 ოქტომბერი, 2023 საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მოაწერა. აღნიშნულის შესახებ სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, დავით თევზაძემ ბრიფინგზე განაცხადა. თევზაძის თქმით, მიუხედავად ხარვეზებისა, პრეზიდენტმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მაინც მოაწერა, რადგან ის მნიშვნელოვან პრობლემებს აწესრიგებს. „საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა „საქართველოს თავდაცვის კოდექსს“, ვინაიდან ხარვეზების მიუხედავად, ის საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას აწესრიგებს. ამიერიდან, სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც შეესაბამება სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს. ამით დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებაში, ძირითადად, „საყარაულო“ ჯიხურებში უწევდათ, რის გამოც, მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახდა. ამავე ტექსტში გარკვეულწილად მოწესრიგდა სასულიერო პირების მიერ ალტერნატიული სამსახურის გავლის საკითხი, თუმცა, სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელებაა საჭირო, რათა მეტად გათვალისწინებული იყოს კონფესიებს შორის სასურველი თანასწორობის პრინციპი. სამწუხაროა, რომ მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა, ჯერ კიდევ ყოველწლიურად გასაწვევი მცირერიცხობრივი კონტინგენტი არ ესატყვისება არც რეალურ დემოგრაფიულ მონაცემებს, არც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ასევე დამაფიქრებელია, მითუმეტეს, არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომ თავდაცვის სისტემების გააზრებისას „თავდაცვის კოდექსში“ ადგილი არ აღმოჩნდა საზღვაო თავდაცვის ძალებისათვის და საზღვაო სივრცეზე სტრატეგიული და ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტა საზღვაო პოლიციის იმედადაა დარჩენილი. და ბოლოს, ეროვნული თავდაცვის საბჭოს, „თავდაცვის კოდექსით“ განსაზღვრული უფლებამოსილება და საქმიანობის წესი იმ მოცემულობას არ ესატყვისება, რომელიც კონსტიტუციითაა დადგენილი, რის გამოც, გაურკვეველია კოორდინაცია დღეს მოქმედი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს შორის, რამაც საომარი მდგომარეობის მართვისას შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას“, - განაცხადა თევზაძემ.“, - განაცხადა თევზაძემ. ცნობისთვის, „თავდაცვის კოდექსი“ პარლამენტმა, მესამე მოსმენით დაამტკიცა. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი 80 ხმით მიიღეს. „თავდაცვის კოდექსი“, თანმდევი კანონპროექტებით, ახლებურად აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, სამხედრო განათლებასთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 16 ოქტომბერი, 2023 Posted 16 ოქტომბერი, 2023 ამასობაში, დავრჩით არალეგიტიმური პღეზიდენტის ამარა... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Deutschland Posted 16 ოქტომბერი, 2023 Posted 16 ოქტომბერი, 2023 სალომე ზურაბიშვილი - არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ - დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატია მადამ პომპადური ბობოქრობს Share on other sites More sharing options...
Recommended Posts