Jump to content
×
×
  • Create New...

მოღალატე ქმრები


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
5 minutes წინ, ASIA said:

აი ეგ ყველაფერი მეც არ ვიცი და არც მჭირდება, მარა რომ მჭირდებოდეს, უეჭველი მეცოდინებოდა!

იმასაც ეგრე ეგონა ალბათ :lool:

 

შესაძლოა ეგ ისტორია გამოგინილია, მაგრამ საკმაოდ რეალურია ზოგადი კუთხით.

Share on other sites

  • ფორუმელი

თავი მტკივა და გადაწყვიტეთ რამე ბოლოსდაბოლოს

25 minutes წინ, რედაქცია said:

ამ დროს ჩემი ფეხები იცი

გადაუწყვეტიათ უკვე

 ესაა პასუხი

*adminis nebiera

Share on other sites

  • ფორუმელი

ქმრიანცი, მადლობა მერე იყოს :old:

 

 

10 ნიშანი იმისა, რომ ქმარი გღალატობთ

ავტორი: marao.ge

11:49 / 07-09-2017

29 წლის კლერი, როგორც ყოფილი საყვარელი, გვიზიარებს თავის გამოცდილებას. მან მოღალატე ქმრების 10 მნიშვნელოვანი მინიშნების შესახებ მოგვითხრო, წერს - The Asian Parent-ი.  

გოგონა აღიარებს, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან ტყუილზე წამოეგო. შედეგად, ურთიერთობა გააბა ცოლშვილიან მამაკაცთან, რომელმაც განუცხადა, რომ მისი ქორწინება დასრულებულია.

„თავს პირობა მივეცი, რომ უკვე არასოდეს გავხდები ვინმეს საყვარელი, რადგან წინა ურთიერთობა ძალიან ცუდად დასრულდა. უბრალოდ, მოხარული ვარ, რომ შემიძლია სხვა ქალებს დავეხმარო, შენიშნონ გამაფრთხილებელი ნიშნები.“

გთავაზობთ კლერის მინიშნებებს, თუ როგორ გავიგოთ, ჰყავს თუ არა პარტნიორს ან ქმარს სხვა ქალი.

1. გვიანობამდე არ წვება

ხშირად იძინებთ თქვენი პარტნიორის გარეშე? თუ თქვენი ქმარი ინტერნეტში გვიანობამდე ზის, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ არ უნდა თქვენ წინაშე „დაიწვას“. რა თქმა უნდა, შეიძლება მუშაობს, მაგრამ დარწმუნდით, რომ ეს ასე არ არის.

2. თქვენი ხარჯები შეიცვალა

პარტნიორები, რომლებიც იტყუებიან, ხანდახან მალულად ხარჯავენ ფულს. თვალყური ადევნეთ ძვირად ღირებულ შენაძენებს. ყველას გვაქვს უფლება, ჩვენი ნაშრომი დავხარჯოთ, მაგრამ ქორწინებაში გულწრფელობა არის საჭირო ხარჯებთან დაკავშირებით.

3. მუსიკალური გემოვნება შეეცვალა

ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ კლერის თქმით, მამაკაცს, რომელსაც უეცრად ახალი ჯგუფისადმი სიყვარული გაუჩნდა, შესაძლოა, სხვა ქალი ჰყავს. ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი გვიბიძგებს ახალი სიგიჟეებისკენ - თუნდაც მუსიკალური გემოვნების შეცვლისკენ.

4. ყველა გაჯეტს პაროლი ადევს

პაროლები ტელეფონზე, ნოუთბუქსა და სოციალურ ქსელებში - საგანგაშო ზარია. ყველა ჩვენგანს აქვს პირადი სივრცის ქონის უფლება, მაგრამ ადამიანს, რომელსაც არაფერი აქვს დასამალი, როდესაც სთხოვ, უნდა მოგცეს მათდამი წვდომა.

5. სარკაზმი საპასუხოდ

კლერის თქმით, მამაკაცი, რომელიც ღალატობს, ხშირად თხზავს ისტორიებს ტყუილის დასამალად. მას შეუძლია სარკასტულ გამონათქვამებს მიმართოს, სიმართლე რომ არ გაამხილოს.

6. დიდ დროს ატარებს თანამშრომელ ქალთან

კლერის საყვარელი ცოლს უხსნიდა, რომ კოლეგასთან ერთად მივლინებაში მიდის. ასე ახერხებდა ის სახლიდან თავის დაღწევას. თუ თქვენი ქმარი დიდ დროსა და ძალებს ხარჯავს თანამშრომელზე და ირწმუნება, რომ ის მხოლოდ მეგობარია, ფრთხილად იყავით.

7. ახალი ჩვევები და ქცევის მანერები

თუ თქვენმა ქმარმა მოდური ფრაზების ან ახალი ჟესტების გამოყენება დაიწყო, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: „ვისთან ატარებს ის დროს?“

8. საკუთარი თავის მოვლა დაიწყო

ახალ ტანსაცმელს ყიდულობს ან გადაწყვიტა წონაში დაკლება? ეს შეიძლება სერიოზული ნიშანი იყოს. თუ, რა თქმა უნდა, მართლა არ სჭირდება ჯანმრთელობის გაუმჯობესება ან გარდერობის განახლება.

9. სექსი სიამოვნებას არ განიჭებთ

თუ ნაპერწკალი გაქრა, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენი ქმარი სხვაგან ანთებს ცეცხლს. უნდა აღინიშნოს, რომ მოსაწყენი სექსი ასევე შეიძლება ხანგრძლივი ურთიერთობის შედეგიც იყოს.

10. ემოციურად გშორდებათ

უკვე აღარ გიყვებათ თავის სამსახურზე, არ გიზიარებთ გრძნობებს, კამათის დროს პასუხს თავს არიდებს და ირწმუნება, რომ ყველაფერი კარგადაა.

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

@რედაქცია

რას გაიგებ ოჯახში რა ხდება

 

შენთვის რომ კარგი სექსია, სხვისთვის იქნებ არაა

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
44 minutes წინ, Sylar said:

როგორ დასჯიდი

მაგ კონკრეტულ დასჯის მეთოდზე ჯერ არ მიფიქრია, მაგრამ აი ლასტებით, სამზოლიანი ტრუსებით და ტოპებით რომ დადიან უკვე კაცები მინდა ღიპებზე სველი ტილო მივაწნა ;(

*adminis nebiera

Share on other sites

  • ფორუმელი

@რედაქცია

გაზრდილის ადამიანის გაზრდა აღარ ხდება, უბრალოდ ურთიერთობებს სწავლა უნდა

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share