X_Ray Posted 26 მაისი, 2023 Posted 26 მაისი, 2023 – სხვა საშველი არ არის? – არის! – რა? – იმედი მიეცა ინგას. – უნდა მოკვდეს. – ვინ? – ერთ-ერთი თქვენგანი, ეს ყველაზე ნაღდი გამოსავალია, – გაიღიმა ანჟელიკამ. – რომ დავაჭერინო? – ჰკითხა ფრთხილად ინგამ. – რამეს გიშავებს?! – ჯერ არაფერს! – შეყოყმანდა ინგა. – მაშ, თუ არაფერს გიშავებს, დალოცვილო, სიყვარულისთვის რომ ხალხს იჭერდნენ, მთელი დუნია ციხეში იქნებოდა, – ხრინწიანად გაეცინა ანჟელიკას. – შემახვედრე მაინც, – სთხოვა ინგამ. – თვითონ მოვა! – დაამშვიდა ანჟელიკამ. – ვიდრე მოვა, მე თვითონ უნდა ვნახო. – მაშინ ნახალოვკელ კოლასთან მიდი, ის გასწავლის, როგორ მოიქცე, – ანჟელა ფეხზე წამოდგა, ამით ინგას აგრძნობინა აუდიენცია დამთავრებულიაო. ნახალოვკელ კოლასთან საუბარი ძალიან ხანმოკლე და ლაკონური იყო: – მურტალო? რას ბრძანებთ, ქალბატონო, მურტალო ძალიან პროგრესული და კეთილშობილი ახალგაზრდაა. – მაგას არ გეკითხებით, ბატონო კოლა, სად ვნახო-მეთქი, – უთხრა ინგამ. – მე რა ვიცი, ქალბატონო, მაგის მისამართი საბჭოთა კავშირია, – ხელები გაშალა კოლამ. – მშვიდობით! – უთხრა ინგამ და ადგა. – ღმერთმა ხელი მოგიმართოს, – დალოცა კოლამ. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა