Jump to content
×
×
  • Create New...

დღეს გავაკეთე


X_Ray
 Share

Recommended Posts

გაწეწილი ბადრიჯანი პამიდვრის თანხლებით :bis:

 

0525231909.jpg

ვის ოჯახშიც მე შევალ :panto: :panto: :panto:

Share on other sites

  • ფორუმელი

ყოჩაღ

ისე გამოიყურება, ამ შუაღამეს ბადრიჯნის კეთება დამაწყებინა :getakva:

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

კოროჩე დღეს ავდექი და მარჯნის კოლონიებივით სოკოა როა ღია ფერის, ავიღე მაგის ორი ბუჩქი, დავშალე, კარგად გავრეცხე სათითაოდ, მერე ძირები დავაჭერი და გვერდზე გადავდე, ხოლო ზედა რბილი ნაწილები ზოლებად დავჭერი.

მერე ქვედა ნახევრები დავაპე კუნძებვით მინიმუმ 4 ნაწილად და ეგეც ზედა ნაწილებს დავაყარე თუშფალანგზე.

მერე ავდექი და დედაჩემის დაჭრილი ხახვი და მზესუმზირის ზეთი მოვათავსე ქვაბუნაში და ისე ცოტა ხანს ვშუშე, რომ ოდნავაც არ შეუცვლია ხახვს ფერი. ხოოოდა მერე მუჭებში ვწურავდი იმ დაჭრილ სოკოს და ეტაპობრივად ვაყრიდი ხახვიან ზეთში, თან კარგად ვურევდი. 

სულ რომ ჩავყარე სოკო, ზეთი კიდევ დავამატე ზემოდანაც.

მერე მარცხენა წარბი მაღლა ავწიე და ვიფიქრე მაიტა და ღვინოსაც დავასხამ-მეთქი. ავდექი და მყისვე სარდაფში ჩავედი.

კაი 2019 წლის რქაწითელი მაქვს, თან წარაფი. ბედად 1 ცალი 2.25ლ-ან ბოთლშიც მედგა გადაღებისას მორჩენილი და ამოვიტანე. ავიღე და ბოთლიდანვე მივუშვი ქვაბში 150გრამამდე. თუ ასე ვაკეთებ, მაშინ ბარემ ქინძსაც ეხლავე ვგლეჯამ-მეთქი ვთქვი და დედაჩემის გარეცხილი და დაჭრილი ქინძიც მივაქივლე ქვაბში და კიდევ ამოვურიე კარგად. მერე გავედი ისევ გარეთ, ავძვერი ფეხისალაგზე და ორივე მუჭა გავივსე წითელი ტყემლით იმ დონეზე, რომ იმ ხელებზე დაყრდნობა კიდევ შემძლებოდა ფეხისალაგის სახურავიდან ჩამოსახტომად. შემოვიტანე ეს ტყემალი, გავრეცხე, 3-4 ცალი მაგიდაზე სხვა ხილთან დავყარე, დანარჩენი 7-8 ცალი ჩავყარე ქვაბში და დაველოდე შედეგს.

კაი შედეგი მივიღე, არაა ცუდი. თან საკმაოდ რბილი გამოვიდა, სხვაგან რომ მიჭამია ეგ სოკო და რეზინივით იყო-ხოლმე, ეგეთი არაა.

Edited by საწყალი ოსვალდო რიოსი

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share