X_Ray Posted 25 მაისი Posted 25 მაისი გაწეწილი ბადრიჯანი პამიდვრის თანხლებით ვის ოჯახშიც მე შევალ 2 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ფორთოხალი Posted 25 მაისი Posted 25 მაისი ყოჩაღ ისე გამოიყურება, ამ შუაღამეს ბადრიჯნის კეთება დამაწყებინა Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 18 ივნისი Posted 18 ივნისი (შესწორებული) კოროჩე დღეს ავდექი და მარჯნის კოლონიებივით სოკოა როა ღია ფერის, ავიღე მაგის ორი ბუჩქი, დავშალე, კარგად გავრეცხე სათითაოდ, მერე ძირები დავაჭერი და გვერდზე გადავდე, ხოლო ზედა რბილი ნაწილები ზოლებად დავჭერი. მერე ქვედა ნახევრები დავაპე კუნძებვით მინიმუმ 4 ნაწილად და ეგეც ზედა ნაწილებს დავაყარე თუშფალანგზე. მერე ავდექი და დედაჩემის დაჭრილი ხახვი და მზესუმზირის ზეთი მოვათავსე ქვაბუნაში და ისე ცოტა ხანს ვშუშე, რომ ოდნავაც არ შეუცვლია ხახვს ფერი. ხოოოდა მერე მუჭებში ვწურავდი იმ დაჭრილ სოკოს და ეტაპობრივად ვაყრიდი ხახვიან ზეთში, თან კარგად ვურევდი. სულ რომ ჩავყარე სოკო, ზეთი კიდევ დავამატე ზემოდანაც. მერე მარცხენა წარბი მაღლა ავწიე და ვიფიქრე მაიტა და ღვინოსაც დავასხამ-მეთქი. ავდექი და მყისვე სარდაფში ჩავედი. კაი 2019 წლის რქაწითელი მაქვს, თან წარაფი. ბედად 1 ცალი 2.25ლ-ან ბოთლშიც მედგა გადაღებისას მორჩენილი და ამოვიტანე. ავიღე და ბოთლიდანვე მივუშვი ქვაბში 150გრამამდე. თუ ასე ვაკეთებ, მაშინ ბარემ ქინძსაც ეხლავე ვგლეჯამ-მეთქი ვთქვი და დედაჩემის გარეცხილი და დაჭრილი ქინძიც მივაქივლე ქვაბში და კიდევ ამოვურიე კარგად. მერე გავედი ისევ გარეთ, ავძვერი ფეხისალაგზე და ორივე მუჭა გავივსე წითელი ტყემლით იმ დონეზე, რომ იმ ხელებზე დაყრდნობა კიდევ შემძლებოდა ფეხისალაგის სახურავიდან ჩამოსახტომად. შემოვიტანე ეს ტყემალი, გავრეცხე, 3-4 ცალი მაგიდაზე სხვა ხილთან დავყარე, დანარჩენი 7-8 ცალი ჩავყარე ქვაბში და დაველოდე შედეგს. კაი შედეგი მივიღე, არაა ცუდი. თან საკმაოდ რბილი გამოვიდა, სხვაგან რომ მიჭამია ეგ სოკო და რეზინივით იყო-ხოლმე, ეგეთი არაა. Edited 18 ივნისი by საწყალი ოსვალდო რიოსი მერვე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია
დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო
რეგისტრაცია
შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო
რეგისტრაციაავტორიზაცია
Already have an account? Sign in here.
შესვლა