X_Ray Posted 25 მაისი, 2023 Posted 25 მაისი, 2023 გაწეწილი ბადრიჯანი პამიდვრის თანხლებით ვის ოჯახშიც მე შევალ 2 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ფორთოხალი Posted 25 მაისი, 2023 Posted 25 მაისი, 2023 ყოჩაღ ისე გამოიყურება, ამ შუაღამეს ბადრიჯნის კეთება დამაწყებინა Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 18 ივნისი, 2023 Posted 18 ივნისი, 2023 (შესწორებული) კოროჩე დღეს ავდექი და მარჯნის კოლონიებივით სოკოა როა ღია ფერის, ავიღე მაგის ორი ბუჩქი, დავშალე, კარგად გავრეცხე სათითაოდ, მერე ძირები დავაჭერი და გვერდზე გადავდე, ხოლო ზედა რბილი ნაწილები ზოლებად დავჭერი. მერე ქვედა ნახევრები დავაპე კუნძებვით მინიმუმ 4 ნაწილად და ეგეც ზედა ნაწილებს დავაყარე თუშფალანგზე. მერე ავდექი და დედაჩემის დაჭრილი ხახვი და მზესუმზირის ზეთი მოვათავსე ქვაბუნაში და ისე ცოტა ხანს ვშუშე, რომ ოდნავაც არ შეუცვლია ხახვს ფერი. ხოოოდა მერე მუჭებში ვწურავდი იმ დაჭრილ სოკოს და ეტაპობრივად ვაყრიდი ხახვიან ზეთში, თან კარგად ვურევდი. სულ რომ ჩავყარე სოკო, ზეთი კიდევ დავამატე ზემოდანაც. მერე მარცხენა წარბი მაღლა ავწიე და ვიფიქრე მაიტა და ღვინოსაც დავასხამ-მეთქი. ავდექი და მყისვე სარდაფში ჩავედი. კაი 2019 წლის რქაწითელი მაქვს, თან წარაფი. ბედად 1 ცალი 2.25ლ-ან ბოთლშიც მედგა გადაღებისას მორჩენილი და ამოვიტანე. ავიღე და ბოთლიდანვე მივუშვი ქვაბში 150გრამამდე. თუ ასე ვაკეთებ, მაშინ ბარემ ქინძსაც ეხლავე ვგლეჯამ-მეთქი ვთქვი და დედაჩემის გარეცხილი და დაჭრილი ქინძიც მივაქივლე ქვაბში და კიდევ ამოვურიე კარგად. მერე გავედი ისევ გარეთ, ავძვერი ფეხისალაგზე და ორივე მუჭა გავივსე წითელი ტყემლით იმ დონეზე, რომ იმ ხელებზე დაყრდნობა კიდევ შემძლებოდა ფეხისალაგის სახურავიდან ჩამოსახტომად. შემოვიტანე ეს ტყემალი, გავრეცხე, 3-4 ცალი მაგიდაზე სხვა ხილთან დავყარე, დანარჩენი 7-8 ცალი ჩავყარე ქვაბში და დაველოდე შედეგს. კაი შედეგი მივიღე, არაა ცუდი. თან საკმაოდ რბილი გამოვიდა, სხვაგან რომ მიჭამია ეგ სოკო და რეზინივით იყო-ხოლმე, ეგეთი არაა. Edited 18 ივნისი, 2023 by საწყალი ოსვალდო რიოსი მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა