ფორუმელი Sylar Posted 24 მაისი Posted 24 მაისი 1. ანტი-კონსუმერიზმი. ეს არის იდეოლოგია, რომელიც ეწინააღმდეგება იმ განუწყვეტელ, ჩაკეტილ წრეს, რომელშიც არიან ის ადამიანები, რომლებიც შეპყრობილნი არიან მატერიალური სიკეთეების შეძენის მანიით. მას გულს ურევს კორპორაციის ქმედებები, რომლებიც საკუთარი ფინანსური მიზნების მიღწევას ხალხის კეთილდღეობის ხარჯზე ცდილობენ. იგი არ თვლის, რომ ჩვენი ფასი განისაზღვრება იმ ნივთებით, რასაც ვფლობთ. 2. მინიმალიზმი. მინიმალიზმი არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ გქონდეს ის, რაც საჭიროა. მისი არსი მდგომარეობს რაღაცების ფლობის დაუოკებელი სურვილისგან თავისუფლებაში, რითიც ის ეძმობილება ანტი-კონსუმერიზმს. 3. პრიმიტივიზმი. ამაში იგულისხმება მცდელობა იმისა, რომ მაქსიმალურად გადმოიტანო თანამედროვე ყოფაში პრიმიტიული გამოცდილება და შეძლებისდაგვარად უარი თქვა თანამედროვე გამოცდილებაზე. ეს ნიშნავს იმას რომ ფიქრობდე, გარდასული ხანის კაცები, რომლებსაც ბევრი წინაღობის გადალახვა უწევდათ და 24 საათი გაჯეტებსა და პორნოსაიტებში არ იყვნენ შემძვრალნი, ბევრად უფრო კაცები იყვნენ, ვიდრე თანამედროვე კაცუნები. პრიმიტივიზმი კომფორტიდან გამოსვლის ფილოსოფიაა. 4. ანარქიზმი. ანარქიზმი პოლიტიკური თეორიაა, რომელიც უარყოფს ნებისმიერი სახის იერარქიულ მთავრობასა და ავტორიტეტებს. ანარქისტი არის ადამიანი, რომელიც ამბოხს უცხადებს ნებისმიერ ავტორიტეტს, დაწესებულ წესრიგსა თუ მმართველ ძალას. ამ ამბოხის საწარმოებლად, მისთვის უკანონო მეთოდებიც სრულიად მისაღები და გამართლებულია. 5. ანტი-კაპიტალიზმი. ნამდვილი მამაკაცი ცალსახად ანტი-კაპიტალისტია და იზიარებს გარკვეულ მარქსისტულ პრინციპებს. მისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის კლასობრივი დაყოფა და მიისწრაფვის ისეთი საზოგადოებისკენ, სადაც ყველა მაქსიმალურად თანასწორია, ყველა ცდილობს, საერთო საქმის კეთებას, სადაც კორპორაციების მონებად არ ვართ გადაქცეულები. 6. ქალები. ნამდვილ მამაკაცს არ სჭირდება ქალი ბედნიერებისთვის. ცხადია, ქალის ყოლა დანაშაული არ არის, მაგრამ ქალი არ უნდა იყოს მისი ცხოვრების ამოსავალი წერტილი. 1 Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 24 მაისი Posted 24 მაისი imenaa qurduli ibazraa Share on other sites More sharing options...
X_Ray Posted 24 მაისი Posted 24 მაისი 3 - კარგად ვერ გავიგე (მაგდენს რა დალევს ) 4 - სისულელეა. 6 - ეს პირიქით. ცოდოა კაცი ვისაც მუზა-ქალი არ ჰყავს პ.ს. დანარჩენებში გეთანხმები Share on other sites More sharing options...
ფორუმელი PoisonnIvy Posted 24 მაისი Posted 24 მაისი ხმერთო, რაში კარგავენ დროს ;დდდდდდდდდ 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 24 მაისი Author Posted 24 მაისი რეკომენდაციის სახით ვიტყვი, რომ სასურველია, მხოლოდ ნამდვილმა მამაკაცებმა დაპოსტონ თემაში. Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ფორთოხალი Posted 24 მაისი Posted 24 მაისი 9 minutes წინ, Sylar said: მხოლოდ ნამდვილმა მამაკაცებმა დაპოსტონ თემაში. ნამდვილმა მამაქალებმა რა დავაშავეთ? Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 24 მაისი Author Posted 24 მაისი @ფორთოხალი არაფერი, გარდა იმისა რომ აღნიშნულ სიასთან საერთო არ გაქვთ. Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ფორთოხალი Posted 24 მაისი Posted 24 მაისი @Sylar სუსტი არგუმენტია. Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია
დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო
რეგისტრაცია
შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო
რეგისტრაციაავტორიზაცია
Already have an account? Sign in here.
შესვლა