Jump to content
×
×
  • Create New...

რუსოფობია


Darkness
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
10 საათის წინ, Seth said:

მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ისაა რომ ყველა ეს ტიპი გაცილებით ნაკლებად "რეალიზებულია" ვიდრე საშუალოსტატისკური არაველური თეთრი ბურგუნდიულით ხელში, გოდარის ფილმის პრემიერის შემდეგ :) არადა იმათ ფულიც მეტი აქვთ, მანქანებიც უკეთესი, ჯეტები, მოსამსახურეები და ა.შ.

მუსიე სეტ - ეს ყველაფერი კარგია მაშინ როდესაც ადამიანი იმყოფება მუდმივ სამყაროში

ფაქტია რომ ჩვენი სამყარო თითოეული ჩვენგანისათვის მუდმივი არ არის - მაქსიმუმ +/- 80 წელი და მთავრდება 

და ამ 80 წელსაც არ ვაძლევთ ერთმანეთს საშუალებას დავტკბეთ იმით სადაც ვიმყოფებით ; მიზეზი ??? - ამბიციები 

იმათ კი აქვთ ვთქვათ ჩვენზე მეტი ფული მანქანები ჯეტები და მოსამსახურეები - მაგრამ რაა; ჩვენსავით არ კვდებიან ???

მაშ; მანქანა გვეყოლება რაკეტა თუ დიდი ფული - ეს არ ყოფილა იმის გარანტი რომ არ გარდავიცვლებით

ამავე დროს - რაც არ უნდა მაგარი მანქანა გყავდეს; მაგარი ქალი გყავდეს გვერდით; ან დიდი სახლი გქონდეს - არ ყოფილა ეს არაფერი საერთოდ (ანუ იმ გაგებით - სიკვდილისაგან გადამრჩენელი არ ყოფილან ესენი)

არც ცოდნა ყოფილა არაფერი თუ მისი გამოყენება არ იცი ; ან თუ იყენებ მხოლოდ საკუთარი სიმდიდრისა და ფუფუნებისთვის და მეზობელი კი მათხოვარი გყავს :(

ერთადერთი ჭეშმარიტი საქმე ქუეყანასა ზედა - ესაა კეთილი საქმეები  რომელსაც არამხოლოდ ამა ქვეყანასა ზედა აქვს "ბუმერანგის" ძალა და უკან გიბრუნდება არამედ იმ ქვეყნადაც მიგყვება :)  

ზემოთ ვწერდი კაცობრიობა ანგარებამ დააბრმავა და გზას ააცდინა-თქო :( 

ჯერ მე და მერე ჩვენ - ესაა ანგარება .... 

არ მგონია მუსიე სეტ კეთილი საქმე იყოს "ჩვენი" კეთილდღეობისა გამო "მეზობელი" გამვოაქლიავოთ ფუჭი იდეებით თუნდაც იგი ველურად მოგვაჩნდეს ...

აუუ რა ძალიან რთული თემაა :(

 

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

ჩემთვის რა იცვლება ვერ ვხვდები ? 

თუ იმ ქვეყნად არაფერი არ არის ; თუ ის ქვეყანა არ არსებობს; თუ მხოლოდ ეს ქვეყანაა რეალობა და გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი რჩება ; მთავრდება; - მაშ რა იცვლება ჩემთვის ?

80 წელი ბევრია ???  80 წლის ადამიანს რომ კითხო - რას გვიპასუხებს ??? - კიდევ 4-5 წელი და მერეო; გავა ის 4-5 წელი და კიდევ 2-3 წელიო; გავა ისიც და კიდე მინდაო - აი ამას გვიპასუხებს :(  ანუ არაფერი არ არის საერთოდ - წუთი-სოფელი ... წუთი წუთი და წუთი :( ერთი წუთია სოფელი ... 

და ამ წუთსაც რომ გიმწარებს ვინცხა :) ... ვაი მე . იცითთთ მე ძალიან მაგრად ვმღერი; მე საოცარი ჰანგები მესმის და საოცარ მუსიკას ვქმნი ; მე საუკეთესო ფილმებს ვქმნი;  მე ავტომობილი მოვიგონე ; მე კოსმოსური ხომალდი; მე 100 სართულიანი სახლი; მე ფული მოვიგონე; მე აგი მევიგონე მე იგი მევიგონე და კეთილი ინებეთ და დამაფასეთ !!!

ბჯოუ ;  ადამიანს - სამყარო შეუქმნა ღმერთმა და იგი არ დააფასა სათანადოდ და შენ ვინ ხარ ?! :D

აგერ ააა; იგი სმენა ; იგი მუსიკალური ხმა ; იგი ავტომობილის; კოსმოსური ხომალდის და მშენებლობა-შემოქმედების უნარი ღმერთმა მოგანიჭა ბიძიკო და მისით ხარ რაც ხარ და მადლობას არ უხდი ამხელა წყალობისა გამო და იგივე უმადურობას რომ იღებ პასუხად რაც სამყაროში გოუშვი რეიზა გიკვირს; რეიზა ; რეიზააა ??? :rofl:

ჰანგარება ზემოთ ხომ ვთქვით ? - ვთქვით

ეგი კიდო - ჰამპარტავნებააა ... 

ჰანგარი და ჰამპარტავანი ამ ქვეყნად გამეიყურება კომფორტულად ; თვარაა - იმ ქვეყნად სადაც მუდმივად უნდა ვიყოთ პირწავარდნილი ველურია :givi:

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
18 საათის წინ, Luca said:

გასპარ ნოე

შარლატანი ჰიპნოზიორია სენიორ) ფილმს კი არ გაჩვენებს არამედ შთაგაგონებს, ვნუშაეტ)) 

18 საათის წინ, Luca said:

ლოვე ვნახე და მერე ბევრი ვიკამათე ჯუნიორ მეგობართან რომელიც მიმტკიცებდა რომ ფილმი ვერ გავიგე.

 

ერთი სცენაა მანდ,  როგორც ფილმის მთავარი მესიჯი დამამახსოვრდა.  სექსის მერე წვანან, ამ ბიჭს და ვიღაც გოგოს მოკლე დიალოგი აქვთ,  და ბოლოს ეს გოგო ეუბნება, თუ ვინმე შეგიყვარდა ზნაჩიტ ლუზერი ხარო). ეს ბიჭი ჩაფიქრდება ღრმად) და სცენა იცვლება).  ლავ რო ქვია თან), ვაბშე ვინ არიან რა უნდათ?))

 

18 საათის წინ, Luca said:

გაყუჩდით

წყნარად

სპაკოინად

ეს სულ ასე არაა ისედაც, რა იცვლება? ერთადერთი ალბათ ის რომ თანამედროვე აღზნებულ გონებებს უფრო ძლიერი ტრანკვილიზატორი  ჭირდება.

 

18 საათის წინ, Luca said:

ბოზები სენიორ

:yes: ))

გიჟები )

 

Share on other sites

  • ფორუმელი
17 საათის წინ, kvipriane said:

მაგის საპირისპირო მხარეა წმიდა მამები და განსაკუთრებით მეუდაბნოე მამები :) საყვარელი ხალხი !!!

 

ხანდახან არის.. .ვთქვათ აი ბილიარდის თამაშისას სენიორ)  

მაგიდას რო უვლი, ცარცს უსვავ კიას, თან შარს უყურებ, მერე ლუზას, თვალით ზომავ, და ამ დროს გრძნობ ხანდახან ისეთი რწმენა გეუფლება), წინასწარ, დარტყმამდე ხედავ სამიზნე შარს ლუზაში) განსაკუთრებით საგრძნობია რთულ შარზე) არაჩვეულებრივი შეგრძნებაა. ზუსტად იცი/გრძნობ, როგორ დარტყა რა ძალით რა ეფეთი) 

წარმომიდგენია რა ნეტარება შეიძლება იყოს ის რწმენა, რასაც წმინდა მამები გულისხმობენ.)

Share on other sites

  • ფორუმელი

@kvipriane გეთანხმებით სენიორ, ანგარებასა და ამპარტავნობაზე რასაც წერთ... საქმე იმაშია რომ მერე როგორც ანვითარებთ იმაში აღარ გეთანხმებით :დ

 

განსხვავება არის ფუნდამენტური - თქვენი პოზიციიდან ადამიანი/სამყარო იყო "კარგი" და "ცუდისკენ" მიდის... ჩემი აზრით, ადამიანი/სამყარო იყო "ცუდი" და "კარგისკენ" მიდის...

 

ანგარება და ამპარტავნობა რულავს ამ სვლას ზუსტად იმიტომ რომ კრებსითი ადამიანი "უარყოფითი პერსონაჟია" ხოლო ასეთი კრებსითი ადამიანი ვერ იხელმძღვანელებს "დადებითი პერსონაჟის" იმპერატივებით. იმჰო.

Share on other sites

  • ფორუმელი

@kvipriane

ინებეთ ბატონოჩემო, 

Jeff Bezos puts sculpture that looks like his girlfriend on $500m superyacht (msn.com)

 

პაპა დოკი და მობუტუ კიარადა, სოფლელებიც საშინელ დღეში არიან ამ კუთხით... როგორ ჩუმად ჩაიცინებდა ამ სტატიის კითხვის ვინმე გროსვენორი ან რენე ჰემპშაიარის ან/და ლუბერონის მამულებში...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Seth said:

განსხვავება არის ფუნდამენტური - თქვენი პოზიციიდან ადამიანი/სამყარო იყო "კარგი" და "ცუდისკენ" მიდის... ჩემი აზრით, ადამიანი/სამყარო იყო "ცუდი" და "კარგისკენ" მიდის...

მუსიე სეტ - ვფიქრობ; ცუდი რომ ყოფილიყო და კარგისკენ მიმავალი უფალს არ დასჭირდებოდა განკაცება და ჯვარცმა 

ვერაფრით ვერ დავიჯერებ იმ აზრს რომ ადამი "ცუდად" შეიქმნდა და "კარგი" შემდგომ უნდა გამხდარიყო 

ჩემის მოკრძალებული აზრით ადამიანი სიკეთეების საკეთებლადა და ასევე სიკეთეების (და არა სიამეთა) მისაღებადაა შექმნილი

ხოლო; ადამიანსა და უფალს შორის კავშირის წყვეტამ მოიტანა მცდარი აზრი; ჩვევა და საქციელი; რომელიც შემდგომ ბოროტ ქმედებაში გადაიზარდა

დაშორდა ადამიანი ღმერთს ანუ ჭეშმარიტებას და ამან გამოიწვია მასში ყოველგვარი ქვენა გრძნობები და ამ გრძნობებზე აწყობილი/მორგებული უღირსნი საქციელნი - რომელთა შორის ერთ-ერთი პირველი ერთმანეთის დასხივება/გამოქლიავება ანუ ექსპლოატაციაა ... 

წარმოიდგინეთ სამყარო სადაც ერთ ადამიანს გაუჭირდა და მილიონები დგებიან მის გვერდით; ზოგნი მატერიალურად; ზოგნი მორალურად და ა.შ. და ამის კეთება ბავშვური გულუბრყვილობით; ალალად უხარიათ !!! და არა რეკლამისა და შემდგომი მეცენატობისათვის სჭირდებათ !!! 

ასეთ სამყაროში მინდა ცხოვრება :D ოღონდ არ მითხრათ ეხლა : - გინდა კარგია ; უნდა გერგებოდესო :rofl: 

ვიცი ; არ ვართ ღირსნი არაფრით; მაგრამ მინდა და რა ვქნა ; სურვილის უფლება ხომ მაქვს ? ;( ... 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   80 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 80 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(9)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(3)