ფორუმელი Sylar Posted 13 მაისი, 2023 Posted 13 მაისი, 2023 1) ხალხურ და თანამედროვე მედიცინაზე? ჩემი აზრით, თანამედროვე მედიცინა იმ გეგმის ნაწილია, რომელსაც დანაწევრებული, ზარმაცი, დაღვრემილი და ემოციურად გაქვავებული საზოგადოება სჭირდება. თანამედროვე მედიცინა დაგინიშნავთ ანტიდეპრესანტებს, ისევე როგორც მე დამინიშნეს და გეტყვით, რომ ესაა გამოსავალი. თქვენც დაუჯერებთ. პრობლემა არ გაქრება, უბრალოდ მიყუჩება მოხდება დროებით. შემდეგ, უფრო დიდი დოზა დაგჭირდებათ და მაგისთვის მიაკითხავთ ექიმს, ისიც სიამოვნებით გამოგიწერთ და ასე ჩაებმებით ჩაკეტილ წრეში, საიდანაც ან გამოხვალთ, ან ვერა. მე უარი ვთქვი მათ მიღებაზე და აბა საიდან იცი ეგ ყველაფერიო არ მკითხოთ ეხლა პროვოკატორებივით. ზოგადად, მგონია რომ ეკლესიაზე არანაკლები მაფიაა სამედიცინო სფერო. 2) ხელოვნურ ინტელექტზე? როგორ ფიქრობთ, რა შედეგები მოჰყვება დროთა განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას და რა გადაწონის, დადებითი მხარეები, თუ უარყოფითი? ჩემი წარმოდგენით, AI-ის განვითარება საწყისი არა, მაგრამ ღირსეული გაგრძელება იქნება ადამიანების დაზომბების, გაზარმაცების, დადებილების, etc. არაფრის დამახსოვრება აღარ გვიწევს, ჩვენს მაგივრად იმახსოვრებენ. არაფრის გამოთვლა აღარ გვიწევს, ყველაფერი მზამზარეულია, რაც, თავის მხრივ, კომფორტულია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ მუდმივად კომფორტში ყოფნა ადამიანს კარგს არაფერს უშვრება და პირიქით, სტაგნაციის ( ან რეგრესის ) მდგომარეობაში აგდებს, სწორედ კომფორტის ზონიდან ხშირი გამოსვლაა წინსვლის და ადამიანური პროგრესის საწინდარი. ტექნოლოგიები არ მეზიზღება, მეც ვიყენებ აქტიურად, მაგრამ ბალანსის დაჭერაა საჭირო. უნდა გამოვიყენოთ და არა პირიქით, გავხდეთ გამოყენებული. 3) აქტუალური თემები. თითქმის ყველაფერი, რაც აქტუალურია და რაზეც ხალხი მასობრივად ბჭობს, არ ფიქრობთ, რომ ხელოვნურად შემოგდებული და ჩვენი ტვინების დასაკავებელი საშუალებებია, რომ ვილაპარაკოთ არაფერზე და ამაში გავატყნათ ჩვენი ცხოვრება, საითაც საჭიროა იქით არასდროს გავიხედოთ? რასიზმი, ქალი ვერსუს კაცი, გენდერული მანიპულაციები და ასეთი მასობრივი თემები, რომელსაც მოცული აქვს ბოლო პერიოდში ცივილიზებული მსოფლიო. ფორუმზე აღარ განვიხილავთ ამ თემებს დიდად, თუმცა ფეისბუქზე სულ ერთადერთ ჯგუფში ვარ, სერიალების ჯგუფია, სადაც ერთ-ერთ ფემინისტური სულისკვეთებით აღვსილ პოსტს ვუპასუხე. მშვიდად, წყნარად და ზრდილობიანად შევედი დიალოგში, პასუხად დამატყდა ქალური აგრესია, ქალური სარკაზმი, ტირილის ემოჯიების ნოტიფიკაციები მომდის დღემდე. ხალხს სერიოზულად ჰგონია, რომ მარტო ამ ქვეყანაში ხდება ნეგატიური მოვლენები, ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, დედამიწაზე ჯოჯოხეთის არსებობის სწამთ, რომელსაც საქართველო ჰქვია და რომლიდანაც წასვლა შეუძლიათ, მარა მაინც არ მიდიან. ისიც კი მითხრეს, რომ ამერიკას საქართველოზე მდიდარი ისტორია ჰქონია. აგრესია არ მიჩნდება, რადგან ვხვდები, რომ გულწრფელად სჯერათ იმისი, რასაც ამბობენ და ვიცი, რა ჭკვიანურ პროპაგანდას აქვს ნამუშავები, ვერ ვამტყუნებ, რა ქნან. 4) პოსტის დასრულებამდე ეს თემა ამომიტივტივდა დაზომბების საკითხზე, ღამის კლუბები. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ვყოფილვარ ღამის კლუბში, მაინც თამამად გეტყვით, რომ ღამის კლუბების დედას შევეცი და რატომ. პირდაპირი მნიშვნელობით, ღიად და ცხადად ემსახურება დაზომბებას. პირდაპირ გეუბნება, რომ მე ვარსებობ იმისთვის, რომ შენ დედა გიტირო, ღამეები გათენებინო, დრაგებით გაგჭყიპო, დაგადებილო, შენი უბადრუკი არსებობის შესაცვლელად არაფრის მოფიქრებისკენ არ გიბიძგო, იმიტო რო ყოველდღე პარასკევ საღამოს ელოდები რო ამ ენით აღუწერელ ყლეობა მუსიკაზე ( რასაც მუსიკასაც ვერ დავარქმევ ) დრაგგადაყლაპულმა ( აბა ფხიზელი მაგ ყლეობას ვინ მოუსმენს ) თავი უნდა აქნიო კლუბში მთელი ღამე და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნაგროვები ბოღმა და ნეგატივი რეივის განუმეორებელ პროცესს გაატანო. მარა თან რა გინდა რო ქნა? ცალკე ადამიანის თავისუფლება ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა და ისედაც იმ დონეზე აქვს დედა ნატირები, რომ კლუბების კარებს ხო არ აუჭედავ და აუკრძალავ ჩასვლას? 5) გიფიქრიათ თუ არა იმაზე, თუ რისი შეფარული ნიჭი გაქვთ? ძალიან დიდი ხანია მაქვს ეგ ზაიობი, რომ ჩემში მუსიკოსის ნიჭი იმალება, რომელსაც გამოვლენის საშუალება არ მიეცა. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შეგრძნება და რა მიმართულებით? Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 13 მაისი, 2023 Posted 13 მაისი, 2023 აუდიო ფორმატი რო ცადო? ტიკტოკზე ან ტვიტერზე მაგალითად. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 13 მაისი, 2023 Author Posted 13 მაისი, 2023 11 minutes წინ, 01000001 said: აუდიო ფორმატი რო ცადო? Anonymous-ის მასკით დავჯდე და ვიბაზრო ცუდ ძიებზე? ტიკტოკს ვინც სქროლავს, მაგისთვისაა მანდ, რომ 5 წამში მიიღონ ახალ-ახალი ინფორმაცია და არა თუნდაც 2 წუთში. Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 13 მაისი, 2023 Posted 13 მაისი, 2023 11 minutes წინ, Sylar said: Anonymous-ის მასკით დავჯდე და ვიბაზრო ცუდ ძიებზე? ანიმირებული AI ნახატი დაადე რამე თემატური. ამ ტიპს რო აქვს კანალზე 15 minutes წინ, Sylar said: ტიკტოკს ვინც სქროლავს, მაგისთვისაა მანდ, რომ 5 წამში მიიღონ ახალ-ახალი ინფორმაცია და არა თუნდაც 2 წუთში. საკუთარი თავისათვის ატვირთავ მაინც. ნუ წლების მერე რომ გადახედო. ლოგის პონტში. აჩომ დუმალ ჩემ ჟილ.. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 13 მაისი, 2023 Posted 13 მაისი, 2023 58 minutes წინ, Sylar said: არაფრის დამახსოვრება აღარ გვიწევს, ჩვენს მაგივრად იმახსოვრებენ. კიდვე უფრო მცირე ძალიან მცირე ადამიანი მიიღებს კარგ განათლებას და დასვამს დასასმელ კითხვებს. ვინც ეგრე იფიქრებს ახლაც ზომბები არიან, მერეც ზომბები იქნებიან. ბიომასა. ამიტომ ხარისხიან ადამიანებსა და უხარისხოებს შორის სხვაობა კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება. Share on other sites More sharing options...
Darkness Posted 13 მაისი, 2023 Posted 13 მაისი, 2023 1- ხალხური მედიცინის არ მჯერა. ანტიდეპრესანტებზე გეთანხმები.თუმცა თანამედროვე მედიცინას ძალიან ბევრი პოზიტიური ცვლილება მოაქვს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა რომ იზრდება მათი დამსახურებაა. 2- ჩვენი გაზარმაცება ai-ს ბრალი არ არის. ზოგადად განათლების პრობლემაა, იყო, არის და იქნება, სანამ ღირებულებებს არ შევიცვლით. ყველას უნდა ბევრი ფული, მაგრამ უმეტესობას კიდია მეცნიერება, არადა პროგრესი მეცნიერებაშია. ხელოვნური ინტელექტი ძლიერი იარაღი ბევრი მონოტონური საქმის გასამარტივებლად. გარკვეული საფრთხე არის, თუმცა ადამიანის უპირატესობა, გამოწვევებთან ადაპტირებაშია. 3- ისევ განათლების პრობლემაა. ცივილიზებულ ადამიანს გაცნობიერებული აქვს საკუთარი საზღვრები და კომპლექსებს სხვისი ჩაგვრით არ ინაზღაურებს. რასიზმი, თუ ნებისმიერი ჩაგვრა, ფართო კონტექსტში განათლების ნაკლებობიდან მოდის. სულ არ მინდა, გენდერზე საუბარი, მაგრამ ვიღაც მამისტოლი კაცი რომ მიმითითებს საზოგადოებაში ჩემს როლზე, ადგილზე და ფუნქციაზე, იქ გულანთებული ფემინისტკა მენთება. მამა შვილს რომ აუპატიურებს, ისეთი თემაა, გულგრილად ვერ ჩაუვლი. ან ნებისმიერი ტიპი რომ შენს გაუპატიურებას ცდილობს. რთულია მაღალ მატერიებზე საუბარი, იმ სოციუმში ცხოვრებისას რომელიც საბაზისო დონეს ვერ სცდება და ფსევდო-მორალით ცხოვრობს. შენნაირი ტიპები პროპაგანდაზე რომ საუბრობენ ეგ ცალკე მსჯელობის საკითხია. საბაზისო ადამიანის უფლებებია. როგორ არ უნდა აღშფოთდე? 4- კლუბებში არ დავდივარ. თუმცა ასე ნეგატიურადაც არ შევხედავდი, გართობასთან ერთად, სოციალიზაციის ფორმაა. იქნებ, ტიპს არც უნდა ამის იქით სხვა რამეზე ფიქრი? იქნებ, მისი ყოველდღიურობაა დაზომბება და ამ ზავოდ-კრაოტ რეალობისგან ერთადერთი გასაქცევი ადგილი კლუბია? 5- მწერალი, ფოტოგრაფი, მსოფლიოს გარშემო მოგზაური და ა.შ. ფარული ნიჭებია ალტერნატიული რეალობიდან🤣 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 13 მაისი, 2023 Author Posted 13 მაისი, 2023 11 minutes წინ, Mulan said: ამიტომ ხარისხიან ადამიანებსა და უხარისხოებს შორის სხვაობა კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება. ვისთვის? ხარისხიანი ადამიანებისთვის თუ უხარისხოებისთვის? უხარისხოები ისევ ერთნაირები იქნებიან და ისევ ვერ შეამჩნევენ საკუთარ უხარისხობას, ხოლო ხარისხიანები დღესაც ხედავენ მაგ განსხვავებას და მათთვისაც არაფერი შეიცვლება. 18 minutes წინ, 01000001 said: საკუთარი თავისათვის ატვირთავ მაინც. ნუ წლების მერე რომ გადახედო. ლოგის პონტში. აჩომ დუმალ ჩემ ჟილ.. თუ ოდესმე რამე მაგდაგვარი გავაკეთე, ვერ მოვიტყუებ თავს, რომ ჩემთვის ვაკეთებ. ავხსნათ რატომ. იმიტომ რომ ჩემთვის რომ მინდოდეს მხოლოდ გაკეთება, ჩემთვის გადავიღებდი/გავაკეთებდი ვიდეოს და მეგდებოდა სადმე სწრაფმარჭვზე. თუ სოც.მედიაში ვტვირთავ, ესე იგი სხვების გამოხმაურება/რეაქციებითაც ვარ დაინტერესებული, ან ყველაზე კარგ ვარიანტში, კარგი ტიპი ვარ და მინდა, რომ საღი აზრი გავავრცელო და ვიღაცები დავაფიქრო რაღაცებზე. Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი რედაქცია Posted 13 მაისი, 2023 Posted 13 მაისი, 2023 (შესწორებული) 12 minutes წინ, Darkness said: შენნაირი ტიპები პროპაგანდაზე რომ საუბრობენ ეგ ცალკე მსჯელობის საკითხია არ გიფიქრია, რომ სინამდვილეში ჩვენ ყველანი პროპაგანდის მახვერპლები ვართ? ძალიან რთულია თან თავის დაღწევა და შეუძლებელიც კი, თუ განდეგილი არ გახდი მართლა და არ შეწყვიტე ინფორმაციის მიღება. უბრალოდ არსებობს ცოტა ბნელი,ძალიან ბნელო და ოდნავ ან საკმაოდ ნათელი პროპაგანდა. საკმაოდ დიდი თემაა, ყოჩაღ დაწერა ვისაც არ ეზარება. არადა მეც საკმაოდ დავწერე , თუმცა ნაკლები ვიფიქრე და არ დავიღალე Edited 13 მაისი, 2023 by რედაქცია Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა