Jump to content
×
×
  • Create New...

Dark Truthცი


Sylar
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
ონლაინ, Seth said:

არ ვიცი სენიორ, გამიჩნდება ნელ-ნელა.

ზოგადად გაბერლიოზებაა ყველა მენსტრიმული განათლების სისტემის მიზანი, არა? ამასთანავე მთავარი საშიშროება იმაშია რომ ბერლიოზი სუკაც არ იყო გაუნათლებელი სენიორ, პირიქით…

მაგრამ თავი მაინც მოსჭრეს პაატასავით…

მართალი ბრძანდებით მუსიე სეტ - თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ ციფრებიანი პატივცემული ფრიანდ განსაკუთრებული შემთხვევაა და ჩემის იმჰო აზრით ღირს ყურადღების მიპყრობა :D ; გამოსაკვლევია ეს ფენომენი ; - სადაა ნეტავ სენიორ ერიკი ასეთი მასალა ჩაგვივარდა ხელში და ... :nah:

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Sylar said:

რა განსაკუთრებულ სარგებელს მოელი ტექნოლოგიებისგან?

მთელი კოსმოსია ასათვისებელი, უამრავი რაღაც გამოსაგონი და აღმოსაჩენი, შენ კიდევ სამუშაოებს გააქრობსო)) ადამიანად ყოფნის მუღამი ადაპტირების უნარშია. ერთი პროფესია ქრება ჩნდება სხვა. ჩემს ბავშვობაში ჯერ კიდევ იყვნენ ფეხსაცმლის გამპრიალებლები და სხვა არაერთი. თუმცა მათი გაქრობა პროგრესის ნაკლი არ არის, პირიქით სხვა პროფესიის ათვისების საჭიროება გაჩნდა.

1 საათის წინ, Sylar said:

კოვიდის დროს მივეცით ჩვენი დამონების საშუალება?

პანიკა ყოველთვის დიდ ძალაუფლებას აძლევს მთავრობას. თუმცა დამონება სხვაა. მთავრობის დისკურსი მალევე შეიცვალა, როცა ხალხიდან მორჩილების მზაობა აღარ იყო. დამონებას მონური ფსიქოლოგია სჭირდება, რასაც წლობით მუშაობა უნდა. მხოლოდ შიში არ ყოფნის, საკუთარი უსუსურობის აღიარება სჭირდება.

1 საათის წინ, Sylar said:

შეგეშინდა? :eh: 

ნწ, ანტივაქსერების კასტის წევრად არ მინდოდა ყოფნა. ზოგადად ვაქცინები რომ არა, დღეს სიკვდილიანობა ძალიან მაღალ დონეზე იქნებოდა.

1 საათის წინ, Sylar said:

წიგნებს არ ვკითხულობ და რა წერია აბა მოყევი.

წიგნები ბევრი რამის გადაფასებაში გეხმარება. მაგალითად, ახლა, ეკოს ,,ბაუდოლიონის" ვკითხულობ, ერთი მეფე ბოშებზე ჰყვება, როგორი ჩამორჩენილი კულტურის ხალხია, გართობა არ იციან, პრიმიტიული არიან, ღვინო განზავებული ძმარიაო.. თუმცა, იქვე ჩერდება და აღფრთოვანებით იხსენებს ბოშურ კერძს, რომელიც ყველაზე გემრიელი რამ აღმოჩნდა, რაც კი ოდესმე გაუსინჯავს. ჰოდა, ეს კერძი ჩაშუშული ბავშვია. პაწუკა ბავშვის ხორცი თურმე უგემრიელესი დელიკატესი ყოფილა. თან კითხულობ და დღევანდელი გადმოსახედიდან სული გიშფოთდება და გული გიწუხს, წარმოდგენაზეც კი. თან არ გიკვირს მათი სისასტიკე, თუ ბოროტება, სხვა დრო იყო, სხვა რაღაცები ეველურებოდათ, მათი მორალური კოდი თუ მენტალობა სხვა ღირებულებებზე გადიოდა.

1 საათის წინ, Sylar said:

პოლიტიკოსები და მთავრობები არიან აისბერგის წვერები, რომელთა უკან მთლიანი აისბერგია, რომელიც არ ჩანს, ანუ რეალური მმართველები, Secret society-ს სახით, თუნდაც. 

ამაზე გამახსენდა, ამერიკაში არსებობს ჯგუფი, რომელსაც სჯერა, რომ დედამიწა ბრტყელია. კოსმოსის სურათები, მთვარეზე მოგზაურობა, დედამიწის ფოტოები და ა.შ. მთავრობის შეთქმულების თეორიის ნაწილად მიაჩნიათ))

შენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, შეთქმულების თეორიები ძალიან მიყვარს, უფრო სწორედ მათი დეკონსტრუქცია და იმის ანალიზი თუ მათი მეშვეობით ვინ ხეირობს.

Edited by Darkness
Share on other sites

1 საათის წინ, Moor said:

ლონდონი ყოველთვის იყო უსაფრთხო ადგილი მისთვის. ძირითადი თეზისების ჩამოყალიბებაც ლონდონში დაევალა და კაპიტალიც მანდ შეიქმნა, ყველაზე მეტი დრო მანდ გაატარა, ინტერნაციონალი მანდ მოიხოდა, მარა მაშინ როცა დევნიდა გერმანიაც და საფრანგეთიც, ლონდონში ეს არ მომხდარა. არადა ლონდონშიც ეწეოდა პოლიტიკურ საქმიანობას თითქოს. 

ეგ რომ მახსოვს, ამიტომ ძალიან საყვარელი კონსპირაციულ თეორიად მომეჩვენა. თან რაც უფრო მეტ რაციონალურ საფუძველს ეყრდნობა შ.თ. მით უფრო დამაჯერებლის განცდას გიტოვებს.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Moorრანაირად მოხვდა ლევაკი გენიოსა ენგელსი სალფორდში და საერთოდ ვინ მისცა ასეთ წმინდა და შეურყვნელ :დ ლევაკს მანდ ოპერირების უფლება?

კარგად რომ გავიგოთ რას ნიშნავდა ტექსტილის ბიზნესი მე-19 საუკუნეში - 

The British textile industry drove the Industrial Revolution, triggering advancements in technology, stimulating the coal and iron industries, boosting raw material imports, and improving transportation, which made Britain the global leader of industrialization, trade, and scientific innovation.

აი ამას ნიშნავდა :დ ანუ ჰართ ოფ ზი ჰართ ოფ გლობალ ვიქტორიან დომინეიშენ ინ ზი ვორლდ :დ

 

ჰოდა, აი მანდ ჩავიდა ლევაკი, პროლეტარიატის ბედზე დამშვრალი ფრიდრიხი და დაიწყო ფულის კეთება... ჩავთვალოთ რომ ბრიტები იმდენად გულუბრყვილოები არიან რომ - კაი ჯანდაბას, გააკეთოს მაყუთი ამ ვანაბი პროლეტარიატზე დამაშვრალმა, ბიზ(მ)ესი წმინდააოო :დ

მაგრამ

ჰოი საოცრებავ, ამ ვანაბიმ დაფინანსება დაიწყო ბრიტების მთავარი მტრის (იდეოლოგიურად) მისტერ მარქსის და მისი Thought Process-ის :დ მაგრამ გულუბრყვილო ბრიტებმა ესეც დაიკიდეს...

მერე

ჰოი კიდევ უფრო საოცრებავ, მისტერ მარქსმა უცებ გახოდა (ც) თანამედროვე გურჯი. ბრიტანეთის ელიტას კონკრეტულ ნაწილზე და გუშინ პიმლიკოს რომ ვერ სცდებოდა :დ დღეს ბრიტანეთის ელიტის კონკრეტულის ნაწილის საუკეთესო ოჯახებში მიიწვიეს... მართალია იშვიათად მაგრამ მაინც :დ ესეც ჯანდაბას, მივაწეროთ ვიქტორიას და კოს გულუბრყვილობას :დ

 

მერე

 

ჰოი კიდევ უფრო საოცრებავ :დ და ამ მისტერ მარქსმა რაც დაწერა აიტაცეს გაგიკვირდებათ და არა ბრიტანეთში სადაც პატივცემული მოღვაწეობდა არამედ კონტინენტურ ევროპაში :დ კარგით ესევ მივაწეროთ ინგლ. გაუნათლებლობას... წერა -კითხვა უჭირდათ და კარგად ვერ გაიგეს "კაპიტალის" გენიალურობა :დ

 

მერე

 

ჰოპი კიდევ უფრო საოცრებაც და ამ წიგნის ნიადაგზე კონტ. ევროპაში მოკვდა ჯამში დაახლოებით 50 მლნ ადამიანი დაახლოებით 60 წელიწადში დაიღვარა უამრავი სისხლი და გაუბედურდა 5 ამდენი ადამიანი.... მაგრამ საოცრება x5 :დ ამ ყველაფერმა ახლოსაც კი არ ჩაუარა ბრიტანეთს სადაც ამ წიგნის ავტორი ამ წიგნს წერდა :დ

 

 

ჰოდა, ამ ყველაფრის მერე ლოგიკურად ჩნდება კითხვა - რა ეწოდება ადამიანს რომელსაც ამდენი საოცრებების სჯერა? 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Darkness said:

ამაზე გამახსენდა, ამერიკაში არსებობს ჯგუფი, რომელსაც სჯერა, რომ დედამიწა ბრტყელია. კოსმოსის სურათები, მთვარეზე მოგზაურობა, დედამიწის ფოტოები და ა.შ. მთავრობის შეთქმულების თეორიის ნაწილად მიაჩნიათ))

მე თუ არ მაქვს აზრი დედამიწა ბრტყელია თუ არა, რითი მიმტკიცებ, რომ მრგვალია? კოსმოსიდან ნახე შენ პირადად?  :lolz: 

მეორეს მხრივ ვის რაში უნდა დასჭირვებოდა ბრტყელი მრგვლად წარმოეჩინა, მაგრამ დავუშვათ იმ ხალხს აქვს ეგ პოზიცია , რა მერე? შენ ან სხვას რას უწყვეტს? რატომ არის ამაზე კამათი? :lool:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
10 minutes წინ, Seth said:

@Moorრანაირად მოხვდა ლევაკი გენიოსა ენგელსი სალფორდში და საერთოდ ვინ მისცა ასეთ წმინდა და შეურყვნელ :დ ლევაკს მანდ ოპერირების უფლება?

კარგად რომ გავიგოთ რას ნიშნავდა ტექსტილის ბიზნესი მე-19 საუკუნეში - 

The British textile industry drove the Industrial Revolution, triggering advancements in technology, stimulating the coal and iron industries, boosting raw material imports, and improving transportation, which made Britain the global leader of industrialization, trade, and scientific innovation.

აი ამას ნიშნავდა :დ ანუ ჰართ ოფ ზი ჰართ ოფ გლობალ ვიქტორიან დომინეიშენ ინ ზი ვორლდ :დ

 

ჰოდა, აი მანდ ჩავიდა ლევაკი, პროლეტარიატის ბედზე დამშვრალი ფრიდრიხი და დაიწყო ფულის კეთება... ჩავთვალოთ რომ ბრიტები იმდენად გულუბრყვილოები არიან რომ - კაი ჯანდაბას, გააკეთოს მაყუთი ამ ვანაბი პროლეტარიატზე დამაშვრალმა, ბიზ(მ)ესი წმინდააოო :დ

მაგრამ

ჰოი საოცრებავ, ამ ვანაბიმ დაფინანსება დაიწყო ბრიტების მთავარი მტრის (იდეოლოგიურად) მისტერ მარქსის და მისი Thought Process-ის :დ მაგრამ გულუბრყვილო ბრიტებმა ესეც დაიკიდეს...

მერე

ჰოი კიდევ უფრო საოცრებავ, მისტერ მარქსმა უცებ გახოდა (ც) თანამედროვე გურჯი. ბრიტანეთის ელიტას კონკრეტულ ნაწილზე და გუშინ პიმლიკოს რომ ვერ სცდებოდა :დ დღეს ბრიტანეთის ელიტის კონკრეტულის ნაწილის საუკეთესო ოჯახებში მიიწვიეს... მართალია იშვიათად მაგრამ მაინც :დ ესეც ჯანდაბას, მივაწეროთ ვიქტორიას და კოს გულუბრყვილობას :დ

 

მერე

 

ჰოი კიდევ უფრო საოცრებავ :დ და ამ მისტერ მარქსმა რაც დაწერა აიტაცეს გაგიკვირდებათ და არა ბრიტანეთში სადაც პატივცემული მოღვაწეობდა არამედ კონტინენტურ ევროპაში :დ კარგით ესევ მივაწეროთ ინგლ. გაუნათლებლობას... წერა -კითხვა უჭირდათ და კარგად ვერ გაიგეს "კაპიტალის" გენიალურობა :დ

 

მერე

 

ჰოპი კიდევ უფრო საოცრებაც და ამ წიგნის ნიადაგზე კონტ. ევროპაში მოკვდა ჯამში დაახლოებით 50 მლნ ადამიანი დაახლოებით 60 წელიწადში დაიღვარა უამრავი სისხლი და გაუბედურდა 5 ამდენი ადამიანი.... მაგრამ საოცრება x5 :დ ამ ყველაფერმა ახლოსაც კი არ ჩაუარა ბრიტანეთს სადაც ამ წიგნის ავტორი ამ წიგნს წერდა :დ

 

 

ჰოდა, ამ ყველაფრის მერე ლოგიკურად ჩნდება კითხვა - რა ეწოდება ადამიანს რომელსაც ამდენი საოცრებების სჯერა? 

ეს პოსტი დავწერე იმ მიზნით რომ თუ ვინმეს რეალურად აინტერესებს ეს ამბავი რა და როგორ იყო, საკმარისი საფუძველი ექნება თუ ექსფლორ...

 

მათთვის კი ვისაც მარტო მარქსის ბანძობის საკითხი ადარდებს - ინტელექტის მქონე ადამიანი, ამ საკითხის განხილვისას დასვამდა ერთ მარტივ კითხვას -

- როგორ მოხდა რომ პლანეტაზე დომინანტი ქვეყანა, რომლის დომინანტობის იდეოლოგიური პარადიგმა მთლიანად დგას ადამ სმიტზე და კოზე, აფინანსებს და ინახავს ამავე იდეოლოგიის მოსისხლე მტერს და მეტიც, უფლებას/საშუალებას აძლევს ეს მტრული იდეოლოგია დააფინანსოს, დახვეწოს და მისი პოპულარიზაცია მოახდინოს ?

 

აი ასეთი კითხვა თუ არ დაგებადება და/ან მერე პასუხის მოძებნას მაინც არ შეეცდები :დ ზერ იზ სამსინგ რიალი ვრონგ ვიზ იუ მეით :დ

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
33 minutes წინ, Darkness said:

მთელი კოსმოსია ასათვისებელი, უამრავი რაღაც გამოსაგონი და აღმოსაჩენი, შენ კიდევ სამუშაოებს გააქრობსო))

სიტყვაზე, მუშახელის 80% რომ უმუშევარი დატოვოს მსოფლიოს მასშტაბით, შენთვის პრობლემა არ იქნება, რადგან სამაგიეროდ კოსმოსზე უფრო მეტი აღმოჩენა გვექნება? 

 

33 minutes წინ, Darkness said:

ერთი პროფესია ქრება ჩნდება სხვა.

არგუმენტებს, რასაც ვისმენ ხოლმე და მათ შორის რაც მოვისმინე ამ თემაში, გასდევს ის გამოცდილება, რაც მიღებული გვაქვს ისტორიის მანძილზე, მაგრამ იმას არ ვითვალისწინებთ, რომ ხელოვნური ინტელექტი არ გვქონდა ადრე. გამოიგონეს მანქანა და აღარ გვჭირდებოდა კარეტებით სიარული ქალაქიდან ქალაქში, ვაუმჯობესებდით საშუალებებს, რითიც შეგვეძლო გადაადგილება სიტყვაზე, მაგრამ ახლა გვაქვს ტექნოლოგია, რომელიც ჩვენს მაგივრად ფიქრობს, ჩვენზე სწრაფად ფიქრობს და ჩვენზე ზუსტად. 

33 minutes წინ, Darkness said:

მთავრობის დისკურსი მალევე შეიცვალა, როცა ხალხიდან მორჩილების მზაობა აღარ იყო.

რა დისკურსი შეიცვალა? ყოველი აკრძალვა უნდა ემსახურებოდეს რეალურ შედეგს და სიკეთეს. 

აკრძალვის ფონზე რო ცოლ-ქმარი ვერ ჯდებოდა მანქანაში და ერთი ოჯახიდან გამოსული ხალხს ცალ-ცალკე ტრანსპორტი უნდა ეძებნათ გადასაადგილებლად, მაგას ვინ ამიხსნის, მაგალითად? 

9 საათამდე რო გარეთაა მთელი ქალაქი და 9-ის მერე აღარ, მაგით რა რეალური შედეგი უნდა მივიღო? 

ცალ-ცალკე წუწუნებდა ხალხი ამ ყველაფერზე, მაგრამ რაიმე რეალური, ქმედითი ნაბიჯი ხომ არ გადაგვიდგამს ამ ყველაფრის წინააღმდეგ? არა. 

ნუ დასავლეთზე საუბარი აღარაა. სრულმა უმრავლესობამ ულაპარაკოდ მიიღო ვაქცინა, ულაპარაკოდ მიიღო შეზღუდვები და ულაპარაკოდ შერაცხა დემონად ყველა, ვისაც ნიღაბი არ ეკეთა))

მთავარი დამავიწყდა, სამსახურები რო დაკარგა ხალხმა იმის გამო, რომ არ აიცრნენ :) ხუი ივო ზნაეტ ნივთიერება რო არ შეუშვეს საკუთარ სხეულში. 

33 minutes წინ, Darkness said:

ნწ, ანტივაქსერების კასტის წევრად არ მინდოდა ყოფნა.

What the actual fuck did I just read? იმის გამო, რომ ანტივაქსერების კასტა არ გევასებოდა, აიცერი რომ მათთან საერთო არაფერი გქონოდა? ისევ იმ ძველ საკითხს მივადექით, რაზეც საუბარი მქონია არაერთ ადამიანთან, მნიშვნელობა არ აქვს ჭკვიანია, სულელია, შეგნებულია თუ შეუგნებელი, თითქმის ყველას სენია.

ანტივაქსერების დაახლოებით 90%-თან არანაირი იდეური ბმა არ მქონია, მაგრამ სისულელე არ იქნებოდა, ამის გამო რომ ავცრილიყავი? როცა ეგეთ გადაწყვეტილებას იღებ, შენი მიზეზი უნდა გქონდეს რატო აკეთებ, ან რატო არ აკეთებ. იმ ადამიანებს დაემსგავსე მაგ საქციელის გაკეთებისას, რომლებიც ამბობენ, რომ სიტყვაზე "BMW" ყ** მანქანაა, რადგან ძალიან ბევრი ყ** მძღოლი ჰყავს. ან არ ევასება სიტყვაზე პინკ ფლოიდი, რადგან მილიონობით მსმენელი ჰყავს და იუთუბზე რაღაც 347 ნახვიან სიმღერებს უზის, რომ იქიდან გააზიაროს რამე და თავი აღმატებული უმცირესობის წევრად იგრძნოს. აბა დაფიქრდი. :yes: 

33 minutes წინ, Darkness said:

ზოგადად ვაქცინები რომ არა, დღეს სიკვდილიანობა ძალიან მაღალ დონეზე იქნებოდა.

Really?) კოვიდის სიკვდილიანობა იყო ბევრად დაბალი, ვიდრე იმ გრიპების, რომლებიც გადაგვიტანია წლების განმავლობაში, მაგალითად ღორის გრიპის. კოვიდის მთავარი პრობლემა არ იყო ამ ვირუსის სიმძლავრე. მთავარი პრობლემა იყო მისი მარტივად და სწრაფად გავრცელებადობა, რამაც პანდემია გამოიწვია. ვაქცინა არ მოქმედებდა გავრცელება/არ გავრცელების საკითხზე, ვაქცინაზე გვეუბნებოდნენ, რომ უბრალოდ უფრო მსუბუქად გადავიტანდით, მაგრამ რატომ არავის მოსდომებია ვაქცინის გამოშვება ღორის გრიპის საწინააღმდეგოდ, სიტყვაზე? რომელიც ბევრად უფრო საშიში და მომაკვდინებელი იყო, ვიდრე კოვიდი? 

33 minutes წინ, Darkness said:

წიგნები ბევრი რამის გადაფასებაში გეხმარება.

წიგნებზე ჩემი ნათქვამი რომ სერიოზულად აღიქვი, ღიმილი ვერ შევიკავე :rolleyes: 

33 minutes წინ, Darkness said:

მთავრობის შეთქმულების თეორიის ნაწილად მიაჩნიათ))

რაო, რას ამბობენ, რისთვის სჭირდებათ ჩვენი დაბოლება არ მხრივო? 69-ში რომ არმსტრონგმა მთვარეზე გაიარა, მაგის არც მე მჯერა :) 

 

Edited by Sylar

Angels lie to keep control.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   545 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 545 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • Googlebot(5)
    • YandexBot(2)