Jump to content
×
×
  • Create New...

Trolley problem-ის ვარიაცია


Sylar
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Seth said:

 ეს პატივცემული ამდენს ვერ ჩაწვდა ჯერჯერობით მაგრამ რაინდულად იცავს იმ პატივცემულს... :დ

ასწორებს რაინდობა მუსიე სეტ :yeah:

ვაკურთხოთ რაინდად როგორც არაპატარა ლედი მულანი და პრობლემაც მოგვარდება - ალალად ვამბობ უფალია მოწმე !!! :)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

  

4 minutes წინ, Seth said:

ეს ჩვენი რაინდი :დ გამოესარჩლა ჩვენს მდედრობითი სქესის იუზერს

რა შუაშია მდედრობითი სქესის იუზერი, 1 წამით მაინც გჯერა რო ჩემი აზრის საწინააღმდეგოდ მივდივარ მარტო იმიტომ, რომ ვიღაცას გამოვესარჩლო?

მეც იგივე ვთქვი, რომ ბავშვს გადავარჩენდი და ჩემეული ახსნაც მოვაყოლე, მაგ პოსტს აქაც დავაციტირებ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში 1 მოხუცის სიცოცხლე ვს 1 ბავშვის სიცოცხლე, ასე მქონდა დაყენებული საკითხი და ვთქვი, რომ ადამიანთა უმრავლესობა, არჩევს ბავშვის სიცოცხლეს. შენ არ არჩევდი? აბა გულზე ხელი დაიდე და ისე მითხარი. 

6 minutes წინ, Seth said:

მიზეზს ჩავეკითხე - და ეს საზოგადოებისთვის კეთდებაო

არ ვიცი ნამდვილად ასე თქვა თუ არა, მაგრამ პირადად ჩემი მიზეზი ნამდვილად არ არის ეს, როცა ბავშვის სიცოცხლეს ვამჯობინებ. 

7 minutes წინ, Seth said:

ასევე ვკითხე- ეს ბავში რომ ალოიზივიჩი გაიზარდოს მერე რა ხდება თქო და პასუხი 0.

ამაზე პასუხსაც ამოიკითხავდი ჩემს პოსტში, რომ გდომოდა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაციტირებ.

 

3 საათის წინ, Sylar said:

ადამიანი ხომ ითვლება უდანაშაულოდ, მანამ სანამ მისი ბრალეულობა არ იქნება დამტკიცებული? ასე ვუდგები მე პიროვნულ საკითხს, სანამ არ დამტკიცდება მისი არანორმალურობა, მივიჩნევ ნორმალურად. ასე რომ, როცა არ მაქვს არანაირი ინფო, სხვა გზა არ მრჩება გარდა იმისა, რომ მოვიაზრო ნორმალური ადამიანი ორივე მხარეს, დაახლოებით ერთი ასაკის, სერიული მკვლელებისა და ნასამართლეობის გარეშე. 

თუ კი შემოდის ინფორმაცია ამ ადამიანებზე, ამან შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს პირადად ჩემს გადაწყვეტილებაში. ვეთანხმები დოჩანაშვილს, როცა ვასილ კეჟერაძის პირით ამბობს, რომ სერვანტესი და თვითკმაყოფილი იდიოტი არაა 1+1=2. მაგალითად, თუ ერთ მხარესაა წლის ბავშვი, მეორე მხარეს კი  ხუთი 80 წელს გადაცილებული ადამიანი, გადავარჩენდი ბავშვს. მისი ცხოვრების მოლოდინი შეადგენს დაახლოებით 70 წელს კიდევ, ხომ ასეა? იმ მოხუცების მოსალოდნელი სიცოცხლის ჯამი არის სადღაც 50 წელი მაქსიმუმ. ასევე, 5-ვემ განვლო საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრება, ბევრი ადამიანი ვერ აღწევს 80 წლამდე, 5 წლის ბავშვის სიკვდილი კი მოხუცის სიკვდილზე ბევრად დიდ უსამართლობად მიმაჩნია. 

აქედან გამომდინარე, კი, შეიძლება ჩიკატილო გაიზარდოს ის ბავშვი, მაგრამ ამის ალბათობა მნიშვნელოვნად დაბალია იმის ალბათობაზე, რომ არ გაიზარდოს ჩიკატილო, ამიტომ ამ ვარაუდის მხედველობაში მიღება გადაწყვეტილების მიღებისას, სრულიად გაუმართლებლად მიმაჩნია. 

Edited by Sylar

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, kvipriane said:

ასწორებს რაინდობა მუსიე სეტ :yeah:

ვაკურთხოთ რაინდად როგორც არაპატარა ლედი მულანი და პრობლემაც მოგვარდება - ალალად ვამბობ უფალია მოწმე !!! :)

:meravi:

1 minute წინ, Sylar said:

აქედან გამომდინარე, კი, შეიძლება ჩიკატილო გაიზარდოს ის ბავშვი, მაგრამ ამის ალბათობა მნიშვნელოვნად დაბალია იმის ალბათობაზე, რომ არ გაიზარდოს ჩიკატილო, ამიტომ ამ ვარაუდის მხედველობაში მიღება გადაწყვეტილების მიღებისას, სრულიად გაუმართლებლად მიმაჩნია. 

ერთხელაც ვცდი და სახლში წავალ :დ 

იმ პატივცემულმა დადასტურებითაც რიმ ვიცოდე რომ სერიული მკვლელი გაიზრდება მაინც ბავშვს გადავარჩენ-ო.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Darkness said:

კითხვას რაც შეეხება, მირჩევნია გავრისკო და სერიული მკვლელი გადავარჩინო, 5წლის ასაკში, ვიდრე საზოგადოების ჰუმანისტურ ჩარჩოს მოვერგო და ვთქვა, რომ ნებისმიერი 5 ადამიანის სიცოცხლე უფრო ღირებულია.

რავა ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია :დ 

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Seth said:

იმ პატივცემულმა დადასტურებითაც რიმ ვიცოდე რომ სერიული მკვლელი გაიზრდება მაინც ბავშვს გადავარჩენ-ო.

არ ვიცი იმ პატივცემულის ნაცვლად მე რატომ ვცემ პასუხებს მასთან დასმულ კითხვებზე, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ თუ კი დადასტურებით მეცოდინება, რომ ჩიკატილო გაიზრდება, დაუფიქრებლად გავწირავდი მაგ ბავშვს, რის გამოც ძალიან ცუდად ვიგრძნობდი თავს, მაგრამ მეცოდინებოდა, რომ ასე იყო საჭირო. 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Seth said:

იმ პატივცემულმა დადასტურებითაც რიმ ვიცოდე რომ სერიული მკვლელი გაიზრდება მაინც ბავშვს გადავარჩენ-ო.

წინა პოსტშიც დავიჭირე ეს მუსიე სეტ :) - მაგრამ შემატყობდით გარტულებას მოვერიდე და უფრო შერიგებისკენ წავიყვანე საუბარი ; რადგან არამომხდარ ამბავზე დიდად ჩაზიება არ ღირდეს იქნება ? 

თორე დაციტირებული ტექსტის პასუხი ყველამ ვიცით ;)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Sylar said:

არ ვიცი იმ პატივცემულის ნაცვლად მე რატომ ვცემ პასუხებს მასთან დასმულ კითხვებზე, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ თუ კი დადასტურებით მეცოდინება, რომ ჩიკატილო გაიზრდება, დაუფიქრებლად გავწირავდი მაგ ბავშვს, რის გამოც ძალიან ცუდად ვიგრძნობდი თავს, მაგრამ მეცოდინებოდა, რომ ასე იყო საჭირო. 

იმიტომ რომ შუა საუბარში ჩაგვერთე პატივცემულო :დ იმ თეზისთან დაკავშირებულ არგუმენტაციაზე დებდი საკუთარ მოსაზრებებს :დ 

ჰოდა სანამ გაუგებრობაში მოყვებით, ჯერ უნდა ნახოთ რაზე მიდის საუბარი და შემდეგ ჩაერთოთ, თუ ნახვა გეზარებათ მაშინ იკითხეთ და ვინმე ღვთისნიერი გაგცემთ პასუხს :დ

თიჩინგ ნამბერ 3 ფორ ფრი :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, kvipriane said:

რადგან არამომხდარ ამბავზე დიდად ჩაზიება არ ღირდეს იქნება ? 

 ექსკლუზიურად გართობის მიზნით სენიორ (ც) კარავიოვი :დ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   377 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 377 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(9)
    • YandexBot(2)