Jump to content
×
×
  • Create New...

Trolley problem-ის ვარიაცია


Sylar
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 minute წინ, Moor said:

სე შეგვიძლია დავიმშვიდოთ სინდისი კი

არა სენიორ, სინდისი არაფერ შუაშია.

1 minute წინ, Moor said:

თუ მატარებელი თავის გზაზე მიდის

მიდის და რა ვქნა, რომ არ მიდიოდეს მაშინ ჩვენი პატივცემული და ფრიად ემოციური თემის ავტორი აუცილებლად ჩაწერდა მოცემულობაში :დ

 

 

Share on other sites

ვგმობ ესეიგი და ვემიჯნები ტროლეის ძალადობას. გმირ ხუთკაცეულს ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობას. თანადგომის მიზნით ვუგზავნი ქოლგას (გაისად). #დიდებაგმირებს

Share on other sites

ამ დილემაში, იმ 5ადამიანის სიცოცხლე, აპრირულად, ღირებული რომ არის ცოტა ნაივური დაშვებაა. 

არადა გააჩნია ვინ არიან.

ცოტა გავამდიდროთ ქეისი.

ვთქვათ, აქეთ მხარეს ერთი ბავშვია, იმ 5კაცში ყველა მოხუცია. 

ან ერთ მხარეს, ნობელის პრემიის ლაურეატია, რომელმაც ასტროფიზიკაში ან ბიოქიმიაში მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინა (მაგ.კიბოს წამალი გამოიგონა), იქით მხარეს- 5 საშუალოდსტატისტიკური მოქალაქე.

ორივე ქეისში, მე ვისაც ავირჩევდი, ალბათ, ხვდებით.

ან აქეთ მხარეს, საშუალო ასაკის, ჩაპუტკუნებული, მილიარდელია (რომელიც გადარჩენისთვის დიდ მატერიალურ სარგებელს გპირდება), იქით მხარეს - 5 ბავშვი, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ აქვს და ვინ იცის, როგორ წარმატებას მიაღწევენ ცხოვრებაში...

Share on other sites

  • ფორუმელი
19 minutes წინ, Darkness said:

არადა გააჩნია ვინ არიან.

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, გარდა პირადი კავშირისა.

 

აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია ყველა სხვა კრიტერიუმი.

Share on other sites

12 minutes წინ, Seth said:

აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია ყველა სხვა კრიტერიუმი.

ჩემთვის არ.

კონრეტული ადამიანის სიცოცხლე საზოგადოებას რა სარგებელს მოუტანს, ეგ უფრო მნიშვნელოვანია.

მაგ. 5მოხუცს, ბავშვის გადარჩენა მირჩევნია. 

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Darkness said:

5მოხუცს, ბავშვის გადარჩენა მირჩევნია. 

იქნებ ეს ბავშვი მომავალი სერიული მკვლელი და პედოფილია:perv:

ვმაიმუნობ, თორემ გეთანხმები რაც დაწერე.

There's things I wanna say to you but I'll just let you live. 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Darkness said:

ჩემთვის არ

ეს გასაგები იყო პოსტიდან :დ

4 minutes წინ, Darkness said:

კონრეტული ადამიანის სიცოცხლე საზოგადოებას რა სარგებელს მოუტანს, ეგ უფრო მნიშვნელოვანია.

თქვენ ვინ გკითხავთ ამას? :დ ან საიდან იცით რომ ის ბავშვები სულ ალოიზოვიჩები არ გაიზრდებიან და არ ამოწყვიტავენ 200 მლნ. ადამიანს? 

არ იცით ხომ? არა. ე.ი. თქვენი ქმედების მიზანი რეალურად ეგ კი არ არის, არამედ ცრუ კრიტერიუმებით ყალბი ფასეულებების მოთხოვნების დაკმაყოფილება.... :დ

ისე მე რომ გურჯი ლიბერალი ვიყო :დ (ღმერთმა დამიფაროს) ძალიან შემრცხვებოდა იმ ეიჯიზმისა რაც თქვენი პოსტიდან გამომდინარეობს :დ

Share on other sites

8 minutes წინ, PoisonnIvy said:

იქნებ ეს ბავშვი მომავალი სერიული მკვლელი და პედოფილია

ეგ მომენტიც არის, მაგრამ იმ 5მოხუცმა რეალურად, რომ მოჭამა თავის ცხოვრება მახსოვს და მირჩევნია გავრისკო და ბავშვის სიცოცხლე ავირჩიო.

7 minutes წინ, Seth said:

ისე მე რომ გურჯი ლიბერალი ვიყო :დ

სენიორ, ლიბერალობა თქვენ მომაკერეთ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტ. იდეოლოგიებზე არაერთხელ ვისაუბრეთ. 

თუმცა, ლიბერალიზმი არ გამორიცხავს პრაგმატულ, რაციონალურ თუ კრიტიკულ აზროვნებას, პირიქით ვარდისფერი სათვალით რეალობის აღქმა უფრო ცუდ შედეგებს გვაძლევს.

მერე ჭირს რეალობისთვის თვალის გასწორება.

9 minutes წინ, Seth said:

თქვენ ვინ გკითხავთ ამას? :დ

ასაკში ხართ და გეწყინათ, ასეთი შეფასება, თუ რატომ მსგავსი რეპლიკა?))

კითხვით, როგორც ამ თემაში მპოსტავებს, არავინ მკითხავს რამეს. მხოლოდ იმ ქეისს განვიხილავთ, ჰიპოთეტურად, რომელიშიც რომ აღმოვჩენილიყავით, როგორ ვიმოქმედებდით.

ჩემს შემთხვევაში, გულახდილობა მირჩევნია და რა კრიტერიუმებით მივიღებდი გადაწყვეტილებას, იმაზე ვსაუბრობ.

შეიძლებ არ დამეთანხმოთ, მაგრამ იმ ასაკში არც თქვენ და არც მე ვართ, ,,უტუტუ, შე მაიმუნო ბავშვო რეებს ბაზრობ. რა ყალბ ღირებულებებს ქადაგებ" ტონში რომ ვესაუბრობთ ერთმანეთს :) 

11 minutes წინ, Seth said:

არამედ ცრუ კრიტერიუმებით ყალბი ფასეულებების მოთხოვნების დაკმაყოფილება.... :დ

როცა ღირებულებებზე და ფასეულობებზე მესაუბრებიან, ,,ყალბის" ცნებაზე მეღიმება. ღირებულებები იმდენად რელატიურად, კონკრეტულ დროზე, კულტურაზე და სოციუმზე დამოკიდებულად მიმაჩნია, რომ არ ვიცი რა გითხრათ. 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   616 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 616 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(3)
    • Chrome(11)
    • Googlebot(1)