Jump to content
×
×
  • Create New...

Trolley problem-ის ვარიაცია


Sylar
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ყველას გაგიგიათ ალბათ ეს ქეისი, სადაც მატარებელი მიდის და ორი ვარიანტია: ან აგრძელებს სვლას თავის რელსზე და კლავს 5 ადამიანს, ან შეგვიძლია შევუცვალოთ მიმართულება, გადავიყვანოთ მეორე რელსზე, სადაც მოკლავს 1 ადამიანს. ვიმსჯელოთ, როგორ მოვიქცეოდით და რატომ            (სავარაუდოდ, აქაც შემოვარდება ვიღაც, ვინც იტყვის რომ იი, ეს რა დილემაა, 5 სიცოცხლე ვს 1 სიცოცხლე. ასეთებმა შეგიძლიათ პირადში მომწეროთ და საბავშვო ბაღების ლოკაციებს ჩაგიყრით).

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, marguerite said:

ერთი ტრაგედიაა და ბევრი სტატისტიკა?

piriqit afrasion. თუ ეს ხუთიც და ის ერთიც ერთნაირად მნიშვნელოვანი ადამიანია ჩვენთვის, ბევრის ტრაგედია უფრო ტრაგედიაა იდეაში. 

თუ ის ერთი ბადეს მოდერია, უფრო გადავარჩენდი

 

 
Share on other sites

მე თუ არ შემიქმნია ეგეთი სიტუაცია და უბრალოდ შევესწარი
სადაც უნდა გადავწყვიტო რომელი ჯობია გადარჩეს
თან ისე რო მატარებელს ვერ გავაჩერებ ვერანაირად
ნამდვილად არ ჩავერევი
რადგან ჩემს კისერზე არ იქნება მათი სიკვდილი
ვინც გააფუჭა იმან ინერვიულოს

Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor შენი პოზიცია გასაგებია. რომ დავუკვირდეთ, 5 კაცის სიკვდილი მოვლენათა ბუნებრივი განვითარება უნდა ყოფილიყო, რადგან მატარებელი იმ რელსზე მიდიოდა, სადაც ისინი იყვნენ. შენ გამიზნულად შეუცვალე მას რელსი და გამიზნულად გაწირე ადამიანი, რომელიც მოვლენათა ბუნებრივი განვითარების შემთხვევაში, ცოცხალი უნდა დარჩენილიყო. 

როგორ ფიქრობ, შეგაწუხებდა თუ არა სინდისი მსგავსი ქმედების ჩადენის შემდეგ და გამოდის თუ არა ეს ქმედება, მკვლელობა?

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 minutes წინ, Sylar said:

როგორ ფიქრობ, შეგაწუხებდა თუ არა სინდისი მსგავსი ქმედების ჩადენის შემდეგ და გამოდის თუ არა ეს ქმედება, მკვლელობა?

ყველა ვარიანტში ვიტისკები. 5 ადამიანი უნდა გავწირო ან 1   

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, სამურაი said:

მე თუ არ შემიქმნია ეგეთი სიტუაცია და უბრალოდ შევესწარი
სადაც უნდა გადავწყვიტო რომელი ჯობია გადარჩეს
თან ისე რო მატარებელს ვერ გავაჩერებ ვერანაირად
ნამდვილად არ ჩავერევი
რადგან ჩემს კისერზე არ იქნება მათი სიკვდილი
ვინც გააფუჭა იმან ინერვიულოს

კი მაგრამ, რომ დაფიქრდე, 5 ადამიანის სიცოცხლე ხომ 5-ჯერ უფრო დიდი სიკეთეა, ვიდრე 1 ადამიანის სიცოცხლე? (იმ პირობებში, როცა არცერთზე არანაირი ინფო არ გვაქვს). ანუ შენთვის მთავარია სინდისმა არ შეგაწუხოს და მზად ხარ უფრო დიდი ტრაგედია დაუშვა, რომლის შემსუბუქებაც შენს ხელთ იყო? არ თვლი, რომ ეგოისტური პოზიციაა და ამის გამო ცალკე უნდა შეგაწუხოს სინდისმა? 

Angels lie to keep control.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share