L_Autre_monde Posted 27 მარტი, 2023 Posted 27 მარტი, 2023 2 საათის წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said: გურზე გამახსენდა ერთი ანეგდოტი გურულზე: კოროჩე გურული დაპატიჟებს ჯარში შეძენილ ძმაკაც კახელს. სანამ სუფრა გაიშლებოდა, გურულმა საოჯახო ალბომის დათვალიერება შესთავაზა... იცით ეს ანეგდოტი თუ მოვყვე? რავა ტყუილად არჩენ ამხელა ძაღლსო - თუ ეგაა - ვოკარუს მოვუსმენდი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 27 მარტი, 2023 Posted 27 მარტი, 2023 13 საათის წინ, L_Autre_monde said: რავა ტყუილად არჩენ ამხელა ძაღლსო - თუ ეგაა - ვოკარუს მოვუსმენდი არა ვიო, სხვაა ეს. კოროჩე გურული და კახელი ჯარში დაძმაკაცდებიან. რომ მოიხდიან ჯარს, მოგეხსენებათ, გურულები მკვირცხლები არიან და დაასწრებს გურული და პირველი დაპატიჟებს კახელს თავისთან - დავსხდეთ, ჯარის ამბები მოვიგონოთო. ეწვევა კახელი და მიუხედავად იმისა, რომ ჭადს და ყველს დიდი არაფერი გამზადება უნდა, გურული ეტყვის მეგობარს - ა, ძამა, სანამ სუფრა გეიშლება ამით შეიქციე თავიო და საოჯახო ფოტოალბომს მიაწვდის. კახელთა უმეტესობა, ასევე მოგეხსენებათ, კეთილი, გულუბრყვილო ხალხია; არც ამ ჩვენი გურულის მეგობარი გახლდათ გამონაკლისი და იფიქრა ეტყობა ეამაყება ჩემს მეგობარს ეს ფოტოები და მოდი მეც აღფრთოვანებას დავანახებ და გაუხარდებაო. დაჯდა პატიოსნად, ათვალიერებს დინჯად გურულის საოჯახო ფოტოალბომს და ლამის ყოველ მეორე ფოტოზე იძახის: https://voca.ro/1bNPnFNGbu8k გურულს არ ეჭაშნიკა კახელის წამოძახილები, მაგრამ სტუმარს არაფერი აგრძნობინა. გამოხდა ცოტა ხანი და ახლა კახელმა დაპატიჟა თავისთან მეგობარი. ხოდა სანამ ხაშლამა მოიხარშებოდა, გადმოუღო იმანაც ფოტოალბომების დიდი დასტა და აჰა ძმაო, დაათვალიერეო შესთავაზა. გურულმა გახედა ალბომებს და უთხრა - მე ახლა, ძამა, მაგ ფოტოების სათითაოდ თვალიერების ნერვები არ მაქვს, მარა ვინც მაგ ფოტოებზე ხალხია, ყველას დედა შევეციო მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა