Jump to content
×
×
  • Create New...

თარსი


L_Autre_monde
 Share

Recommended Posts

ადამიანების ცნობა ძნელია. დედამ იცოდა მათი ცნობა. ის ამბობდა გარეგნულად არ უნდა ვიმსჯელოთ ადამიანებზეო და ამის დასადასტურებლად იხსენებდა იმ დღეს, როგორ ჩაყარეს ის და თავის და-ძმა სანაგვე ყუთში, კოხტად გამოწკეპილმა ცოლ-ქმარმა, და როგორ გადაარჩინა ვიღაც ტანსაცმელჩამოძენძილმა, ბინძურმა და გრძელ წვერა მაწანწალამ. მათი მკვდარი ძმა დაიტირა, ჯოხით დედამიწა ამოჩიჩქნა და შიგ ჩაფლა, მერე მიწა მიაყარა და იქ დატოვა. (ამას ადამიანების ენაზე დასაფლავება ჰქვია, ისინი მკვდრებს მიწაში აწყობენ და მარხავენ). რაღაც მუყაოს ყუთი ამოიღო ნაგვიდან, ძონძი ჩაუფინა, დედა და დანარჩენები შიგ ჩასვა და წაიყვანა.

Share on other sites

5 minutes წინ, NAVARA said:

ცხოველებზე ადამიანური თვისებების მიწერა პათოლოგიაა.

სულ ვიცოდი, რომ ვაჟაც პათოლოგი იყო :D

პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი; ტანზედ მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრის თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია.

Share on other sites

@L_Autre_monde
 

შეიძლება ვინმე თვლიდა რომ ცხოველისათვის ადამიანური თვისებების მიწერა ხაზს გაუსვამდა ხსენებულ ადამიანურ თვისებებს (ქცევის შაბლონებს), პრაქტიკამ აჩვენა რომ ცხოველების ჰუმანიზაციის მცდელობა თავდება ადამიანის გაპირუტყვებით.

Share on other sites

  • ფორუმელი
31 minutes წინ, L_Autre_monde said:

სულ ვიცოდი, რომ ვაჟაც პათოლოგი იყო :D

პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი; ტანზედ მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრის თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია.

რაც მე ვაჟას ბემბიზე და იმ ბემბიზე ნასლუკუნენი მაქვს

 

კიდო გუნდაზე

 

 

ამოწყდიით იდეინი მონსტრები ჩემი ბავშვობის სევდების გენერირებისთვიის!

 

 

ვაჟა გამონაკლისია და მიყვარს. ახლაც მჯერა რომ ხმელი წიფელიც საუბრობს და იაც!

 

 

Share on other sites

ზოგჯერ ადამიანები იმაზე მეტს გრძნობენ ვიდრე სურთ რომ იგრძნონ. ასე მოხდა ჩემთანაც. ის ვიგრძენი რამაც გული მატკინა. არც სიტყვებით და არც ქცევებით გამოუხატავს, რომ მის წარმოსახვაში ნელ-ნელა დავმახინჯდი. მკერდი ჩამომეწელა, მუცელი ჟელეს დაემსგავსა (სიარულისას თითქოს მე, მკერდი და მუცელი სამი სხვადასხვა, მთვრალი პიროვნება ვიყავით, რომლებიც ერთმანეთს გამუდმებით ფეხებში ედებიან). ალბათ, იმასაც ამჩნევდა, რომ ჩემს თმას ფერი ეცვლებოდა,

Share on other sites

Posted (შესწორებული)

ისე რავა მოვკვდები ამისი ავტორი მაგრად არ ვცემო...

@margueriteარ გამოხტე, ცემა რო მორევაზეაო - შენ ხელში კაი კითხვით ვისწავლე უკვე :death:

Edited by L_Autre_monde
Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   14 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 12 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Facebookexternalhit(1)
    • Googlebot(4)
    • YandexBot(1)
    • Micawber