Jump to content
×
×
  • Create New...

akciaze ar xart?


PoisonnIvy
 Share

Recommended Posts

სპეციალურად გადავხედე თემას.

 პროპაგანდის მსხვერპლი აღმოჩნდა მხოლოდ სამიოდე...

ბადესთვის ეს ბევრია თუ ცოტა? ;(

Share on other sites

  • ფორუმელი

ზოგადად სერიოზული პრობლემაა გარეშე გავლენები. ეგრე ე**ვნება ამერიკას ახლა საძირკველი, მაგრამ მთავრობის ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია კიდევ უფრო უარესი პრობლემაა ხშირად და უფრო სწრაფად მანიფესტირებადი.

ხალხი იმ ილუზიაში ცხოვრობს რომ იდეალური და უპრობლემო წყობა არსებობს, მისაღებია უბრალოდ სწორი კანონები და ვერ დავადგით საშველი. არ გამოჩნდა მესია რომელიც მოგვხედავდა.

არადა რეალობაში არჩევანი არის სპექტრზე სადაც ერ ბოლოში 30 მღრღნელი გჯიჯგნის და მეორეში ერთი ვეფხვი.

30 მღრღნელი იმით ჯობს რომ ერთმანეთის კონკურენტები არიან და ერთმანეთთან ჭიდაობაში ეხარჯებათ რაღაც ენერგია მაინც, ვეფხვი მთლიანად შენზეა კონცენტრირებული და ტუჩებს ილოკავს.

Share on other sites

8 საათის წინ, PoisonnIvy said:

ვერ ვხვდები ამ კანონის გამო რატო უნდა გაუქმდეს საქართველოში?

შეგიძლია ირონიის გარეშე ამიხსნა?)

მთელი დამოუკიდებელი სოც. მედია სავსეა ამ კანონის ახსნით, საელჩოების განცხადებები ცალკე საყურადღებოა. 

შენ, ფორთოხალი და საილერი ,,ქოცი არ ვარ მაგრამ" პოზიციას აჟღერებთ. სამწუხაროდ, ირონიის გარეშე არ გამომდის ალტინფოს სტილის კითხვებზე პასუხების გაცემა.ამისთვის, აგერ მური და კიჭარტი.

8 საათის წინ, PoisonnIvy said:

არ უნდათ ზედმეტად გამჭვირვალე გახდეს მათი საქმიანობა, მიზნები და ა.შ.

ბეიბ, გამჭვირვალეა ეს ყველაფერი ისედაც))

Share on other sites

8 საათის წინ, Sylar said:

ბაჩო და გური ვერმილიონსაც შეკლული ჰყავდა ხელში

გავიგეთ რომ ვიღაც იუზერი მოგწონდა. იმედია, ისიც ქოცბოტი არ იყო.

8 საათის წინ, Sylar said:

რომ გავიდეს კანონის მიღებიდან 2 წელი და არაფერი მოხდეს იქიდან, რაც ჩამოთვალე, მერე სად გიპოვო და სად მოგთხოვოთ პასუხი ამ აყალ-მაყალისთვის სულ ყველას, ეგეც დაწერე. 

რა დასანანია, ახალგაზრდა კაცისგან ეს პოზიცია :(

პირადში მოგწერ საკონტაქტოს და ორ წელში შეგიძლია მომაკითხო 

Share on other sites

1 საათის წინ, Damnoc said:

ხალხი რომელსაც სჯერა რომ ეს კანონი გამჭვირვალობისთვის არის, იმასაც დაიჯერებს რომ ტიპს ბეისბოლის ბიტა საბარგულით ბეისბოლის სათამაშოდ დააქვს.

საბარგულით თუ დააქვს მეტი შანსია სათამაშოდ იყოს. დანიშნულებისამებრ ვისაც დააქვს ისინი ახლოს დებენ მძღოლის სიდენიასთან.

 

 

PS კანონი არ წამიკითხავს და არც წავიკითხავ.

PPS საქმით თუ ვიმსჯელებთ ვირიშვილების ორი+ ჯგუფი ცდილობს თავიანთი ვირიშვილობით გამოწვეული ხალხის უკმაყოფილების გადამისამართებას.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Darkness said:

პირადში მოგწერ საკონტაქტოს და ორ წელში შეგიძლია მომაკითხო 

:lool:

მაინც გავიდა კვალზე @Sylar.

 

 

რა ორი წელი? იმედია მალე მოშორდებიან ეს მუწუკები.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Darkness said:

ისიც ქოცბოტი არ იყო.

ისიც? :lolz: ანუ მე ვარ ქოცბოტი?

 

1 საათის წინ, Darkness said:

დასანანია, ახალგაზრდა კაცისგან ეს პოზიცია :(

აბა პოზიცია?

 

1 საათის წინ, Darkness said:

გავიგეთ რომ ვიღაც იუზერი მოგწონდა.

დარწმუნებული ვარ, რომ მინიმუმ ნახევარზე მეტმა არ იცის, რას აპროტესტებს და უბრალოდ აყოლილია საპროტესტო ნოტას. იმის მჯერა, რომ შენი პროტესტი და აღშფოთება გულწრფელია, არავის ტროლბოტობას არ გაკადრებ. თუ ისე მოხდა, როგორც შენ ამბობ, ბოდიშს მოგიხდი 2 წელში მაგ ნომერზე, რომელიც მომწერე.

1 საათის წინ, Darkness said:

გავიგეთ რომ ვიღაც იუზერი მოგწონდა.

როგორც იუზერი, სხვა ქალებთან შედარებით კარგი იყო. მისი პოსტინგის 90% საჭმელზე და უწიპუწზე არ მოდიოდა  :givi: 

 

23 minutes წინ, რედაქცია said:

მაინც გავიდა კვალზე

აბა რა. მისი ნომერი მაქვს და იმედს ვიტოვებ, რომ ორ წელში ბევრად უკეთესი ადამიანი ვიქნები, ვიდრე დღეს. ქოცბოტის იარლიყსაც ჩამოვირეცხავ და მასთან შანსიც მექნება, თუ ორსულად არ დამხვდა.ზ

Angels lie to keep control.

Share on other sites

1 საათის წინ, Sylar said:

ანუ მე ვარ ქოცბოტი?

მესმის, რომ შენნაირი თავმოყვარე ტიპისთვის, საკუთარი იდენტობის კონსტრუირების პროცესში, მნიშვნელოვანია, მასისგან განსხვავებული პოზიციის ქონა, თუმცა  ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ზუსტად იმ უმრავლესობის პრიზმით აფასებ, რომელთან ერთადაც ,,საერთო მახასიათებლების ქონა" შენს ეგოს აღიზიანებს.

შენი კრიტიკული აზროვნება, ნეიტრალური პოზიცია თუ ცვლილებების საჭიროებებისადმი ნიჰილისტური განწყობა, სამთავრობო პროპაგანდის ჭრილშია. უტრირებულად, ალტინფოს სეგმენტი ხარ. ზუსტად, საზოგადოების იმ ფენის ნაწილი ხარ, ვისთვისაც ბრიფინგებს აწყობენ კობახიძე და ღარიბაშვილი. 

შენი ნიჰილიზმი და ,,მაინც რაფერი გვეშველება" განწყობა მათ წისქვილზე ასხავს წყალს.

1 საათის წინ, Sylar said:

მინიმუმ ნახევარზე მეტმა არ იცის, რას აპროტესტებს და უბრალოდ აყოლილია საპროტესტო ნოტას.

აჰამ, 2011-დან მაგრად გვევასება აქციებზე სიარული. ლიჟბი აქცია იყოს, ყველგან დავდივართ.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share