Jump to content
×
×
  • Create New...

akciaze ar xart?


PoisonnIvy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
კანონი სამართლიანია და მისი მიღება გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც აუცილებელია საზოგადოების ინტერესების დასაცავად და ამის გაკეთება შეუძლებელია შეზღუდვის დაუწესებლად. მაშასადამე, უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი. ამ მიზნის მიღწევის საშუალებებიც ლეგიტიმური უნდა იყოს - უნდა იყოს მინიმალურად შემზღუდავი, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე კანონებს. გარდა ამისა, უნდა შეფასდეს მოსალოდნელი შედეგები - დასახული მიზნის მიღწევამ არ უნდა დააზიანოს უფრო მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები.
ვნახოთ, აკმაყოფილებს თუ არა ეს კანონპროექტები ზემოაღნიშნულ პირობებს?
 
ამ კანონპროექტების ინიციატორები გვეუბნებიან, რომ მათი მიზანია მედია-საშუალებებისა და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლებისა და ხარჯების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, თუ მათი შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული.
 
• მედია-საშუალებების შემოსავლების გამჭვირვალობა უკვე უზრუნველყოფილია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით (მუხლი 70), ხოლო მათი ხარჯების კანონიერებას აკონტროლებს შემოსავლების სამსახური. მაშასადამე, დასახული მიზანი დიდი ხანია მიღწეულია და ამ კანონების მოქმედება არ უნდა გავრცელდეს მედია-საშუალებებზე. თუ ყველაფერი უცვლელად დარჩება, სიახლე იქნება ის, რომ:
 
 ზემოაღნიშნულ მედია-საშუალებებს მიაწებებენ „უცხოური გავლენის აგენტის“ ან „უცხოელი აგენტის“ იარლიყს, რითაც მოხდება მათი სტიგმატიზაცია;
 მოხდება იმ პირთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, რომლებიც მუშაობენ მედია-საშუალებებში ან თანამშრომლობენ მათთან. ეს კი ეწინააღმდეგება პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის კონსტიტუციურ პრინციპს, ვინაიდან ასეთი ინფორმაციის მიმართ არანაირი საჯარო ინტერესი არ არსებობს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 18.3);
• არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები და ხარჯები მათი ყოველწლიური დეკლარაციების მეშვეობით ცნობილია შემოსავლების სამსახურისთვის. გრანტის მიმცემსა და შემომწირველს შეუძლიათ მიიღონ სრული ინფორმაცია მათ მიერ გადაცემული თანხების გამოყენების შესახებ. ოღონდ, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ყოველწლიურად აქვეყნებს თავისი საქმიანობის ანგარიშს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო გახდება ყველა შემოსავალი და ხარჯი:
 მოხდება ზემოაღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია;
 მოხდება ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების შემომწირველთა და იმ პირთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, რომლებიც მუშაობენ ამ ორგანიზაციებში, რაც ეწინააღმდეგება პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის კონსტიტუციურ პრინციპს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 18.3);
 მოხდება ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრიმინაცია მათ მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების კონსტიტუციურ პრინციპს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6.2). საქმე ის გახლავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება, ოღონდ იმ პირობით, რომ მიღებული მოგება მოახმაროს ორგანიზაციის საწესდებო მიზნების შესრულებას (მაგალითად, ქველმოქმედებას, კვლევას, განათლებას და ა.შ.), და თუ მისი სამეწარმეო საქმიანობის დეტალები საჯარო გახდება, იგი დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება კონკურენტ მეწარმეთა მიმართ, რომელთა სამეწარმეო საქმიანობის დეტალებიც კონფიდენციალურია;
• ზემოაღნიშნული მედია-საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციასა და პირადი ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულებას ექნება „მსუსხავი“ ეფექტი - უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი ნაწილი აღარ მოინდომებს „უცხოური გავლენის აგენტის“ ან „უცხოელი აგენტის“ სტატუსის მქონე სუბიექტების დაფინანსებას; საქველმოქმედო ორგანიზაციები დაკარგავენ პოტენციური შემომწირველი ფიზიკური პირების დიდ ნაწილს (როგორც წესი, ქველმოქმედი ფიზიკური პირები თავის ვინაობას არ ასაჯაროებენ); მედია-საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თავს შეიკავებს უცხოური დაფინანსების მიღებისაგან, რათა თავიდან აიცილონ „აგენტის“ სახელი და ამის გამო არ დაკარგონ მოქმედი თუ პოტენციური თანამშრომლები. ყოველივე ეს, ბუნებრივია, დიდ ზიანს მიაყენებს მათ საქმიანობას, რაც გამოიწვევს კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლების პრინციპების დარღვევას (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლები: 17 და 22);
• აგენტების შესახებ კანონები ეწინააღმდეგება ევროპის კავშირის ფუძემდებლურ პრინციპებს და, შესაბამისად, მათი მიღებით დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, „თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
მოსალოდნელი შედეგების შესაფასებლად დამატებით უნდა ითქვას, რომ აგენტების შესახებ კანონის მიღება, ზემოთ აღნიშნულთან ერთად, ძალიან დიდი ალბათობით გამოიწვევს არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ თითქმის ყველა უცხოური გრანტის მიღებისა და უცხოურ შემოწირულობათა შეწყვეტას (ეს კი, ფაქტობრივად, მათი ერთადერთი შემოსავალია), რის გამოც ამ ორგანიზაციათა მრავალი თანამშრომელი დაკარგავს სამსახურს და ეს ორგანიზაციები:
 ვეღარ გაუწევენ უანგარო დახმარებას შშმ პირებს;
 ვეღარ გაუწევენ უფასო იურიდიულ დახმარებას სოციალურად დაუცველ პირებს;
 ვეღარ დააფინანსებენ პირებს, რომლებიც საქმიანობენ სოფლის მეურნეობის სფეროში;
 ვეღარ მოემსახურებიან დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, კანონის უზენაესობის განმტკიცებას, ადამიანის უფლებათა დაცვასა და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას.
როგორც ვხედავთ, განხილული კანონპროექტები ეწინააღმდეგება სამართლიანი კანონის ყველა ფუძემდებლურ პრინციპს და მათი მიღება არ შეიძლება!

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

კიჭხვალ წავიკითხავ დასვენებულ ტვინზე

ისე ვარ ეხლა ამ

ვიდეოს ვუყურებ და ვერ მოვდივარ გონზე ეს ბიჭი გამოყლევდა და ნამდვილი იარაღით მიდის თუ მე ვარ გათიშულ და რსმე არასწორად გავიჰე

 

https://www.facebook.com/reel/602718691474250/?mibextid=ykz3hl

 

ილიაუნის თვითმმართველობაში იყო

იქ გავიცანი 

ერთერთ პროექტზე ვიყავი მაგათთან რომელსაც სხვათაშორის საერთ ორგანიზაცია აფინანსებდა

ხმერთო, რატო ყველა დააყლევე

Edited by PoisonnIvy

There's things I wanna say to you but I'll just let you live. 

Share on other sites

  • ფორუმელი
Spoiler

      გ) უცხოური ძალის აგენტი - უშუალოდ უცხოური ძალის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად ან პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან უმეტესწილად უცხოური ძალის მიერ კონტროლირებადი ან დაფინანსებული პირის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად მოქმედი ნებისმიერი პირი, რომელიც უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით:

      გ.ა) უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე ჩართულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ აქტივობებში;       

      გ.ბ) უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედებს როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობის საკითხების თაობაზე მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი; 

      გ.გ) უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში აფინანსებს სხვადასხვა სუბიექტებს, სესხად გასცემს ფულს ან სხვა სახის ქონებას;

      გ.დ) წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესებს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დროს.

აქვე, აი გავხსენი ახლა და ეს ფორმულირება პირდაპირ იმას გეუბნება, რაც სულ თავში ვთქვი, დაიარლიყებას და კარგი მანიპულაციის საშუალებაა.

თან ეს ეხება კონკრეტულად აოებს და მედიას, მაგრამ ამ დროს მთავრობა რომ მილიარდობით გგრანტებს იღებს ეგ არაფერი : )

ამასთან, ფარას რომ ადარებენ. ფარა არის უსაფრთხოების ჩარჩო და არ ეხება სამოქალაქო სექტორსა და მედიას, შესაბამისად, სიტყვის თავისუფლებას ამიტომ ამ ორ კანონს ვერ შევადარებთ.

მგონი ვსიო

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, PoisonnIvy said:

კიჭხვალ წავიკითხავ დასვენებულ ტვინზე

ისე ვარ ეხლა ამ

ვიდეოს ვუყურებ და ვერ მოვდივარ გონზე ეს ბიჭი გამოყლევდა და ნამდვილი იარაღით მიდის თუ მე ვარ გათიშულ და რსმე არასწორად გავიჰე

 

https://www.facebook.com/reel/602718691474250/?mibextid=ykz3hl

 

ილიაუნის თვითმმართველობაში იყო

იქ გავიცანი 

ერთერთ პროექტზე ვიყავი მაგათთან რომელსაც სხვათაშორის საერთ ორგანიზაცია აფინანსებდა

ხმერთო, რატო ყველა დააყლევე

:lool:

სამი კაცის გარდა არავის ექნებოდა ეგ ნანახი და შენ ფორუმზე აზიარებ 

ნუ 30 კაცში 

მაგრად გაუჩალიჩე სგ 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
19 minutes წინ, რედაქცია said:

მალე მოგიწევს აზრის შეცვლა პოეზონ, რადგან მიხვდები, რომ შენი საყვარელი პარტია ერთ დროს სიძლიერის გამო რომ შეგიყვარდა, ახლა უკვე იძირება  და ეგეთი სიყვარულის დაწყება როგორც წესი არ პატიობს სისუსტეს და ფსკერამდე არ მიყვება მყვარებელი 

რა პოეტური ხარ :lol: 

asklik stendali

 

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი

თავი ამტკივდა= ( ხვალ თუ დამავიწუდა გამახსენეთ ნევროზალი ვიყიდო და ყველა მსგავსი თემა დავაჰადო, ჩემი ვოლიდანაც წავშლი სტატუსებს ისევ ნიჰილიზმში გადავალ. ბანძი ქვეყანაა და ბანძად დარჩება, მოხიე რა, რამის შეცვლა არა იხვნისკარტა

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, კიჭარტი said:

თავი ამტკივდა= ( ხვალ თუ დამავიწუდა გამახსენეთ ნევროზალი ვიყიდო და ყველა მსგავსი თემა დავაჰადო, ჩემი ვოლიდანაც წავშლი სტატუსებს ისევ ნიჰილიზმში გადავალ. ბანძი ქვეყანაა და ბანძად დარჩება, მოხიე რა, რამის შეცვლა არა იხვნისკარტა

ვინც მოხევის გზას ირჩევს, დიდი ვარაუდით მშობლებმა პირველივე კონფლიქტის დროს სხვა სკოლაში გადაიყვანეს :lool: 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share