Jump to content
×
×
  • Create New...

akciaze ar xart?


PoisonnIvy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@რედაქცია არ ვარ იურისტი და გამაგებინეთ მეთქი და ალტ ინფო ბიძინა ქოციიი

 

აარ ვარ ის ტიპი ვისაც პოზიციის შეცვლა არ შეუძლია მიტუმეტეს არც ახლობელი მყავს საჯარო სამსახურში ზოგისგან განსხვავებით.

 

ამიხსენით კონკრეტული არგუმენტებით და არა წეღან კიჭუნამ და დარქნესამ რო დამიწყეს ირონიულად.

ირონიაზე ვღიზიანდები და უარესად ვპასუხობ.

There's things I wanna say to you but I'll just let you live. 

Share on other sites

  • ფორუმელი

ალტინფოსაც უნდა უყურო, იმედსაც, მთავარსაც და ტვ პირველსაც და შემდეგ გამოიტანო დასკვნები. ყვლა მხარე იმას გაწვდის, რაც აწყობთ, შენ როგორ გადახარშავ სხვა თემაა.

მხოლოდ ერთი წყარო და შენ რაც გსიამოვნებს და ლამაზ სამყაროს იწყობ ის ინფორმაცია დამღუპველია. 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, PoisonnIvy said:

ეს თქვენ გადაწყვიტეთ რო ეგრეა, შტაგაგონათ ვინმემ თუ საიდან მივედით ამ დასკვნამდე?

ხო, მე და ჩემი პადრუგა მოვრიგდით დღეს ყავაზე.

ვინაიდან აღნიშნული კანონი არის რუსული კანონის ანალოგი და აზერბაიჯანში მიღებული კანონის მსგავსი, ჩვენ შეგვიძლია ვისმჯელოთ მის ავკარგიანობაზე.

რუსეთში არ არსებობს კრიტიკული მასა, დაასლოკინებ და ეგრევე რეპრესირებული ხარ, იუთუბშიც კი ძალიან დიდი ცენზურა მოქმედებს და მედია იყენებს დისქლეიმერებს, სადაც "აღიარებს" რომ არის აგენტი.

2) აზერბაიჯანის მაგალითზე, სადაც მიღებული კანონის შემდეგ, საერთაშორისო ორგებმა და დონორებმა აღარ ისურვეს თანამშრომლობა სიესოებთან. რატომ? 

Spoiler

ჩვენ გვაქვს შეზღუდვა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე. შესაბამისად, ვერ ვიღებთ გრანტებს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომლებიც არ არიან აკრედიტებული აზერბაიჯანში. 

გარდა ამისა, შეზღუდვის თანახმად, ყველა პროექტი იუსტიციის სამინისტროში უნდა იყოს რეგისტრირებული, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. სანამ პროექტის რეგისტრაციაზე თანხმობას მივიღებთ, ის უკვე შეიძლება დასრულდეს კიდეც. თანხმობის გადაწყვეტილება კი იმის მიხედვით მიიღება, თუ რამდენად ლოიალური არიან არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მიმართ. 

საერთაშორისო ორგანიზაციებს ტრანსფერების განხორციელება სახელმწიფოს მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმის მეშვეობით შესთავაზეს (ამჟამად, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის სააგენტო). შედეგად კი, საერთაშორისო ორგანიზაციებმა  თავიანთი საქმიანობა აზერბაიჯანში შეაჩერეს. ამ ყოველივემ საგრძნობლად დაასუსტა აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ფაქტობრივად, მოხალისეობრივად აგრძელებს მუშაობას.

ასეთი რეაქციული კანონის მიღების შემთხვევაში, შეიძლება მძიმე დრო დაადგეს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ქართველ კოლეგებთან ერთად ხშირად ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს, განსაკუთრებით, მშვიდობის მენებლობის მიმართულებით. ჩვენ, როგორც პარტნიორებს გვრთავენ ამ პროცესებში, აწყობენ რეგიონულ ან ორმხრივ შეხვედრებს სომეხ კოლეგებთან მოსალაპარაკებლად. კანონის მიღება საქართველოში, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამშვიდობო აქტივისტებისთვისაც მძიმე დარტყმა იქნება. განსაკუთრებით, ამ რთულ დროს და იმ მოცემულობაში, როდესაც ყველა ერთად ვცდილობთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი საზოგადოების შესარიგებლად და ომის თავიდან ასარიდებლად. ჩვენთვის მთავარი პლატფორმა ამ მიმართულებით კი, ყოველთვის საქართველოა. ძნელი წარმოსადგენია მოვლენების შესაძლო განვითარება.“ - 

ეს არზუს კომენტარი, აზერბაიჯანელი სიესოს წარმომადგენლის, რომელიც ახლა ჰააგაშია. როგორც ცნობილია, აღნიშნულმა კანონმა ჩაკლა სექტორი, მუშაობენ მარტო გონგოები, ანუ ისინი ვინც ტაშს უკრავენ მთავრობას. 

სხარტი გოგო ხარ შენ, ახლა ამ ინფოს ანალიზის საფუძველზე მითხარი, არის თუ არა ირიბი დისკრედიტაციის ფორმა აღნიშნული კანონ-პროექტი?

გარდა ამის, შეგახსენებ, რომ აო-ები და კრიტიკული მედია (აქ, ვაზუსტებ, რომ ამ ორ სექტორს დიდად ვერ გავამართლებ და მაღიზიანებს, მავანთა მიერ პოლარიზაციისა და რადიკალიზმის გაღრმავება საზ.ში) თუმცა, კრიტიკული მასის და განსხვავებული აზრების გამტარი ბაბლების არსებობა არის უმნიშვნელოვანესი ზოგადად და ფუნდამენტური დემოკრატიის შენებაში.  აღნიშნული კანონის მიღებით აჩუმებ, კრიტიკულ მასას შემდეგი გზებით:

ნაწილი შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, რატომ უნდა დამიძახონ აგენტი. დამეთანხმები, რომ სსრკ გავლენებიდან მოყოლილი აგენტი, კარგ ასოციაციას არ იწვევს მასაში. მასა ზოგადად არის ჩლუნგი, ანალიზი არ უყვარს რასაც მიაწვდი ყლაპავს. ქოფირაითინგში ვისწავლე, რომ გაყიდვად ტექსტებში არა ნაწილაკის გამოყენებაც კი არასასურველია, რადგან გონებაში ნეგატიურად ილექება. შესაბამისად, სულ რომ აგენტი ფერია დავირქვა, ვიღაც ოღრაში ზაზა გაიგებს მარტო აგენტს, რაც მის აღქმაში ცუდი ტერმინია - ვარ დაიარლიყებული ისედაც. ამას დამატებული, თუ  გამოვთქვამ კრიტიკულ აზრს, ეგრევე ბოტების კამანდა მომაწყდება და გამახსენებს, რომ ხელფასს უნ ვუმენი მირიცხავს და ეგრევე დავიარლიყდები მეორედ როგორც პირობითად აშშს აგენტი, მერე შეიფუთება ალტინფოებში ეს მასალა, როგორც მე ვარ ქართულ ტრადიციებთან და ღირებულებებთან მებრძოლი ამერიკელი ლიბერალი, მერე შალვა მოიქოქება და ა.შ წამოვა ნეგატივის ტალღა. ამას დამატებული საზ.-ის ლოიალობის უდაბლესი კოეფიციენტი სიესოების მიმართ, (რაშიც ბრალი ბაია პატარაიებს და პოლარიზებულ მედიებსაც მიუძღვით როგორც ვთქვი ზემოთ), + ამას ის რომ ხალხს ოღონდ ვინმესთვის კაკაშკები ასროლინე და მთავრობა ამას მიმართულებას მისცემს ჩემკენ. ერთხელ ვიყვირებ, 2-ჯერ, მესამედ ამომივა ყელში. ნაწილი იმიტო გავა სექტორიდან, რომ დაფინანსება არ ექნება, დაფინანსების გარეშე კი ვერ განახორციელებს ადვოკატირებას ან პროექტებს.

 

ეს 1, ვაგრძელებ იცოდე და რადგან დამაწერინე მინდა ბოლომდე წაიკითხო : )

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი

რა განსხვავებაა სააკაშვილსა და დღევანდელ მთავრობას შორის? :lool:

 

ევროპის დამსახურებაა ზუსტად დღეს აქ საუბარი ღიად რომ შეგვიძლია. იმ ევროპის, რომელსაც კითხვის ნიშნებს უწერ იქ სადაც მტერია შენი.

ევროპის და ამერიკის დამსახურებაა ბევრი რამ საქართველოში რაც გაკეთდა და რუსეთმა რა გაგიკეთა? საბჭოთა კავშირის დროინდელი ინფრასტრუქტურული სიკეთეები გვაქვს კი, მაგრამ მაგაშიც მძიმე საფასური გვაქვს გადახდილი.

 

მე მოვრჩი ხვად.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ქვეყნის ნომერ პირველ მტრის პარლამენტარს ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე თავის სკამში რომ ჩასვამს და ისევ ამათ უჭერ მხარს, არ ვიცი რა, მართლა არ ვიცი :lool:

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ყველა არხს და აზრს უნდა ისმენდე რეალობა გაიგო. გააგრძელეთ თქვენი ბაბლის სმენა :lool:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
23 minutes წინ, Sylar said:

არა მეთქი, ხო გითხარი უკვე?

ყველა სთეითმენთის დედას შევეცი, რაც არსებობს. განცხადებებს თუ გულისხმობ, მოვკარი ყური რამდენიმეს.

პირდაპირ გეუბნები, რომ მკიდია, ქულ გეგონებით თუ ჩამორჩენილი. პირიქით, ვიცი რო არაპოპულარულ პოზიციას ვაწვები და არაფერ შუაში არაა რაც დაწერე რეალობასთან. კანონთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არსად დამიფიქსირებია. 

: ) ამის გარდა ვერაფერს დაგიწერ და არ მსურს შენთან რამენაირ პოლემიკაში შემოსვლა : ))) იმიტომ რომ პოლემიკაი დაჟე ი ნი პახნეტ ;დ დუდღუნებ რაღაცებს უმისაამართოდ. სადღაც საყვარლობაც კია.

სხვებს ედავები არგუმენტებს და ბლაბლაბლას მეტი არაფერი გიწერია.

მედავები რაღაცაზე, ან აფიქსირებ პოზიციას იმაზე რაც არ იცი, არ წაგიკითხავს. მერე ძაან მეცინება ოფიც სთეითმენთების გინებაზე. აქ არ ვსაუბრობ აპრიორი მიმღებლობაზე რამის, არამედ გაცნობაზე რომ ანალიზი შეგეძლოს. გინება ჩემი ფეივ არგუმენტია : ))))))

მერე ჩემ იუსაყვარლესი ვიშენკა ნა ტორწიკე არის ეს ფინალი  ))) თავის მოსაწყლების :lol: da რებელობის ერთდროულად. მკიდიიააააააააა რომ ჩამორჩენილი გეგონებით ქულლლ ბაბლლლლლსსსს )))) როცა მსგავსი რამ არავის დაუწერია :lol: არა მეთქი და მაინც პუნქტებად მოგყევი. კაი მეზარება.

აგე ჩემ პოკო ლოკოს ვუწერ პასუხებს და წაიკითხე

 

 

 

@Damnoc modi chemit iamake : (

Edited by კიჭარტი

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი

@რედაქცია არცერთს ვუყურებ.

 

@კიჭარტი რომ დაამთავრებ და ყველაფერს დაწერ, მერე გიპასუხებ მეც.

 

გმადლობ დიდი ტექსტისთვის და მონდომებისთვის.

ონლაინ, კიჭარტი said:

ჩემ პოკო ლოკოს ვუწერ პასუხებს და წაიკითხე

:lolz:<3

There's things I wanna say to you but I'll just let you live. 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share