Jimmy Posted 23 მარტი, 2023 Author Posted 23 მარტი, 2023 ერთი ფეხსაცმელი ვერ ვიპოვე და მაგის დრო აღარ იყო ეგრე ჩამოვედით უკან ყველა დაიფანატა, ორმა ავათრიეთ ეს სახლის კარების წინ მივაყუდეთ, კარებზე დავაბრახუნეთ და ჩამოვცვივდით ქვევუთ კარები გაიღო და - > დედაა არა მცემო 22 ნაკერი დაადეს შუბლზე მერე ტრაბახობდა ძვალი ამომოღეს და ხე მიდევსო შიგნითო მე სახლში რო მივედი ხო აზრზე ხართ სენტ ჯეიმზ სქულის ფორმით გამომისვეს და როგორი დავბრუნდი გვიან გაზაფხულამდე ეზოში აღარ გამიშვეს ხო, ვაგონეტკა ყოფილა მოკლედ ზედ პლატფორმა იდგა ხის და ამ ხეზეყო სამიზნე გაკრული ამ ვაგინეტკას ტროსები ჰქონდა მობმული და რუსები ჩართავდნენ ელექტრომოოტორს და მოზრავ სამიზნეზე სროლაში ვარჯიშობდნენ ხოლმე ეგ მერე გავარკვიე Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Micawber Posted 23 მარტი, 2023 Posted 23 მარტი, 2023 ძაან ვიხალისე სენიორ 1 Life is serious. Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 23 მარტი, 2023 Posted 23 მარტი, 2023 @Eric ვაიმეეეე . . . . 1 Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 29 მარტი, 2023 Author Posted 29 მარტი, 2023 1 Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 31 მარტი, 2023 Author Posted 31 მარტი, 2023 (შესწორებული) ძალიან ადრე რაღაც სერიალი გადიოდა სახელი არ მახსოვს, მაგარი ტიპი თამაშობდა აი იმენნა კაცი ყო რა, მეგობრები ქალები მზად იყო ნებისმიერ დროს სიცოცხლე დაედო ნებისმიერისთვის ერთ ხელში გრძელი დაშნა და მეორე ხელში მოკლე ხანჯალი - იმენნა საფირმო ნიშანი იყო და დედისმდღვნელად ხმარობდა ორივეს ჰოდა რუსულ არხზე გადიოდა ღამით, მერე დილით იმეორებდნენ და ტელევორის წვალებისას აღმოვაჩინე რო ძალიან ცუდ ხარისხზე მაგრამ ღამის ოთხ საათზე იჭერდა რაღაც ვლადივოსტოკის არხს სადაც იმ დროისთვის ტოლი დილა იყო ტოლი საღამო მარა ეს სერიალიც მიდიოდა ამიტო თითო სერიას ვუყურებდი სამჯერ რა უაუუუ მაგარი იყო შემდეგ გადავწყვიტე რომ ვლადივოსტოკის არხის ცუდი ხარისხი გამესწორებინა და ტელევიზორი კი დავშალე მარა ვერაფრით შევძელი რაც დავადგინე სიგნალის დაბალი ხარისხის ბრალი იყო შემდეგ გადავწყვიტე სიგნალის გაძლიერება და ამის კვლევას მივყევი ხელი და პრაქტიკულად მისტიკა გამოდგა ჩემი იმ დროის ტექნოლოგიური ცოდნისთვის + არსებული ხელმისაწვდომი ინფოსთვის + ხელმწისაწვდომი მატერიალური ტექნიკური ბაზისთვის მაგრამ საიდან და ვინ და რატო მითხრა რო ვერცხლისწყალი იყო საჭირო აღარ მახსოვს მოკლედ სახლის ორი თერმომეტრი ეგრევე იოხტუმ უბნის ძმაკაცების სახლების თერმომეტრები იოხტუმ მარა არ იყო საკმარისი Edited 31 მარტი, 2023 by Luca 1 Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 31 მარტი, 2023 Author Posted 31 მარტი, 2023 გავიჩითე აფთიაქში და იქ კი მაძლევენ ერთს მარა ხუთი რადგ გინდაო დაეჭვდნენ და ცუდად მქონდა დაცდილი ეს უფროსების დაეჭვება ამიტომ ღიმილით და უკანასვლით გამოევედი და დავტყდი იმიტო რო ვინც მითხრა ვერცხლისყალიო იმან ჩუმად ისიც მითხრა არავინ გაიგოს იმიტო რო თვითმფრინავების რო დაფრინავენ იმას აურევს აპარატურასო მოკლედ უბანში მოკლე თათბირი შედგა, დაისახა მიზანი, ამოცანები გზები და დავეშვით ველოსიპედებით ერთ კვირაში მოვაგროვე ცხვირის წვეტები რომაა მაგის ფლაკონის ნახევარის ნახევარი, (შიგ ვინახავდი) და ერტ დღეს ავედი სხვენზე ოჰოჰოოჰოოოო რა თვალებგაფართოვებულმა დავაერთე ანტენაზე (როგორც ამიხსნეს) ჩამოვედი ჩავრთე და ჩემი ფეხები რა თვითმფრინავის პილოტების აპარატურა და რა დაშნა ხანჯლები უაბშე არაფერი ავედი ისევ ვწვალე ვიწვალე და რომ ჩამოვედი მაამჩემი დამხვდა სადაა თერმომეტრები? აუუ ეგრევე ბეჭებში წამოვიდა ჯერ ცივი მერე ცხელი ტალღა მერე ისევ მერე ისევ რა თერმომეტრები? კოალტას ხედავ? ვხედავ სადაა თერმომეტრები ჩამოვუტანე ჩემი ხელით და ჩავაბარე იქიდან მისულან სამსახურში და უკითხიათ რად გინდა ამდენი თერმომეტრიო გამოღლევებულა კაცი რა თერმომეტრი შიგ ხო არა გაქვთო აბა ის შენი სიამაყე რო დარბის მთელ ქალაქში და თერმომეტრებს აგროვებსო? დედამოდღნულები 1 Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 31 მარტი, 2023 Posted 31 მარტი, 2023 @Luca კარგად წერთ. ხოდაააააა დასანანია, რომ მხოლოდ ფორუმზე .... Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 31 მარტი, 2023 Author Posted 31 მარტი, 2023 2 საათის წინ, ASIA said: კარგად წერთ. ხოდაააააა დასანანია, რომ მხოლოდ ფორუმზე .... წინ კიდევ ბევრია სენიორა როგორც ჩანს, სიბერეში მოვაგროვებ და ერთ იდეად ალბათ ჩამოყალიბდება მანამდე. ჩემი ხელით მოგართმევთ ერთ ეკზემპლარს. 1 Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა