Jump to content
×
×
  • Create New...

"გოგო"/ "ბიჭი"-დან "ქალი"/"კაცად" გადაქცევის შეგრძნება


ramnish_
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ზოგს ლამის მთელი ცხოვრება ეხამუშება, როცა ქალად / კაცად მოიხსენიებენ. ძირითადად, ქალებშია ეს ტენდენცია. ურჩევნიათ, რომ გოგო უწოდონ 50 წლის ასაკშიც კი.

თქვენ "რად" გრძნობთ თავს თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე?

თქვენი თავისთვისაც თუ უკვე დაკაცდ-დაქალდით და უსიამოვნოდ არ გხვდებათ ყურში, როცა ქალს / კაცს გიწოდებენ, როდის მოხდა ეს? როდის გააცნობიერეთ? რაიმე ფაქტორმა გამოიწვია თუ უბრალოდ ბრახ და ერთხელაც ამოგიყირავდათ ტვინში, "უმიზეზოდ"?

მე რამდენიმე კვირის წინ გავიზარდე. ამ კლიპის წყალობით.

 

კონკრეტულად ამ ფრაზებმა:
"I'm a man, Jessica. I'm a man"
"He just took me, he just grabbed me.. He was a man and I was a woman".

მას შემდეგ რაღაც გადამიტრიალდა და კომფორტულად ვგრძნობ თავს ჩემი ნამდვილი წოდებით.

ახლა თქვენით დავინტერესდი. :hi:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, PoisonnIvy said:

megona tema qalad/kacad gadaketebaze iko :(

 

disappointed.

ეგ თემები არ მოგბეზრდათ? 

6 საათის წინ, PoisonnIvy said:

me bavshvad vgrdznob tavs

ბავშვური ნაწილი არასდროს უნდა დავკარგოთ.

მაგრამ ეს არ გამორიცხავს, თავს ქალადაც გრძნობდე და გისწორდებოდეს. რამდენიმე წელიწადში ალბათ შენც გამოსცდი ამ საოცარ შეგრძნებას.

7 საათის წინ, Sylar said:

ბუსუსხუნად

განგვივრცობ? 

Share on other sites

  • ფორუმელი

გოგოდ

 

 

გაცნობიერებით, თანამშრომლის შვილმა რომ მერჯი დეიდა დამიძახა :gurabe:

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

შარშან სტადიონზე 5 -6 წლის ბავშვებმა.

და მანდ მივხვდი, რომ თავის მოვლის დროა :facepalm: :lool:

ცუდი გრძნობა იყო ნამდვილად .

Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, ramnish_ said:

@რედაქცია თავს ბიჭად აღიქვამ და არა კაცად?

გულის სიღრმეში ალბათ ყველა ბიჭად აღიქვამს თავს.

40 წლის ტიპებიც არიან, ბიჭებად აღვიქვამ. გარეგნობას გააჩნია და ჩაცმის სტილს.

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share