Jump to content
×
×
  • Create New...

კანონი აგენტობაზე


Recommended Posts

38 minutes წინ, Moor said:

რო დაიკიდო?

ნერვები მეშლება, როგორ დავიკიდო. 

მთავრობას ვერ ვიტან, თუმცა მოსახლეობის პოზიცია საერთოდ

მაინცდამაინც ცოცხებზე, წამებაზე და შიმშილზე გადის პროტესტის განცდა.

დღეს, სერიოზულად, დავფიქრდი ემიგრაციაზე. აღარ მინდა ტროლ-ბოტების ქვეყანაში ცხოვრება.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@Darkness რადიო თავისუფლებაზე ვკითხულობდი  ღორისტანში  როგორ იმუშავა აგენტების კანონმა. მთლად ეგრე არ მგონია ქნან აქ. პროსტა ჯერ საკონსტიტუციოში და მერე სტრასბურგშია საქმეები მოსახოდი. 

4 minutes წინ, Darkness said:

მთავრობას ვერ ვიტან, თუმცა მოსახლეობის პოზიცია საერთოდ

 

მოსახლეობისგან რას ითხოვ. 40 წელი ის ვერ მოხერხდა, რა სექტორია ხალხისთვის აეხსნათ

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Darkness said:

მთავრობას ვერ ვიტან, თუმცა მოსახლეობის პოზიცია საერთოდ

ხალხი არ ვარგა ხო? :(

მეტი რა ქნას ამ საწყალმა და გაუბედურებულმა ხალხმა…

 

ისე თქვენ რატომ არ ხართ იქ? CEO - ბიც იმედია იქ არიან… ექიმი/მეწარმე/ლიდერი დავინახე სურათზე…

Share on other sites

@Moor კანონზე მეტად, პრეცენდენტის დაშვებაა მნიშვნელოვანი. დასავლური პარტნიორების თვალში ბოლომდე ჩავფლავდით.

თორემ, პოზიტიურადაც, შეიძლება შევხედოთ მაგ კანონს, ვინც ,,აგენტებად" რეგისტრირდება, კაი ტიპი გამოდის, ამ მთავრობის ხელში.

თუმცა, ილიაუნის რექტორმა დაწერა, ძალიან კარგი პოსტი, რას ვკარგავთ ამ კანონით.

6 minutes წინ, Seth said:

ხალხი არ ვარგა ხო? :(

მიშას დრო პატარა ვიყავი, თუმცა მახსოვს, რომ ამაზე ნაკლების გამო, სერიოზული აქციები ეწყობოდა. 

ახლა, მოსახლეობა თითქოს დააჩმორეს. ტროლ-ბოტების ქარხანამ უპოვა ჩასაწვეთებელი იდეები და პოზიციებიც, რომლითაც საზბის განწყობას მართავს. ცოტა მაოცებს, როგორ შეიძლება მაზროვნე ადამიანი ,,ქოცი არ ვარ მაგრამ" ნარატივს იმეორებდეს და ვერ აცნობიერებდეს, რომ მისი ნეიტრალობა, ზუსტად ისაა, რაც ამ მთავრობის ქმედებების ლეგიტიმაციას ახდენს.

9 minutes წინ, Seth said:

ისე თქვენ რატომ არ ხართ იქ?

გახლდით, დავსველდი, გავიყინე, აცრემლებულ გოგო-ბიჭებს ვუყურე,დავიგრუზე, გავბრაზდი. თავს ვიკავებ, რომ მოლოტოვს რა უნდოდა მშვიდობიან აქციაზე და პოლიციას რას ერჩოდნენ კომენტარებს ისე არ ვუპასუხო, როგორც პირველადი ინსტინქტი მკარნახობს.

ახლა, სანამ ხვალინდელ აქციაზე შევიტყობ ინფოს, მანამდე ბოლს თქვენთან ვუშვებ. წინააღმდეგი ხართ?

სიმართლე გითხრთ, მაგრად გამიტყდა, 7-სკენ რომ მივედი და პარლამენტთან ასე ცოტანი ვიყავით. თუმცა, 8-სკენ ხალხმა დაიწყო მოსვლა და მივხვდი, რომ ჩვენს სოციუმში დასავლური ღირებულებების გამზიარებელი არაერთი მოქალაქეა და მეამაყებოდა მათ გვერდით დგომა :love:

Share on other sites

  • ფორუმელი

ძალიან საყვარელი და სახალისო კამანდაა. 

ოპოზიცია + პრადვინუტი ახალგაზრდობა, რომელსაც რატომღაც ჰგონია, რომ რამის შეცვლა შეუძლია + კამანდა, ვისაც ადრენალინი აქვს მონატრებული და ნებისმიერ თავყრილობაზე მივა :lolz: 

ხო არაფერს ვამბობ, ხო არანაირ დისკუსიაში არ ვერთვები, ხო არავის ვეხები, მარა არა, მაინც ყველგან, ფეისბუქზე, ფორუმზე თუ სხვაგან, ვიღაც მომმართავს და მამუნათებს ჩემი პოხუიზმის გამო. მოდით რაა :givi: 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი

როგორც ვვარაუდობდი, გაიტანეს კანონი :)))))) პროსტა ამ დონემდე სამარცხვინოდ თუ იზამდნენ არ ველოდი მაინც.

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი

@Sylar რა გაცინებს დებილივით ცოტა მართლა ვერ მივხვდი. 

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share