Jump to content
×
×
  • Create New...

ფორთოხალი
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
36 minutes წინ, Seth said:

ეს გავიგე, ძალადობა როგორაა ეს თქო? ანუ არ არის ეს ძალადობა :დ

ათასჯერ გამეორებული და თან ვითომ ძნ დიპლომატიურად, ტონკად აი რომ ცდილობს ძალადობა არაა? აბა წათაქებაა მაინც და მაინც ძალადობა? :scared:

მე რომ ვიღაც ნორმალურ ქათმებს მადარებ რანაირად არ აღვიქვა ძალადობად? წადი გყავდეს ეგეთები გამოგეკიდე? მე თუ გიღებ ისეთს როგორიც ხარ, შენი ხიწვებით და სიფაფუკეებით შენ რა ჭირად მიჩხიკინებ? 

რა თქმა უნდა ძალადობაა სენიორ სეტ. თუ მე რამის შეცვლა მომინდება და აგდავწყვეტ ასეც მოვიქცევი, ერთხელ გამეორებაზე დავხუჭავ თვალს და 9 ზე არა...

თუ ურთიერთობის დაწყებამდე  ჩემი ლაღი ხასიათი შენთვის აღმგზნები და მომნუსხველი იყო ურთიერთობაში რაღატოა პრობლემა როცა ჩემი სილაღის მომსწრეები სხვებიც ხდებიან? ფლირტაობის ეტაპზე როცა ყურადღების ცენტრში ვიყავი მოგწონდა და მერე უკვე ეჭვიანობ, ჰო და რატო? ყვავილების თაიგულს ვკრავდი ფლორისტთან და თან საყვავილე მაცივრებზე და კენიიდან ყვავილების იმპროტზე მესაუბრებოდა ეს ქალი და ვიღიმოდი როგორც ჩანს (ყვავილებთან კომუნიკაციისას სხვანაირი რატო უნდა ვიყო ვერ ვხვდები), მანქანაში ჩაჯდომისას ისეთი სიფათით მიყურებდა მეთქი გავურჭობ ახლა ამ თაიგულს ერთ ადგილას და გადავალ მანქანიდან. არ გამირჭია მარა იმ საღამოს მერე  არც მინახავს.

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Cliff Unger @საწყალი ოსვალდო რიოსი დიდი მოლების პარკინგზე მანქანაში სექსი გქონიათ? 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Mulan said:

ათასჯერ გამეორებული და თან ვითომ ძნ დიპლომატიურად, ტონკად აი რომ ცდილობს ძალადობა არაა?

არ არის.

1 საათის წინ, Mulan said:

თუ ურთიერთობის დაწყებამდე  ჩემი ლაღი ხასიათი შენთვის აღმგზნები და მომნუსხველი იყო ურთიერთობაში რაღატოა პრობლემა როცა ჩემი სილაღის მომსწრეები სხვებიც ხდებიან? ფლირტაობის ეტაპზე როცა ყურადღების ცენტრში ვიყავი მოგწონდა და მერე უკვე ეჭვიანობ, ჰო და რატო? ყვავილების თაიგულს ვკრავდი ფლორისტთან და თან საყვავილე მაცივრებზე და კენიიდან ყვავილების იმპროტზე მესაუბრებოდა ეს ქალი და ვიღიმოდი როგორც ჩანს (ყვავილებთან კომუნიკაციისას სხვანაირი რატო უნდა ვიყო ვერ ვხვდები), მანქანაში ჩაჯდომისას ისეთი სიფათით მიყურებდა მეთქი გავურჭობ ახლა ამ თაიგულს ერთ ადგილას და გადავალ მანქანიდან. არ გამირჭია მარა იმ საღამოს მერე  არც მინახავს.

ეს არ არის ძალადობა.

Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, Mulan said:

რა ქვია ამას?

 

მაგას ქვია პრეტენზიის გამოხატვა სენიორა, კონკრეტული ქცევების შეცვლის მოთხოვნით :დ ეზ ლონგ ეზ ეს არ სცდება ტვინის ლაითად იმასქნის ფარგლებს და არ გადადის ე.წ. ებიუზში :დ მანამდე ძალადობა არაა და ვერც ჩაითვლება. 

13 minutes წინ, Mulan said:

მე ვაბუქებ რამეს?

გაბუქების რა გითხრათ, ასე რთულია თქმა. მაგრამ ეს ძალადობა ნამდვილად არაა :დ

კონკრეტულად ეჭვიანობას რაც შეეხება, ეგ არ ინკურნება სენიორა. თუ არ მოგწონთ ეგ თვისება, მაგ შემთხვევაში პირველივე გამოვლინებაზე უნდა მორჩეთ :დ რადგან არ ინკურნება. არც 9ჯერ ერთი და იგივეს გაგონება მოგიწევთ :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
13 საათის წინ, Seth said:

პრეტენზიის გამოხატვა სენიორა, კონკრეტული ქცევების შეცვლის მოთხოვნით

ჩემთვის ეს ძალადობაა

რატო უნდა შევცვალო ის ქცევა რაც ჩემი პიროვნების ნაწილია, მომწონს და კომფორტულად ვგრძNობ თავს მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას არ მოწონს? მე თუ გეგუები ისეთს როგორიც ხარ, ვიტან შენ ხიწვებს შენ რატო მეპრეტენზიულები და ცდილობ ძალით შემცვალო? ძალადობაა აბა რა არის? როგორც წესი პრეტენზიებია ჩემ უცერემონიალობასთან, პირდაპირობასთან, სითამამესთან დაკავშირებით! 

13 საათის წინ, Seth said:

მაგრამ ეს ძალადობა ნამდვილად არაა :დ

არის და თან როგორი!

13 საათის წინ, Seth said:

კონკრეტულად ეჭვიანობას რაც შეეხება, ეგ არ ინკურნება სენიორა. თუ არ მოგწონთ ეგ თვისება, მაგ შემთხვევაში პირველივე გამოვლინებაზე უნდა მორჩეთ :დ რადგან არ ინკურნება. არც 9ჯერ ერთი და იგივეს გაგონება მოგიწევთ :დ

მეც ეჭვიანი ვარ სენიორ, ღმერთმა არ ქნას რამე დეტალმა გამიწითლოს ამიტომ ეჭვიანობა ნორმალურ ამბად მიმაჩნია. როგორც არ უნდა მიჩხიკინოს ვერავის წაიჭერს სხვას ჩემ ცხოვრებაში იმიტომ რომ ვიცი რომ არაფერს ვაფუჭებ, წვრილმანებზეც კი არ ვტყუი არასდროს. უბრალოდ ეჭვიანობასაც გააჩნია. 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Mulan said:

ჩემთვის ეს ძალადობაა

:დ გამოდის რომ რამდენჯერაც შვილს (მაგალითად) მიუთითებთ დიპლომატიურად, მისი ქცევის (რომელიც მისი პიროვნების ნაწილი :დ იქნება), იმდენჯერ იძალადებთ :user:

3 საათის წინ, Mulan said:

რატო უნდა შევცვალო ის ქცევა რაც ჩემი პიროვნების ნაწილია, მომწონს და კომფორტულად ვგრძNობ თავს მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას არ მოწონს? მე თუ გეგუები ისეთს როგორიც ხარ, ვიტან შენ ხიწვებს შენ რატო მეპრეტენზიულები და ცდილობ ძალით შემცვალო?

ძალით შეცვლა მაგალითად არის ბატარეაზე ჯაჭვით მიბმა და/აბ სველი პირსახოცით ცემა-ტყეპა დღეში ორჯერ :დ

ყვეკა სხვა შემთხვევაში (გარდა ფსიქოლოგიურო ძალადობისა, რაც საერთოდ სხვა რამეა) ეს ძალადობა არ არის. 

3 საათის წინ, Mulan said:

როგორც წესი პრეტენზიებია ჩემ უცერემონიალობასთან, პირდაპირობასთან, სითამამესთან დაკავშირებით! 

პრეტენზიები ყოველთვის არის და რა? დიპლომატიურად თუ გეუბნებიან რომ - იქნებ რამე სხვანაირად გაგეკეთებინა - ძალადობა რა ნაწილშია? :დ თუ გინდა გააკეთებ და თუ გინდა არ გააკეთებ.

3 საათის წინ, Mulan said:

მეც ეჭვიანი ვარ სენიორ, ღმერთმა არ ქნას რამე დეტალმა გამიწითლოს ამიტომ ეჭვიანობა ნორმალურ ამბად მიმაჩნია.

:დ რადგან თქვენც ხართ ამიტომ ნორმალურია? :spy:

3 საათის წინ, Mulan said:

უბრალოდ ეჭვიანობასაც გააჩნია. 

:დ რას გააჩნია? რამე სხვადასხვანაირი ეჭვიანობა არსებობს თუ?

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share