Jump to content
×
×
  • Create New...

ჯო ბაიდენი


iaiameri
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
7 საათის წინ, t-90 said:

ამიტომაც ენჯეოშნიკებს გეძახიან ინტრიგნებს.

:du:არ ვარ ეჯეოშნიკი :D 
 

Quote

ერთადერთი რასაც აბრალებენ 

ეჭვი მაქვს, რომ შავი საქმეების მიფარცხვაში იმდენი გადაიხადა, არავის მოუნდა მისი საიდუმლოების გათქმა.
თუმცა მისი პირადი არ მადარდებს, ფრაზებისა და საიმიგრაციო პოლიტიკისგან განსხვავებით.
აუ, ტრამპზე სულ ოქროს წვიმა და მოსკოვის სასტუმრო რატომ მახსენდება? :D

Quote

ძია ბაიდენს კიდე პირდაპირ ადებდნენ ხელს sexual assaultზე

წყარო?
 

Quote

მთავარია ძალაუფლება რო თქვენი ულტრამემარცხენე სიტუაცია მოახვიოთ თავს მსოფლიოს.

:ramagaria::love:
მაგრამ

Quote

თქვენი ულტრამემარცხენე

ეს ჩემთან რა შუაშია?
 

Quote

დევდარიანი იყო ბაია -პატარაიას ჩაშკა-ლოჟკა. რა პატარაიამ არ იცოდა რა ნაბოზარიც იყო ზვიადა? იცოდა. მარა როცა დაჭირდა მაგის ჩამოცილება საზმაუს არჩევნებიდან ეგ კარტიც მაშინ გამოიყენა

ქართული ნიუსებისგან ისე შორს ვარ, აზრზე ვერ მოვედი რაზე დაწერე, ან ზვიადა ვინ არის, ან საზმაუზე რა მოხდა, ან პატარაის რა უნდოდა, დევდარიანი რა შუაშია. საერთოდ, ვინ არიან, რა უნდათ... ხზ.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Darkness said:

:du:არ ვარ ეჯეოშნიკი :D 

არადა ეგ უარესია: უფასო პროპაგანდისტობა მთალდ სახარბიელო ვერაა :D

1 საათის წინ, Darkness said:

ეჭვი მაქვს, რომ შავი საქმეების მიფარცხვაში იმდენი გადაიხადა, არავის მოუნდა მისი საიდუმლოების გათქმა.
თუმცა მისი პირადი არ მადარდებს, ფრაზებისა და საიმიგრაციო პოლიტიკისგან განსხვავებით.
აუ, ტრამპზე სულ ოქროს წვიმა და მოსკოვის სასტუმრო რატომ მახსენდება?

შავ საქმეებში რა იგულისხმება?

ფრაზები რატომ გაღელვებთ? საიმიგრაციო პოლიტიკას რაც შეეხება რაზეა საუბარი? მთელი მექსები უნდა არჩინოს ამერიკამ თუ?

1 საათის წინ, Darkness said:

წყარო?
 

https://en.wikipedia.org/wiki/Joe_Biden_sexual_assault_allegation

განსხვავებით ამისგან ტრამპისთვის არავის უჩივლია.

შტორმი დენიელსს რაც შეეხება იქ უბრალოდ გახეთქეს ამბავი და არანაირი გაუპატიურება არ ყოფილა.

1 საათის წინ, Darkness said:

ეს ჩემთან რა შუაშია?

ლიბერალები ხო ხართ არა ულტრამემარცხენეები?

 

1 საათის წინ, Darkness said:

ქართული ნიუსებისგან ისე შორს ვარ, აზრზე ვერ მოვედი რაზე დაწერე, ან ზვიადა ვინ არის, ან საზმაუზე რა მოხდა, ან პატარაის რა უნდოდა, დევდარიანი რა შუაშია. საერთოდ, ვინ არიან, რა უნდათ... ხზ.

რავი. იყო და არა იყო რა იყო ერთი ენჯეოს უბაბნიკესი და უმუსუსესი დირეხტორი რომელიც მეორე ქალთა უფლებების ფლაგმანთან ძმაკაცობდა

ხოდა ეს დირეხტორი იღებდა საზმაუს ბორდის არჩევნებში მონაწილეობას და კონკურენტად ედგა ფლაგმანი.

ფლაგმანმაც რომელიღაცა დირეხტორის ძველი ნაშა ამოაგდო, დააწერინა და შესაბამისად ტიპი ენჯეოსექტორიდან გააგდო ვაბშე. არადა ნუ ლამის ერთად დადიოდნენ ქალების ასაყრელად. :D

აესაა შედეგი იმსა ანგელოზები რო გგონიათ ეგენი. საწყალი დმოკრატები და ლიბერალები. ფრთები ამოსდით პირდაპირ.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

100მდე sworn affidavit დაიდო მ

მარტო უეინ ქაუნთიში. ანუ მოწმეთა ჩვენებები ჩვენებურად.

მარა სასამართლოს სულ კიდია.

never trumper ებზე ცუდი ხალხი არ არსებობს.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
On 11/23/2020 at 11:12 AM, iaiameri said:

რა პროგნოზებია?

ჩვენთვის რამე სასიკეთო იკვეთება ამ კაცის გვარ სახელთან?

 

უცხოები aka უცნობები არ ვართ, სენატის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელი იყო, 2008 წელს მაგისი ინიციატივით მოხდა მილიარდიანი დახმარების გამოყოფა. მერე თბილისშიც იყო, გვამშვიდებდა, გადატვირთვის პოლიტიკას თქვენ არ შეეწირებითო :დ

მარა ჩვენთვის კარგი და ცუდი ასე ერთი სახელით და გვარით არ წყდება.  ბოლო ათწლეულების ინტერნაციონალისტური პოლიტიკა და რიტორიკა გაგრძელდება, აკა ნეოკონურ - გლობალისტურ მიდგომებს გააგრძელებს, ბონუსად  რუსებზე დაწოლა გაიზრდება (ნათქვამიც აქვს რომ რუსეთი ამერიკის ნომერ პირველი საფრთხეა). ნატოს გაფართოება და სმარტ პაუერი ისევ დღის წესრიგში დაბრუნდება + უმცირესობების უფლებები. 

ირანთანაც, ჩინეთთანაც შერბილდება კონფრონტაცია.  ხზ ეგ რამდენად კარგია მაგათთვის. ევროპასთანაც უფრო ლოიალურები იქნებიან ალბათ. 

ზოგადად მონეოკონო-მოიდეალისტო ტიპები  ამერიკის ვლასტში უფრო მეტი შანსია რო გამოგვადგნენ და საქართველოს რამე ზედმეტი როლი მიანიჭონ :032:

Edited by Moor

 

 
Share on other sites

კაი სათაური იყო, რას ერჩოდით? რომელიმე სააგენტოს სათაურებს უნდა ჰგავდეს მაინც და მაინც?:iaiameri:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ბაიდენის არჩევა = ჩინური ლობის გაძლიერებას ამერიკაში და შესაბამისად მსოფლიოში.

შედეგად ნომერ1 სახელმწიფო აშუშუ ვეღარ იქნება.

აი ჩინეთი კი კი ბატონო.

ეწინააღმდეგებოდა ამ ყველაფერს ტრამპი და ჩინეთიდან წარმოებაც კი გადმოიტანა მაგრამ მსოფლიიო ლიბერალურმა ძალებმა არცევნები გააყალბეს (ამის ყვეალ მონაცემია) და არ ამარტ არჩევნები, მათი გავლენა როგორც ჩანს უზარმაზარია და იქაური საზოგადოება უკვე ვერაფერს შეცვლის.

ასე რომ ნახვამდის იმ დემოკრატიულ დასავლეთს რომელსაც აქამდე ვიცნობდით.

ოდნავ გაუმჯობესებულ რუსეთს მივიღებთ მალე.

 

Share on other sites

  • ფორუმელი

 

6 იანვარი - ამერიკული არჩევნების ფინალური აკორდი კონგრესში

03 იანვარი, 2021

b5817790-1617-4fe8-a434-9ef525023265_w10
 

კონგრესის გაერთიანებული სესიის მიერ საარჩევნო ხმების დათვლა, ზოგადად რუტინული და ცერემონიული საქმეა, მაგრამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არაერთი მცდელობა, ეჭვი შეიტანოს დემოკრატ ჯო ბაიდენის გამარჯვებაში, მომავალი გაერთიანებული სესიის მიმართ ჩვეულებრივზე მეტ ყურადღებას იწვევს.

მას შემდეგ, რაც ამომრჩეველთა კოლეგიამ 14 დეკემბერს ბაიდენი ოფიციალურად აირჩია, გამარჯვების დადასტურების ბოლო ნაბიჯი კონგრესში ხმების დათვლა იქნება. ასეთი შეხვედრა კონსტიტუციის მოთხოვნაა და რამდენიმე განსაზღვრულ ფორმალურ აკორდს შეიცავს.

თუმცა, მანამდე, რამდენიმე რესპუბლიკელმა კანონმდებელმა, რომლებიც გაყალბების შესახებ ტრამპის უსაფუძვლო განცხადებებს იმეორებენ, თქვეს, რომ შედეგებს სენატში ოფიციალურად გააპროტესტებენ და დემოკრატების მიერ მართულ წარმომადგენელთა პალატას კენჭისყრის გამართვას აიძულებენ, რაც თითქმის უეჭველად ჩაიშლება.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა ჯგუფი ეძებდა სენატორს, რომელიც ამ ძალისხმევაში ჩაერთვებოდა, რადგან კენჭისყრის გამოსაწვევად, ორივე პალატიდან სულ მცირე ერთი წევრის მხარდაჭერა უნდა არსებობდეს. ოთხშაბათს, ასეთი მხარდაჭერა მისურის შტატის წარმომადგენელმა სენატორმა ჯოშ ჰოულიმ გამოთქვა, რომელიც შესაძლოა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტი გახდეს.

 

ჰოულის მხრიდან გამოწვევა მოხდა იმის მიუხედავად, რომ სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა რესპუბლიკელ სენატორებს სთხოვა, წარმომადგენელთა პალატის უიმედო ძალისხმევას არ შეერთებოდნენ. დეკემბრის დასაწყისში, მაკკონელმა თავისი პარტიის დახურულ სხდომას უთხრა, რომ სენატის რესპუბლიკელებისთვის ეს “საშინელი კენჭისყრა” იქნებოდა.

რა მოხდება, როდესაც იანვარში კონგრესი შეიკრიბება?

ფედერალური კანონის შესაბამისად, კონგრესი 6 იანვარს უნდა შეიკრიბოს, რათა ყოველი შტატიდან შემოსული დაბეჭდილი კონვერტი გახსნას, რომელშიც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია. პალატაში ხმები წითელი ხის ყუთებით შეაქვთ.

ორი პალატის, ორივე პარტიის წარმომადგენლები შედეგებს ხმამაღლა კითხულობენ და ოფიციალურ დათვლას ხმამაღლა ახმოვანებენ. სესიის თავმჯდომარე იქნება სენატის პრეზიდენტი, ანუ - ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც გამარჯვებულს გამოაცხადებს.

რას მოითხოვს კონსტიტუცია?

კონსტიტუცია მოითხოვს, რომ კონგრესი შეიკრიბოს და ამომრჩეველთა ხმები დათვალოს. ხმების თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, პრეზიდენტის ვინაობას დაადგენს კონგრესი, სადაც ყოველ დელეგაციას ერთი ხმა ექნება. ეს 1800-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა. ამის აუცილებლობა წელს არც არის, ვინაიდან კოლეგიაში ბაიდენის ტრამპზე გამარჯვება გამოკვეთილი იყო: 306-232-ზე.

 

სესია როგორ მიმდინარეობს?

ორი პალატა, ხმების დასათვლელად შუადღეს იკრიბება. თუ ვიცე-პრეზიდენტს თავმჯდომარეობა არ შეუძლია, სენატში არსებობს პრეცედენტი “პრო-ტემპორე”, ანუ უმრავლესობის პარტიის, ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე სენატორის მიერ სესიის გაძღოლის თობაზე. ამჟამად ასეთი სენატორი, აიოვის შტატის რესპუბლიკელი წარმომადგენელი ჩაკ გრასლია.

თავმჯდომარე ამომრჩეველთა ხმების სერტიფიკატებს ხსნის და შტატების სახელების ანბანის თანმიმდევრობით წარადგენს. შემდეგ, ორივე პალატიდან დანიშნული, ორივე პარტიის წევრი “ხმის დამთვლელები” ყოველ სერტიფიკატს ხმამაღლა კითხულობენ. ხმის დამთვლელები ხმებს აღრიცხავენ და ითვლიან. თავმჯდომარე აცხადებს, თუ პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობისთვის ხმების უმრავლესობა ვინ მოიგო.

 

რა ხდება გაპროტესტების შემთხვევაში?

ხმის მთვლელის მიერ შტატიდან წარმოდგენილი სერტიფიკატის წაკითხვის შემდეგ, ნებისმიერ წევრს შეუძლია ადგეს და იმ შტატის ხმები ნებისმიერ საფუძველზე გააპროტესტოს, მაგრამ თავმჯდომარე პროტესტს არ მოისმენს, თუ ის წერილობით არ არის წარმოდგენილი და ხელს არ აწერს წარმომადგენელთა პალატის წევრიც და სენატორიც.

ასეთი ერთობლივი თხოვნის შემთხვევაში, გაერთიანებული სესია დროებით შეჩერდება და მის განსახილველად, წარმომადგენელთა პალატა და სენატი ცალკე სესიებს გამართავენ. პროტესტის დასაკმაყოფილებლად, მას ორივე პალატა ხმების უბრალო უმრავლესობით უნდა დაეთანხმოს. თუ მას ორივე პალატა არ დაეთანხმება, ამომრჩეველთა თავდაპირველი ხმები ჩაითვლება.

ასეთი პროტესტი ბოლოს 2005 წელს განიხილეს, როდესაც ოჰაიოს წარმომადგენელმა სტეფანი ტაბს ჯონსმა და კალიფორნიის წარმომადგენელმა ბარბარა ბოქსერმა - ორივე დემოკრატია - ოჰაიოს ამომრჩევლების ხმები გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ხმის მიცემის დროს დარღვევები მოხდა. პროტესტზე ორივე პალატამ იმსჯელა და ის უარყვეს. ასეთი კენჭისყრა ისტორიაში მხოლოდ მეორე შემთხვევა იყო.

 

შესაძლებელია თუ არა, რომ გამოწვევა წარმატებით დასრულდეს?

ეს უკიდურესად ნაკლებ სავარაუდოა იმის გათვალისწინებით, რომ წარმომადგენელთა პალატას დემოკრატები აკონტროლებენ და რამდენიმე რესპუბლიკელმა სენატორმა, მათ შორის მაკკონელმა, ბაიდენის გამარჯვება აღიარა.

15 დეკემბერს, მაკკონელმა თავის კოლეგა რესპუბლიკელ სენატორებს სთხოვა, წარმომადგენელთა პალატის პროტესტს არ შეერთებოდნენ.

რამდენიმე მაღალი თანამდებობის რესპუბლიკელი მას დაეთანხმა. სენატის ნომერ მეორე რესპუბლიკელმა, დაკოტის წარმომადგენელმა სენატორმა ჯონ თუნმა თქვა, რომ უაზრობაა სენატორები კენჭისყრაში ჩართო, როდესაც “იცი საბოლოო შედეგი რა იქნება”.

ტეხასის წარმომადგენელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კორნინმა კი აღნიშნა, რომ კონგრესის რესპუბლიკელების ასეთი ძალისხმევა “უნაყოფო” და შეცდომა იქნება.

არ არსებობს არჩევნების ფართო გაყალბების სამხილი, რაც დაადასტურა არჩევნების ოფიციალური პირების ფართო წრემ და უილიამ ბარმა, რომელმაც მოგვიანებით, მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა.

რა როლი აქვს ვიცე-პრეზიდენტ პენსს?

ვიცე-პრეზიდენტის, როგორც სესიის თავმჯდომარის როლი ხშირად უხერხულია, რაც პენსის შემთხვევაშიც მოხდება, რომელსაც ამომრჩეველთა ხმების დათვლის შემდეგ, ბაიდენის გამარჯვების და საკუთარი დამარცხების გამოცხადება მოუწევს. ეს განსაკუთრებით დაძაბული იქნება ინდიანის შტატის ყოფილი კონგრესმენისთვის, რადგან მისმა ბოსმა, ტრამპმა, დამარცხების აღიარებაზე უარი თქვა.

მაგრამ ის არ იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა. 2001 წელს, ვიცე-პრეზიდენტი ალ გორი თავმჯდომარეობდა 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლას, რომელიც მან რესპუბლიკელ ჯორჯ ბუშ (უმცროსთან) მცირე განსხვავებით წააგო.

გორს მაშინ რამდენიმე დემოკრატის პროტესტის უარყოფა მოუხდა. 2016 წელს, ბაიდენი თავმჯდომარეობდა ხმების დათვლას, რომლითაც გამარჯვებულად ტრამპი გამოცხადდა. ბაიდენმაც უარყო წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების პროტესტები, რომელთაც სენატის არანაირი მხადაჭერა არ ჰქონდა.

კონგრესის მიერ ხმების დათვლის შემდეგ რა მოხდება?

გაერთიანებული სესია პროტესტებისთვის ბოლო ოფიციალური შანსია სასამართლო სარჩელების მიღმა, რომლებიც ტრამპის და მისი გუნდისთვის დღემდე ყველა დონეზე, როგორც შტატების, ისე უზენაეს სასამართლოში, არაეფექტური აღმოჩნდა.

სენატორმა კორნინმა დეკემბრის დასაწყისში თქვა: “ვფიქრობ, დგება დრო, როდესაც უნდა გააცნობიერო, რომ ყველა მცდელობის მიუხედავად წარმატებას ვერ მიაღწიე”.

 

rssImage-023c032669f87facc05ac447aedd3b85.jpeg

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share