Jump to content
×
×
  • Create New...

ჯო ბაიდენი


iaiameri
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

რა აკავშირებს ჯო ბაიდენს საქართველოსთან?

 

“მე დავტოვე ქვეყანა იმაში დარწმუნებულმა, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრა, კომუნიზმის დასრულების შემდეგ ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტის შემდეგ.

ჯო ბაიდენი საქართველოში, 2008 წელი
ჯო ბაიდენი საქართველოში, 2008 წელი

ბაიდენი საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა. პირველად 2008 წელს, ომიდან რამდენიმე დღეში. მაშინ, ჯო ბაიდენს ამერიკის სენატში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. ის 2008 წელს საქართველოში ჩავიდა, USAID-თან ერთად, ჰუმანიტარული დახმარების გადასაცემად.

ბაიდენმა თბილისში ვიზიტის შემდეგ თქვა რომ გეგმავდა რესპუბლიკურ ადმინისტრაციასთან მუშაობას საქართველოსთვის ერთი მილიარდი დოლარის დახმარების მობილიზებისთვის. „ეს ფული... არის ნათელი გზავნილი იმისა, რომ შეერთებული შტატები არ მიატოვებს ამ ახალგაზრდა დემოკრატიას”, - განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენი ვიზიტიდან რამდენიმე დღეში, პრეზიდენტობის კანდიდატმა ბარაკ ობამამ, ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

ჯო ბაიდენი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, 2009 წელი
ჯო ბაიდენი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, 2009 წელი

დიპლომატები იხსენებენ, რომ ბაიდენი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, თბილისისთვის ომის შემდგომი ფინანსური დახმარების მობილიზებაში. ბაიდენის ინიციატივას იზიარებდა პრეზიდენტი ობამაც.

„ჩვენ საქართველოს უნდა დავეხმაროთ ააშენოს ის, რაც დაინგრა, ამიტომ მე ამაყად ვუერთდები ჩემ მეგობარს, სენატორ ჯო ბაიდენს ქართველი ხალხისთვის დამატებით რეკონსტრუქციისთვის საჭირო ერთი მილიარდი დახმარების გამოყოფის მოთხოვნაში“, - თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბარაკ ობამამ.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს და მის შემდეგ, ვაშინგტონი საარჩევნო ციებ-ცხელებაში იყო გახვეული. დანიელ ფრიდი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტში მაღალი თანამდებობა ეკავა, ბუშის თეთრ სახლში მიმდინარე დისკუსიას იხსენებს.

ბაიდენი საქართველოში, 2009 წელი
ბაიდენი საქართველოში, 2009 წელი

„ბუშის ადმინისტრაციის მიმართ ძალზედ კრიტიკულად განწყობილი დემოკრატის მიერ იმის თქმა, რომ შეერთებულ შტატებს ერთი მილიარდი უნდა გამოეყო, ნიშნავდა, რომ ამას დემოკრატები მხარს დაუჭერდნენ. ამიტომ ჩვენც მაშინვე დავთანხმდით. მახსოვს "სიტუაციების ოთახში" ვთქვით, რომ გავიზიარებდით ბაიდენის ინიციატივას. ეს ძალზედ უჩვეულო იყო, წარმოიდგინეთ, რესპუბლიკელთა ადმინისტრაცია დემოკრატის ინიციატივას მიჰყვებოდეს, თან როცა ის მათ წინააღმდეგ მონაწილეობს არჩევნებში,“- უყვება „ამერიკის ხმას“ „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი და ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მაშინდელი თანაშემწე, დანიელ ფრიდი.

ერთი წლის თავზე, ახლა უკვე ვიცე-პრეზიდენტის რანგში, ბაიდენი საქართველოში ჩავიდა. იმ დროს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოსკოვს სტუმრობდა. ობამას ადმინისტრაცია მოსკოვთან „გადატვირთვის“ პოლიტიკას იწყებდა. ამ პირობებში, ობამას თეთრ სახლს სურდა გაექარწყლებინა შეშფოთება ვაშინგტონსა და თბილისში, რომ ეს შესაძლოა საქართველოს ხარჯზე მომხდარიყო.

ბაიდენის ვიზიტი თბილისში, 2009 წელი
ბაიდენის ვიზიტი თბილისში, 2009 წელი

სწორედ ამას გაუსვა ხაზი ბაიდენმა საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვაში და კრიტიკოსების დარწმუნება სცადა.

„მე ვლაპარაკობ არა მარტო ჩემი სახელით, ასევე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელითაც. თბილისში ეს ვიზიტი მართლაც გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს... მე ვიცი, ბევრი წუხს და მე ეს მესმის, რომ ჩვენი მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობა საქართველოს ხარჯზე მოხდება. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ - არა, საქართველოს ხარჯზე არ მომხდარა, არ მოხდება და ვერ მოხდება“, - განაცხადა ბაიდენმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას.

გადატვირთვამ საბოლოოდ შედეგი არ გამოიღო. მალევე რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ობამას თეთრ სახლს მოუწია მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები მიეღო. დღეს, ბაიდენისა და მისი გუნდისგან, რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა ნაკლებად სავარაუდოა.

მაგრამ მოსალოდნელია, რომ მომავალი პრეზიდენტი უფრო მეტ ყურადღებას გაამახვილებს დემოკრატიული პროგრესის მნიშვნელობაზე რეგიონში.

სწორედ ამაზე ისაუბრა მან 2009 წლის 23 ივლისს, პარლამენტის წინაშე ემოციური გამოსვლისას. ნიშანდობლივია, რომ გამოწვევები, რაც ბაიდენმა, მაშინ გამოჰყო, ათწლეულის თავზე, თბილისისთვის კვლავ პრობლემად რჩება.

ბაიდენი საქართველოს პარლამენტში
ბაიდენი საქართველოს პარლამენტში

“თქვენი ვარდების რევოლუცია, მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა მთავრობა გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მონაწილეობრივი იქნება; როცა საკითხებზე დებატები პარლამენტში გაიმართება და არა ქუჩაში. როცა გადაჭრით მთავარ კონსტიტუციურ საკითხებს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ძალაუფლების ბალანსის თაობაზე; და როცა საარჩევნო ასპარეზი თანასწორი იქნება. როცა მედია სრულად დამოუკიდებელი და პროფესიონალური გახდება, რომელიც ხალხს მიაწვდის ინფორმაციას, ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად და საკუთარი მთავრობისგან მიღებულ გადაწვეტილებებზე ანგარიშვალდებულებას მოითხოვს; როცა სასამართლო გარე გავლენისგან გათავისუფლდება და კანონის უზენაესობა დამყარდება, და როცა ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი, კონსტიტუციური და დემოკრატიული პროცესით მოხდება და არა ქუჩაში“ , - განაცხადა ბაიდენმა საკუთარ გამოსვლაში.

ბაიდენი საქართველოში, 2009 წელი
ბაიდენი საქართველოში, 2009 წელი

არჩეული პრეზიდენტი საქართველოს და რეგიონის საკითხებს ახლოს იცნობს, თუმცა რამდენად განსხვავებული იქნება ბაიდენის მიდგომა თბილისთან, მის წინამორბედთან შედარებით? ფრიდი ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ბაიდენისთვის შიდა პოლიტიკის საკითხები და დემოკრატიული წინსვლა მნიშვნელოვანი იქნება.

ჯო ბაიდენი 2009 წელს თბილისში მიღებაზე, სადაც მან წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი მიიღო
ჯო ბაიდენი 2009 წელს თბილისში მიღებაზე, სადაც მან წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი მიიღო

„ის საქართველოს მხარს დაუჭერს, მაგრამ ვფიქრობ, ნათლად იტყვის, რომ მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოს. მისი ინტერესები საქართველოში, არა იაფფასიანი სტრატეგიითაა ნაკარნახევი, არამედ ღრმა რწმენით, რომ დემოკრატია და ფუნქციონირებადი, სუფთა მთავრობა, რომელიც მის ხალხს ემსახურება, საქართველოსთვის კარგია და კარგია შეერთებული შტატებისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, საქართველოს შიდა დემოკრატიის საკითხები ბაიდენისთვის მნიშვნელოვანი იქნება. მას სჯერა, რომ დემოკრატია ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპი უნდა იყოს. ტრამპს ამის არ სჯეროდა, ის სხვა ტრადიციას ეკუთვნოდა“, - ამბობს დანიელ ფრიდი.

ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი. ის თეთრ სახლში შეცვლილ მსოფლიოში დაბრუნდება. ქვეყნის შიგნით მას ახალ გამოწვევებთან მოუწევს გამკლავება, როგორიცაა კოდივ-19, ხოლო საგარეო არენაზე, შეცვლილ გეოპოლიტიკურ რეალობას შეეჯახება.

ამ ფონზე, მომავალ პრეზიდენტს, საქართველოში კვლავ ნაცნობი პრობლემები დახვდება: პოლიტიკური პროცესის ქუჩაში წარმართვა, პრობლემური საარჩევნო გარემო, შეკითხვები სასამართლო თუ მედია დამოუკიდებლობის გარშემო.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ვიცე-პრეზიდენტი და არჩევნების შედეგების დამტკიცების პროცედურა

05 იანვარი, 2021

05B9F715-F737-462C-8505-36D14E066569_w10

ამერიკის კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე 6 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და საარჩევნო კოლეგიის ხმები ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს. ეს პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ბოლო პროცედურული ნაბიჯია.

თუმცა იმის გამო, რომ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია, წელს ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღებით ელიან. რესპუბლიკელ სენატორთა და კონგრესმენთა ნაწილი სხდომაზე შედეგების გაპროტესტებას აპირებს. თუმცა ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ხმათა ეს რაოდენობა სავარაუდოდ არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ შედეგების დამტკიცების პროცესი დაიბლოკოს.

პრეზიდენტის გუნდის საჩივრების უმეტესობა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილა. საარჩევნო უწყებებისა და შტატების ადგილობრივი მთავრობები კი აცხადებენ, რომ გაყალბება არ მომხდარა და არჩევნების უსაფრთხოებისთვის ყველა ზომა იყო მიღებული.

კანონმდებლობის თანახმად, კონგრესის გაერთიანებული სხდომა მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს მიჰყავს. იმის გამო, რომ ტრამპის გუნდი შედეგებს არ ეთანხმება, კითხვები გაჩნდა იმის თაობაზეც, იქნება თუ არა მაიკ პენსი კაპიტოლიუმში 6 იანვარს და წაიყვანს თუ არა სხდომას, რომლის დასასრულსაც საკუთარი გუნდის დამარცხების ოფიციალური დადასტურება მოუწევს.

დაბნეულობა აიოვის შტატის სენატორის ჩაკ გრასლის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც მედიის ცნობით, თქვა, რომ სხდომას პენსის ნაცვლად, თავად გაუძღვებოდა და ვიცე-პრეზიდენტი კონგრესში არ მივიდოდა. ამასთან, დონალდ ტრამპმა ჯორჯიაში ერთ-ერთი გამოსვლისას თქვა, რომ პენსის „იმედი აქვს“. თუმცა რა იგულისხმა ან რა კონკრეტული მოლოდინი აქვს პრეზიდენტს სხდომაზე ვიცე-პრეზიდენტის ფორმალური როლისგან, არ დაკონკრეტებულა. 5 იანვარს ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ ვიცე-პრეზიდენტს გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმების უფლებამოსილება აქვს.

 

თეთრმა სახლმა სენატორის კომენტარები მალევე უარყო და თქვა, რომ მისი განცხადება არაზუსტი იყო. განცხადება გააკეთა რესპუბლიკელი სენატორის პრეს-სპიეკრმაც და განმარტა, რომ გრასლი გაერთიანებულ სხდომას იმ შემთხვევაში გაუძღვება, თუკი პენსს რამდენიმესაათიანი სხდომის განმავლობაში შესვენება დასჭირდება. პრესსამსახურის განმარტებით, სენატორის სიტყვები სწორედ ამას ნიშნავდა და არა იმას, რომ პენსი სხდომაზე მისვლას არ აპირებს. თუკი პენსი სხდომაზე მაინც არ გამოცხადდება, ის არ იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში, რომელმაც ამის გაკეთება არ ისურვა. ბოლოს ამგვარად 1969 წელს ჰუბერტ ჰამფრი მოიქცა და კონგრესის გაერთიანებულ სხდომას არ გაუძღვა

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

2021-01-20T140744Z_702665656_RC2QBL955ID

2021-01-20T140744Z_702665656_RC2QBL955ID

დონალდ ტრამპმა მეუღლესთან, მელანიასთან ერთად დატოვა თეთრი სახლი. ვერტმფრენით იგი მერილენდში, ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზაზე გაემგზავრა. იქ ის ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის რანგში ბოლო, გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს გამართა და გაემგზავრა ფლორიდაში, თავის რეაზიდენციაში.

20 იანვარს ვაშინგტონში აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება. ტრამპმა უარი თქვა დასწრებაზე. ალექს ბრენდონი REUTERS/Carlos Barria, ენდრიუსის სამხედრო ბაზა

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

RTX8NQQ9.jpg

RTX8NOMU-1024x682.jpgREUTERS/Jim Bourg

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და 49-ე ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ოფიციალურად შეუდგნენ საქმიანობას.

ინაუგურაციის ცერემონია ტრადიციულად კაპიტოლიუმის დასავლეთ ვერანდაზე ტარდებოდა.

კორონავირუსის პანდემიისა და უსაფრთხოების ზომების გამო, ღონისძიებას სტუმრების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა დაესწრო, რომელბიც ერთმანეთისგან დისტანციით ისხდნენ.

RTX8NOC2-1-1024x683.jpg

მათ შორის იყვნენ კონგრესის წევრები, ყოფილი პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები მეუღლეებით.

RTX8NNZP-1-1024x679.jpg ბარაკ და მიშელ ობამები. REUTERS/Jonathan Ernst/PoolRTX8NNX6-1-1024x707.jpgბილ და ჰილარი კლინტონები. REUTERS/Jonathan Ernst/PoolRTX8NPCG-1-1024x682.jpgჯო ბაიდენი და ბარაკ ობამა. REUTERS/Jonathan Ernst/PoolRTX8NO6P-1-1024x684.jpgბარაკ ობამა და კამალა ჰარისი. REUTERS/Jonathan Ernst =RTX8NRR4-934x1024.jpg ჯორჯ და ლორა ბუშები. Lo Scalzo/Pool via REUTERSRTX8NPKD-2-660x1024.jpgეს დემოკრატი ბერნი სანდერსია. REUTERS/Jonathan Ernst/Pool

დონალდ ტრამპი არ დაესწრო ცერემონიალს. დილით მან დატოვა თეთრი სახლი და გაფრინდა ფლორიდაში Air Force One საპრეზიდენტო თვითმფრინავით. თუმცა, ცერემონიალს ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაესწრო და დამსწრე საზოგადოების ხაზგასმული ტაშიც კი დაიმსახურა.

RTX8NO6Z-1024x660.jpgყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაილ პენსი. REUTERS/Kevin Lamarque

ყოფილი პრეზიდენტებიდან ინაუგურაციას კიდევ ჯიმი კარტერი ვერ დაესწრო – მიზეზი მისი ხანდაზმული ასაკია, ის 96 წლისაა.

აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნი ლედი გაგამ შეასრულა. ის მივიდა ცერემონიალზე მტრედის ფორმის უზარმაზარი მოოქროვილი ბროშით.

RTX8NOHY-1-1024x750.jpgლედი გაგა მღერის ჰიმნს. REUTERS/Kevin Lamarque RTX8NRHV-1024x683.jpgSusan Walsh/Pool via REUTERS

პირველმა ერთგულების ფიცი დადო კამალა ჰარისმა, აშშ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ქალმა და ეთნიკური უმცირესობის პირველმა წარმომადგენელმა ამ თანამდებობაზე.

RTX8NP6N-1024x683.jpgკამალა ჰარისი ფიცს დებს. ბიბლია მის მეუღლეს უჭირავს. Andrew Harnik/Pool via REUTERS RTX8NQS4-1024x748.jpgREUTERS/Andrew Kelly RTX8NOKZ-1024x718.jpgREUTERS/Jonathan Ernst/Pool

შემდეგ სცენაზე გამჩნდა ჯენიფერ ლოპესი და იმღერა “This Land is Your Land” (ეს მიწა შენი მიწაა). ჯეი ლომ ასევე ესპანურად წარმოთქვა სტრიქონი ამერიკული დროშის ერთგულების ფიციდან: ”Con libertad y justicia para todos”.

RTX8NOJY-1-898x1024.jpgკამალა ჰარისი და ჯენიფერ ლოპესი. REUTERS/Brendan McDermid RTX8NQ3W-1-1024x686.jpgჰილარი კლინტონი, ლედი გაგა და ჯენიფერ ლოპესი. REUTERS/Kevin Lamarque

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო ვაშინგტონის დროით შუადღემდე რამდენიმე წუთით ადრე. კონსტიტუციისადმი ერთგულების ფიცი მან დადო დიდ, ტყავის ყდიან ბიბლიაზე, რომელზეც გამოსახული იყო კელტური ჯვარი. ამ ბიბლიას მისი ოჯახი 1893 წლიდან ინახავდა. სწორედ ამ ბიბლიაზე დებდა ის ფიცს მანამდეც, როდესაც სხვა არჩევით თანამდებობებზე – სენატორად და ვიცე-პრეზიდენტად ინიშნებოდა.

RTX8NOKS-1024x721.jpgჯო ბაიდენი ფიცს დებს. ბიბლია მის მეუღლეს, პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს უჭირავს. REUTERS/Kevin Lamarque RTX8NPDC-1-1024x736.jpgჯო ბაიდენი და მისი ოჯახი ფიცის დადების შემდეგ. REUTERS/Kevin Lamarque
RTX8NQQ9-1-1024x683.jpgპრეზიდენტი და პირველი ლედი. Alex Brandon/Pool via REUTERS

ფიცის დადებიდან ნახევარ საათში ბაიდენმა გამოიყენა თავისი ერთ-ერთი პირველი უფლებამოსილება: პირველი პოსტი დადო ტვიტერზე @POTUS-ის სახელით.

There is no time to waste when it comes to tackling the crises we face. That's why today, I am heading to the Oval Office to get right to work delivering bold action and immediate relief for American families.

— President Biden (@POTUS) January 20, 2021

თავის საინაუგურაციო სიტყვაში ჯო ბაიდენმა მოუწოდა ამერიკელ ხალხს ერთიანობისკენ და დაჰპირდა, რომ იქნებოდა ყველა ამერიკელის პრეზიდენტი. მან თხოვა ხალხს, რომ დასრულებულიყო “ეს უხამსი ომი, რომელშიც წითელი გამოდის ლურჯის წინააღმდეგ, ქალაქელი სოფელში მცხოვრების და კონსერვატორი ლიბერალის”.

ინაუგურაციის ცერემონიის ბოლოს, ტრადიციის თანახმად, სცენაზე გამოდის “პოეტი-ლაურეატი”, რომელიც კითხულობს სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილ ლექსს.

როგორც წესი, ინაუგურაციაზე იწვევდნენ ხოლმე აღიარებულ და გამორჩეულ ლიტერატორებს, მაგალითად, ხანდაზმულმა რობერტ ფროსტმა დაწერა ლექსი ჯონ კენედის ინაუგურაციისთვის, მაია ანჯელოუმ კი ბილ კლინტონისთვის. ბაიდენის შტაბმა კი აშშ – ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პოეტი-ლაურეატი აირჩია – 22 წლის აფრო-ამერიკელი ამანდა გორმანი.

RTX8NOTG-1024x740.jpgპოეტი ამანდა გორმანი. REUTERS/Kevin Lamarque

მიუხედავად იმისა, რომ ცერემონიას არ ესწრებოდა, ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის ბოლოს ერთი საინაგურაციო ტრადიცია მაინც არ დაარღვია და ჯო ბაიდენს წერილი დაუტოვა.

RTX8NQ6E-1024x686.jpgტრამპი წავიდა. REUTERS/Carlos Barria

ტრადიციის თანახმად, ყოველი მიმავალი პრეზიდენტი მომავალს თეთრ სახლში მოკლე წერელს უტოვებს. რა წერია ტრამპის გზავნილში უცნობია. თუმცა, ბაიდენმა თქვა, რომ ტრამპმა მას “დიდსულოვანი წერილი” დაუტოვა.

2021-01-21-12.22.25.jpg

ამ წერილზე ინტერნეტში მემებიც გავრცელდა. ინტერნეტმომხმარებლებმა ივარაუდეს, რომ წერილში ეწერა:”ჯო, შენ ხომ იცი, რომ მე მოვიგე”.

RTX8NRBX-1-1024x661.jpgაშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოვალურ კაბინეტში. REUTERS/Tom Brenner –

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

საქართველოს პირველმა პირებმა Twitter-ზე ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტისა და 49-ე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობების დაკავება მიულოცეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, პრეზიდენტ ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს თანამდებობები მიულოცა და უთხრა – „დღეს მსოფლიოს უმსხვილესი დემოკრატიის, თავისუფლების შუქურის გაძღოლის პასუხისმგებლობა თქვენს ხელშია“.

“A day of history and hope.” From Brussels, where I’ll be talking about the future of Georgia-EuroAtlantic ties, let me extend my sincere congratulations to @POTUS and @VP. Today, the responsibility of leading the world’s largest democracy, the beacon of freedom, is in your hands

— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 21, 2021

„თქვენი მადლიერნი ვართ წლების განმავლობაში [აშშ-საქართველოს] სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის. მოუთმენლად ველით მომდევნო თავს ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვის საქმეში“, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტ ბაიდენს.

აშშ-ის ლიდერებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც მიულოცა. „ველით თქვენთან და თქვენს ადმინისტრაციასთან ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას“, – აღნიშნა.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პრეზიდენტ ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს წარმატება უსურვა „ძალიან მნიშვნელოვან საქმეში, რასაც გადამწყვეტ დროს უკეთესი მომავლისკენ მივყავართ“. „ველით საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას“, – დასძინა ზალკალიანმა.

წყარო: Civil.ge

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
 
 

ბაიდენ-პუტინის სატელეფონო ზარი: რას ნიშნავს და რაზე მიანიშნებს ეს საუბრი?

 

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, 26 იანვარს, პრეზიდენტის ფიცის დადებიდან ექვს დღეში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაურეკა. „პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ შეერთებული შტატები გადამწყვეტად იმოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ნაბიჯებზე, რომლებიც ზიანს გვაყენებს ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს,“ ნათქვამია სატელეფონო საუბრის შემდეგ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე განცხადების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ ხუთი წლით გააგრძელონ „ახალი სტარტის“ ხელშეკრულება; ასევე, პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისადმი“ და წამოჭრა ისეთი სხვა საკითხებიც, როგორიცაა რუსეთის მიერ გასულ წელს ამერიკაზე მიტანილი ჰაკერული თავდასხმა, ამერიკის არჩევნებში ჩარევა და ალექსეი ნავალნის მოწამვლა.

 

კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში არც-ერთი მწვავე საკითხი, რომელზეც თეთრი სახლი საუბრობს, ნახსენები არ არის. კრემლის ინფორმაციით, პუტინმა ბაიდენს უთხრა, რომ „რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის ნორმალიზება ორივე ქვეყნის ინტერესებში - და იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რომელიც მათ აქვთ მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად - მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესებში შედის.“ მოსკოვი აცხადებს, რომ საუბარი „საქმიანი და პირდაპირი“ იყო და ლიდერებმა განიხილეს „ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის მწვავე საკითხები,“ მათ შორის, კოვიდ-19-ის პანდემია, ირანის ბირთვული შეთანხმება, უკრაინა და სავაჭრო და ეკონომიკური საკითხები. კრემლის განცხადებაში არ იყო ნათქვამი, რომ პრეზიდენტებმა ნავალნის თემაც განიხილეს.

რუსეთსა და ამერიკაში ზარს განსხვავებული ინტერპრეტაცია გაუკეთეს. რუსი ანალიტიკოსების აზრით, ეს ზარი ორი ქვეყნის თანასწორობაზე მიუთითებს და ის მოსკოვისთვის პოზიტიური შედეგით დამთავრდა. შეერთებულ შტატებში კი, პირიქით, ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ საუბრის დროს ბაიდენის რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის ჩარჩო გამოიკვეთა.

 

„ახალი სტარტის“ შეთანხმების გაგრძელება კი პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო, რომელსაც მომავლში შესაძლოა სხვა მიმართულებით პროგრესი მოჰყვეს, ამბობს „ამერიკის ხმის“ რუსულ რედაქციასთან საუბრისას „რადიო თავისუფლების“ ყოფილი პრეზიდენტი ტომას კენტი.

„ნებისმიერი პროგრესი კარგია. ეს ძალიან საწყისი შეთანხმებაა, მაგრამ არ მგონია მან ომის დაწყება ან შეჩერება შეძლოს. ვფიქრობ, ის უბრალოდ შესაძლებლობას ქმნის იმისთვის, რომ ამერიკელებმა და რუსებმა რაღაც თემებზე ერთად იმუშაონ, პროგრესს ერთად მიაღწიონ,“ ამბობს კენტი.

„ახალი სტარტის“ ხელშეკრულება პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროინდელი იარაღის კონტროლის შეთანხმებაა, რომელსაც ვადა 5 თებერვალს გასდის. პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთთან ხელშეკრულების პირობების განახლებაზე და მასში ჩინეთის ჩართვაზე შარშან დაიწყო მუშაობა, მაგრამ მისი ვადის დამთავრებამდე მხარეებს შორის შეთანხმება არ მოხდა, ჩინეთმა კი მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„ყველა ფიქრობს, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ბირთვული ომი ნაკლებად სავარაუდოა. ამიტონ, ამ საკითხის მიმართ ცოტა მოქნილობა ორ ქვეყანას შორის დისბალანსს არ ქმნის. თუმცა, რუსეთთან გვაქვს ბევრი სხვა, პოტენციურად უფრო მნიშვნელოვანი შეთანხმება და მცირე პროგრესი ერთი მიმართულებით შეიძლება სხვა მიმართულებით მომავალი პროგრესის საწინდარი გახდეს,“ ამბობს კენტი.

როგორც ამერიკის შიგნით, ასევე მის გარეთ, პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში ჯო ბაიდენის რუსეთის პოლიტიკის შემუშავებას დიდი ინტერესით აკვირდებიან. საარჩევნო კამპანიის დროს მან მაშინ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „პუტინის ლეკვი“ უწოდა იმის გამო, რომ ტრამპი პუტინის საჯაროდ გაკრიტიკებაზე უარს ამბობდა. ამ და სხვა მსგავსი განცხადებების გამო არსებობს მოლოდინი, რომ ბაიდენის თეთრი სახლი კრემლის მიმართ უფრო მკაცრი იქნება.

ამ მიმართულებით, პირველი ქმედითი ნაბიჯი, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა გადადგა ისაა, რომ ეროვნული დაზვერვის ახალ დირექტორ ავრილ ჰაინსს ბაიდენმა ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის მიერ გადადგმული მტრული ნაბიჯების გადახედვა მოსთხოვა. რა შედეგი მოჰყვება ამ მოკვლევას და როგორ აისახება ის რუსეთის მიმართ ამერიკის პოლიტიკაზე ჯერ უცნობია.

“ყველას გვაქვს უფლება ვიყოთ სკეპტიკურები. ახლა უნდა დაველოდოთ და ვნახოთ გააკეთებს, თუ არა მსგავს განცხადებებს ბაიდენი საჯაროდ,“ ამბობს ტომას პიკერინგი, ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში. მისი აზრით, ბაიდენმა ამერიკელ ხალხს საჯაროდ უნდა უთხრას, რომ პრეზიდენტ პუტინს მკაცრად ესაუბრა. თუმცა ისე ასევე დასძენს, რომ „ამერიკამ უნდა სცადოს თანამშრომლობის შესაძლებლობების გამონახვა იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის კატასტროფული პრობლემები ავიცილოთ. ამერიკას ყოველთვის ექნება რუსეთთან იმედგაცრუება და რუსეთის პოლიტიკის, კრემლის განცხადებების და ზრახვების მიმართ სკეპტიკურობა. ჩვენ იმაში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მიმართ აღვადგინოთ ნდობა.”

 

საერთაშორისო დონეზე ამერიკის მიმართ ნდობა ხშირად ადამიანის უფლებების საჯაროდ და თანმიმდევრულად დაცვას უკავშირდება. თეთრ სახლსა და კრემლს შორის შემდგარ საუბარს წინ უსწრებდა რუსეთის 100-ზე მეტ ქალაქში გამართული საპროტესტო დემონსტრაციები, რომლებიც რუსული ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის დაკავებას მოჰყვა. ქვეყნის მასშტაბით პოლიციამ 3500-ზე მეტი ადამიანი დააკავა. უცნობია ბაიდენმა პუტინს სთხოვა, თუ არა ნავალნის გათავისუფლება, მაგრამ უქმეებზე რუსეთში გამართული დემონსტრაციების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალისთვის“ მიცემულ კომენტარში ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი ამბობს, რომ სატელეფონო საუბრის დროს ნავალნის ხსენება ძალიან საგულისხმოა. „ჩემთვის ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი უფრო ხშირად ისაუბრებენ რუსეთში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე ისე, როგორც ამას პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი არასოდეს აკეთებდა.“

ექსპერტების მეორე ჯგუფს კი მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ძალისხმევას გაწევს ადმინისტრაცია, ეს მაინც “იქნება კონფლიქტური ურთიერთობა, რომელიც ჩვენ მუდამ უნდა ვმართოთ, სწორედ ისე, როგორც ამას 1970-ანებში ვაკეთებდით,“ ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ტომას რემინგტონი. მას მიაჩნია, რომ „ამერიკამ უნდა დაივიწყოს ის მოსაზრება, რომ თუ პუტინზე ზეწოლას მოვახდენთ ის საკუთარ პოლიტიკას შეცვლის.“

კონსერვატიული „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარი ჯეიმს კარაფანო ზარს ნაკლები ოპტიმიზმით აფასებს და ამბობს, რომ „რუსების ყურადღებას მოქმედებები იპყრობს. პუტინს სიტყვები არ აინტერესებს.“

ამბიციური შიდა-პოლიტიკური დღის წესრიგის, ჩინეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და სხვა გლობალური მნიშვნელობის მქონე საკითხებთან ერთად, ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის პოლიტიკაზეც უნდა იმუშაოს. რაზე გაამახვილებს ეს პოლიტიკა მეტ ყურადღებას - საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობაზე თუ რუსეთის აგრესიული და დესტრუქციული როლის გლობალურად შესუსტებაზე - ამას მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შევიტყობთ.

 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share