Jump to content
×
×
  • Create New...

ღამის თბილისი

რედაქცია
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ღამის თბილისი არის რაღაც ამოუხსნელი საოცრება. ულამაზესია ქალაქი.

სულ რომ ავარიული შენობები იდგეს და ძველი სკვერები იყოს, აი დაფხვნილი აგური რომ ეყარა მაგ დროის, მაინც საოცრება იქნებოდა.

რამდენ რამეს არ ვაფასებთ.

რამდენ რამეს ჩავუვლით და შევხედავთ გაუაზრებლად და შესაძლოა წლების მერე აღმოვაჩინოთ ის , რაც ჩვენი ყოველდღიურობა იყო.

მე მიყვარს ღამის თბილისი, დღე საგიჟეთია :(

ეს უცებ ბოლოს რაც გადავიღე, კი თენდება და თემასთან ნაკლებად კავშირშია, მაგრამ აქ შემომაწვება ხოლმე ბევრი ფიქრები.

თბილისის უძველესი და უკვდავი სიმბოლო - მტკვარი

IMG20230119080101_BURST001_COVER.jpg

Share on other sites

  • ფორუმელი

გეთანხმები. ღამით თბილისი საუცხოოა. 

პეწიანია, სიკოკეტეა. 

მე წვრილმანების აღქმის პრობლემა არ მაქვს ამიტომ დიდი ხანია ვიცი ეგ, ვიცი და ემოციურად მაღელვებს კიდეც... აი რომ გიყვარს და გბურძგლავს ყველა ხე, ქუჩა თუნდაც სიმახინჯე  მაგიტოც არ მინდა სადმე სხვაგან ცხოვრება საქართველოს გარდა...

განსაკუთრებით საკუთარ თავთან პაემნები რომ გაქვს და ბოდიალობ ქალაქში მაშინაა გახსნილი და ღია შენთვის თბილისი :inlove:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Mulan said:

:bis:

ჩერნობილში ექსკურსიას ჰგავს ალბათ ,ღამე სიარული.

უყურებ, ხედავ მაგ დეტალებსაც და თითქოს ვერ ამჩნევ.

შენ ალბათ ბავშვობა აქ რომ არ გაგიტარებია უფრო მეტად აკვირდები.

უზარმაზარი ჩუქურთმები შარშან აღმოვაჩინე , როცა ყოველდღე ვუყურებდი იმ კედელს :lol:

საკმაოდ საინტერესო ფოტოა :facepalm: :lool:

IMG_20230123_072135_optimized.jpg

Share on other sites

  • ფორუმელი
23 minutes წინ, რედაქცია said:

შენ ალბათ ბავშვობა აქ რომ არ გაგიტარებია უფრო მეტად აკვირდები.

ამაშიც არის ლოგიკა მაგრამ ეგ უფრო აღქმის ესთეტიკა და მოუდია რა. ან სულ გაქვს ან სწავლობ ან საჭიროების გამო გერთვება. უბრალოდ ამ მოუდით სიცოცხლე ბევრად მშვენიერია. მაგიტოც არ ვხარჯავ ფოტოგრაფიაზე დროს რადგან ვფიქრობ რომ  შენში მიმდინარე პროცესებს ნაკლებად ასახავს ხოლმე წამის ''ჩხაკ'' , დაინახე აღიქვი მოახდინა შთაბეჭდილება და ამის ქვეშ ხარ. რანაირად უნდა აღბეჭდო? მაგიტოც თბილისში ბოდიალისას, მამენტ სეირნობსას ჯობია მობილური ჩააგდო ჩანთაში და უბრალოდ იკაიფო. ისეთ ეგეთი ბოდიალისას ბევრ ადამიანს ვეცნობი საინტერესო ფრაზებს სიტუაციებს ვეყრები ხოლმე რაც მავსებს და მარეფრეშებს. ამაზე კაი დასვენების დედაც ვატირე! არ არსებობს უბრალოდ! შენ ქალაქი და იმპროვიზაცია...

Share on other sites

  • ფორუმელი

ამ ღამის თბილისს მოვუდღან არქიტეტორი ბოლო 50 წელია. 

 აქ არ გაატრაკოთ 1900იანი ტფილისელები არ ხართ არავინ 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
9 საათის წინ, t-90 said:

ამ ღამის თბილისს მოვუდღან არქიტეტორი ბოლო 50 წელია. 

 აქ არ გაატრაკოთ 1900იანი ტფილისელები არ ხართ არავინ 

დეტალებით უნდა  დატკბე.

საკმაოდ უხასიეთოდ გაგიღვიძია. მე კი დღე ვიგინები ხოლმე თბილისზე :(

Edited by რედაქცია
Share on other sites

  • ფორუმელი
9 საათის წინ, Mulan said:

ამაშიც არის ლოგიკა მაგრამ ეგ უფრო აღქმის ესთეტიკა და მოუდია რა. ან სულ გაქვს ან სწავლობ ან საჭიროების გამო გერთვება. უბრალოდ ამ მოუდით სიცოცხლე ბევრად მშვენიერია. მაგიტოც არ ვხარჯავ ფოტოგრაფიაზე დროს რადგან ვფიქრობ რომ  შენში მიმდინარე პროცესებს ნაკლებად ასახავს ხოლმე წამის ''ჩხაკ'' , დაინახე აღიქვი მოახდინა შთაბეჭდილება და ამის ქვეშ ხარ. რანაირად უნდა აღბეჭდო? მაგიტოც თბილისში ბოდიალისას, მამენტ სეირნობსას ჯობია მობილური ჩააგდო ჩანთაში და უბრალოდ იკაიფო. ისეთ ეგეთი ბოდიალისას ბევრ ადამიანს ვეცნობი საინტერესო ფრაზებს სიტუაციებს ვეყრები ხოლმე რაც მავსებს და მარეფრეშებს. ამაზე კაი დასვენების დედაც ვატირე! არ არსებობს უბრალოდ! შენ ქალაქი და იმპროვიზაცია...

სულ მობილური ვის უჭირავს ნეტავ თბილისელს? :D

გასაგებია რასაც წერ .

Share on other sites

  • ფორუმელი

ვნახოთ აბა ბიძინა მორიგ ღლეობას რომ ჩადგავს როგორ ჩაჯდება თბილისში.

ოლვეისის ხიდზე იპუტავდნენ ტიპები 

ისე ეგ ხიდი  რუხ ფერში ყოფილიყო სჯობდა მგონი

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share