ფორუმელი ნაკო Posted 10 დეკემბერი, 2022 Posted 10 დეკემბერი, 2022 45 minutes წინ, Sylar said: პოსტის სილამაზე იმაში იყო მთავარია ლამაზი პოსტი იყო 46 minutes წინ, marguerite said: ახლა სხვა რამეს წერ ვერ ვუგებთ ერთმანეთს. ოკ. *adminis nebiera Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 10 დეკემბერი, 2022 Posted 10 დეკემბერი, 2022 (შესწორებული) ვერ ვუგებთზე გამახსენდა - ადრე ერთი ბაბილონი იყო, ზუსტად არ მახსოვს რა ადგილზე, მაგრამ სადღაც შუამდინართში. შუამდინარეთი, მოგეხსენებათ და თვითონ სიტყვა გეუბნებათ, იმ დროისთვის მაგარი ადგილი იყო. მაშინ წყალი თუ გქონდა, მორჩა, წარმატებაც გარანტირებული გქონდა და ეს ბაბილონიც საკაიფოდ გამდიდრდა და მოძლიერდა. ამ ფაქტმა ბაბილონელები გააამაყა და იფიქრეს წამო, ერთი ღმერთს ავადგეთ და ჩვენთან დავპატიჟოთო. ავადგეთ, მარა როგორო? იკითხა ერთმა კონსტრუქციულად მოკრიტიკე ბაბილონელმა, სახელად გოდოლამ. როგორა და ეგე კოკრაზ შენი ეზო ყველაზე მაღლობზეა, ღმერთიც მოგეხსენება, მაღლაა, ხოდა შენს ეზოში კაი მაღალი კოშკი ავაშენოთ, ავიდეთ ზედ და იქიდან დავეკონტაქტოთო - მიუგო საზრიანმა ნოშრევან ბაბილონელმა. კაიო გოდოლამ, ოღონდ 1 პირობითო - მაშინ მაგ კოშკს, რაკი ჩემს მიწაზე ავაშენებთ, ჩემი სახელი დავარქვათო. Edited 10 დეკემბერი, 2022 by საწყალი ოსვალდო რიოსი მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 10 დეკემბერი, 2022 Posted 10 დეკემბერი, 2022 დაიწყეს საწყალმა ბაბილონელებმა კოშკის შენება, თავისუფალი დრო კი ჰქონდათ, სხვა მუშაობა იმათ არ უწევდათ და არაფერი, ბაბილონზე გამავალი ვაჭრებისგან შემოსდიოდათ ბაჟის სახით ყველაფერი მზა-მზარეული სხვათა შორის, ერთი გურული კალატოზი მონაწილეობდა მაშინ მაგ მშენებლობაში მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 10 დეკემბერი, 2022 Posted 10 დეკემბერი, 2022 აშენეს, აშენეს და თვენახევრის შემდეგ უკვე იმხელა კოშკი ჰქონდათ, რომ ბევრ მათგანს იქიდან გადმოხედვისაც ეშინოდა, მარა ღმერთს ხმა ვერ მიაწვდინეს მაინც. მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 10 დეკემბერი, 2022 Posted 10 დეკემბერი, 2022 მიდით ბუჭებო, წავუმატოთ ცოტაც და მერე ღმერთთან ვიქეიფებთო - ამხნევებდა თანამშრომლებს ნოშრევანი მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 10 დეკემბერი, 2022 Posted 10 დეკემბერი, 2022 @საწყალი ოსვალდო რიოსი დაოკდი ახლა, რა იყო ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 10 დეკემბერი, 2022 Posted 10 დეკემბერი, 2022 (შესწორებული) მართლაც უკვე ცოტაღა რომ რჩებოდათ ცამდე მისაწვდომად, ჩამოხედათ ღმერთმა და შეფიქრიანდა. კაი, ერთი ქეიფი ვითომ ხომ უწყინარია, რა უნდა დამაკლოს, მარა მერე უფრო დაახლოება მოუნდებათ, ესა ისა და ბოლოს ნერვები უნდა მომეშალოს და რა ძალა მადგასო - იფიქრა. რაღაც უნდა ვიღონო და ჩავუშალო ეს საქმეო გადაწყვიტა. მოგეხსენებათ, ღმერთი ეშმაკზე ცოტა უფრო ეშმაკია და მაგიტომაც არის ღმერთი (თორემ მაშინ ეშმაკი იქნებოდა ღმერთი და ღმერთს განდევნიდა). ხოდა მალევე მოიფიქრა რაც უნდა ექნა Edited 10 დეკემბერი, 2022 by საწყალი ოსვალდო რიოსი მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 10 დეკემბერი, 2022 Posted 10 დეკემბერი, 2022 3 minutes წინ, marguerite said: @საწყალი ოსვალდო რიოსი დაოკდი ახლა, რა იყო კაი, ხო, დანარჩენი კი გეცოდინებათ მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
Recommended Posts