Jump to content
×
×
  • Create New...

secret santa


კიჭარტი
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
45 minutes წინ, Sylar said:

პოსტის სილამაზე იმაში იყო

მთავარია ლამაზი პოსტი იყო :nako:

46 minutes წინ, marguerite said:

ახლა სხვა რამეს წერ

ვერ ვუგებთ ერთმანეთს. ოკ.

*adminis nebiera

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ვერ ვუგებთზე გამახსენდა - ადრე ერთი ბაბილონი იყო, ზუსტად არ მახსოვს რა ადგილზე, მაგრამ სადღაც შუამდინართში. შუამდინარეთი, მოგეხსენებათ და თვითონ სიტყვა გეუბნებათ, იმ დროისთვის მაგარი ადგილი იყო. მაშინ წყალი თუ გქონდა, მორჩა, წარმატებაც გარანტირებული გქონდა და ეს ბაბილონიც საკაიფოდ გამდიდრდა და მოძლიერდა. ამ ფაქტმა ბაბილონელები გააამაყა და იფიქრეს წამო, ერთი ღმერთს ავადგეთ და ჩვენთან დავპატიჟოთო. ავადგეთ, მარა როგორო? იკითხა ერთმა კონსტრუქციულად მოკრიტიკე ბაბილონელმა, სახელად გოდოლამ. როგორა და ეგე კოკრაზ შენი ეზო ყველაზე მაღლობზეა, ღმერთიც მოგეხსენება, მაღლაა, ხოდა შენს ეზოში კაი მაღალი კოშკი ავაშენოთ, ავიდეთ ზედ და იქიდან დავეკონტაქტოთო - მიუგო საზრიანმა ნოშრევან ბაბილონელმა. კაიო გოდოლამ, ოღონდ 1 პირობითო - მაშინ მაგ კოშკს, რაკი ჩემს მიწაზე ავაშენებთ, ჩემი სახელი დავარქვათო.

Edited by საწყალი ოსვალდო რიოსი

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი

დაიწყეს საწყალმა ბაბილონელებმა კოშკის შენება, თავისუფალი დრო კი ჰქონდათ, სხვა მუშაობა იმათ არ უწევდათ და არაფერი, ბაბილონზე გამავალი ვაჭრებისგან შემოსდიოდათ ბაჟის სახით ყველაფერი მზა-მზარეული

სხვათა შორის, ერთი გურული კალატოზი მონაწილეობდა მაშინ მაგ მშენებლობაში

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი

აშენეს, აშენეს და თვენახევრის შემდეგ უკვე იმხელა კოშკი ჰქონდათ, რომ ბევრ მათგანს იქიდან გადმოხედვისაც ეშინოდა, მარა ღმერთს ხმა ვერ მიაწვდინეს მაინც.

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი

მიდით ბუჭებო, წავუმატოთ ცოტაც და მერე ღმერთთან ვიქეიფებთო - ამხნევებდა თანამშრომლებს ნოშრევანი

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

მართლაც უკვე ცოტაღა რომ რჩებოდათ ცამდე მისაწვდომად, ჩამოხედათ ღმერთმა და შეფიქრიანდა.

კაი, ერთი ქეიფი ვითომ ხომ უწყინარია, რა უნდა დამაკლოს, მარა მერე უფრო დაახლოება მოუნდებათ, ესა ისა და ბოლოს ნერვები უნდა მომეშალოს და რა ძალა მადგასო - იფიქრა. რაღაც უნდა ვიღონო და ჩავუშალო ეს საქმეო გადაწყვიტა. მოგეხსენებათ, ღმერთი ეშმაკზე ცოტა უფრო ეშმაკია და მაგიტომაც არის ღმერთი (თორემ მაშინ ეშმაკი იქნებოდა ღმერთი და ღმერთს განდევნიდა). ხოდა მალევე მოიფიქრა რაც უნდა ექნა

Edited by საწყალი ოსვალდო რიოსი

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, marguerite said:

@საწყალი ოსვალდო რიოსი

დაოკდი ახლა, რა იყო :hah:

კაი, ხო, დანარჩენი კი გეცოდინებათ 

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share