Jump to content
×
×
  • Create New...

და მაინც…


ფორთოხალი
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

რა არ გაძინებთ? ;(

 

 

 

ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,

სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს, 

სიო არხევს და ატოკებს ჩემს  სარკმლის წინ იასამანს.

 

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,

ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,

ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

 

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,

არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული, 

ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

 

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,

საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი.

ვერც ძილის დროს ნაზი ოხვრა და ვერც თასი ღვინით სავსე,

ვერ წამართმევს, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

 

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,

იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის  როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე, 

ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

 

 

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
19 საათის წინ, ფორთოხალი said:

და მაინც

 

განიერი

Share on other sites

  • ფორუმელი
20 საათის წინ, ფორთოხალი said:

რა არ გაძინებთ?

იმდენად მძაფრია გვიანი ნოემბრისეული რომანტიკა 
ვფიქრობ არცაა აუცილებელი ამის გამოთქმა

სჯობს მარტო მივეცე ტკბობას :boli: 

მთავარი ხელოვნება ცხოვრების მიღებაშია

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share