Jump to content
×
×
  • Create New...

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ყატარი - 2022


 Share

Recommended Posts

2 საათის წინ, kvipriane said:

იმაზე ვიცინე სენიორ - გერმანელების ცენტრალურ დამცველს; 2 მეტრიანი წვერებიანი ზანგი რომ ყავთ; მეტრა-ოციანი ცენტრ-ფორვარდი ხოტორა იაპოშკა რომ დაუყენეს - როგორც ტომი და ჯერი მასე იყვნენ; "კვერცხებამდე" ძლივს წვდებოდა :D სანამ ის ერთ ნაბიჯს დგავდა ; ეს ფაცხა-ფუცხით შემოურბენდა-ხოლმე გარშემო ... - ძაან სასაცილოები  იყვნენ

:lolz:

 

მართლა წიწილებივით დარბოდნენ სენიორ :lool:

 

არაფერი აღარ მომწონს სენიორ ამ თანამედროვე ფუტბოლში 

ფერადი ბუტსებიდან დაწყებული სათამაშო ფორმების შეცვლებით დამტავრებული

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

შვეიცარია - კამერუნი 1:0 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

ურუგვაი - სამხრეთ კორეა 0:0

პორტუგალია - განა 3:2

ბრაზილია - სერბეთი 2:0

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

დამთავრდა პირველი ტური ; ყველა მონაწილე გუნდმა ითამაშა და ვთქვათ ორიოდ სიტყვა პირველი ტურის შესახებ :)

საერთოდ ერთი თამაშით რათქმაუნდა რთულია რამის თქმა; მაგრამ ნუ რაღაც წარმოდგენა შეგვიქმნეს გუნდებმა ...

ჯგუფი A : ჰოლანდია 3 ქულა ; ეკვადორი 3 ქულა; სენეგალი 0; ყატარი 0

ჯგუფის ფავორიტად მაინც ჰოლანდია რჩება -  თამაშით დიდი ვერაფერი; ვან გაალი ყოფილი ქარიზმატული მწვრთნელი - ავადაა კაცი; თავად დაწერა გუნდისაგან ჩუმად მივდიოდი და ქიმიას ვიკეთებდიო; და როგორც სჩანს ფეხბურთის ფედერაციას გადაწყვეტილი აქვს პატივისცემის ნიშნად რაღაც გაცილებისმაგვარი მოუწყოს; თორე ამხელა ჰოლანდიაში ერთი ჯანმრთელი მთავარი მწვრთნელი ვერ იპოვნეს ? 

დღესაა ჰოლანდია - ეკვადორი და სენეგალი - ყატარი 

ამ ყატარმა აზიის თასი როგორ მოიგო ვერ ვხვდები ... 

ჯგუფი B : ინგლისი 3 ქულა ; უელსი 1; ა.შ.შ. 1; ირანი 0

საინტერესოა მეორე ტურის დღევანდელი თამაშები როგორ დაჯდება ; - 14:00 უელსი - ირანი  და 23:00 ინგლისი - ა.შ.შ 

ინგლისი კი არის ლიდერი; კი მოუგო 6:2 ირანს მაგრამ რა ვიცი აბა ; - ა.შ.შ უფრო სიმპატიურად გამოიყურებოდა ; მე2-ე ტურები საერთოდ ბევრ რამეს გადაწყვეტს  ...

ჯგუფი C : საუდები 3 ქულა ; პოლონეთი და მექსიკა 1 ქულა; არგენტინა 0

მიუხედავად იმისა რომ არგენტინამ საშინლად ითამაშა პოლონეთსაც და მექსიკასაც უნდა მოუგოს წესით 

აი საუდები რას იზავენ ხვალ პოლონეთთან ბევრი რამ გამოჩნდება ამით ; კონკრეტულად ის რომ ერთი თამაშისთვის მოამზადა მწვრთნელმა თუ საერთოდ მაგრად იმუშავა ... არგენტინა - მექსიკაც საინტერესო იქნება; არგენტინას უკან დასახევი აღარაფერი აქვს ; 

ჯგუფი D : საფრანგეთი 3 ქულა ; დანია და ტუნისი 1 ქულა; ავსტრალია 0

საფრანგეთის თამაში მოგეწონათ ? ;( მე არა ...

დანიისგანაც მეტს ველოდი; 

ავსტრალია კიდევ იტყვის თავის სიტყვას ; შემდეგი თამაში ტუნისთან აქვს ; თუ ტუნისს მოუგო და დანიამ წააგო საფრანგეთთან 

დანიის ასეთი თამაშით ავსტრალიას მეტი შანსი უჩნდება შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ვიდრე დანიას 

ჯგუფი E : ესპანეთი და იაპონია 3-3 ქულა; გერმანია და კოსტა-რიკა 0

27-შია ამ ჯგუფის მე-2-ე ტური და ჯერ იაპონია - კოსტა-რიკა თამაშობენ და მერე ესპანეთი - გერმანია ...

თუ იაპონია მოუგებს კოსტა-რიკას გასულია შემდეგ ეტაპზე ; ეს კი ნიშნავს გერმანია - ესპანეთს შორია პლეი-ოპის მაგვარ თამაშს :D

ყველაზე საინტერესო მე-2-ე ტური ამ ჯგუფში გველოდება ...

ჯგუფი F : ბელგია 3 ქულა ; ხორვატია და მაროკო 1; კანადა 0

ბელგია ყოჩაღ !! მაგრად გაუძლო კანადას; კანადა საკმაოდ სიმპატიური გუნდია მიუხედავად მარცხისა და დანარჩენი ორივე გუნდის მომგებია ; სწრაფი; შემტევი; ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა; რასაც ვერ ვიტყვით ხორვატიაზე; წინა მუნდიალის ვიცეჩემპიონ ხორვატიის აჩრდილიღაა დარჩენილი ... მე-2-ე ტურში კანადა - ხორვატია იქნება ძალია ნსაინტერესო თამაში ; ბელგია - მაროკო -ც :)

ჯგუფი G : ბრაზილია და შვეიცარია 3-3 ქულა ; სერბეთი და კამერუნი 0

ბრაზილია ერთადერთი გუნდია ჯერ-ჯერობით რომელმაც სწორი და გააზრებული თამაში აჩვენა; ტიტე ყოჩაღ !!! - მაგრამ ხარვეზი მაინც გამოჩნდა : - გოლის შემგდები არ ყავთ თავდასხმაში (ეს ხარვეზი აქტუალური გახდება ბრაზილიისთვის ფეი-ოფებში!!!) ნახევარმცველმა რაფრა უნდა დაგასწროს; ორი გოლი შეაგდო კაცო იმ ახალმა ბიჭმა (მეორე ძალიან ლამაზი თანაც !!)  ;) 

სერბებმა ვერ გამოიყენეს თავისი უპირატესობა - მეორე სართული !!! (ისე დააკვირდით რამსიმაღლეები არიან ? და ეს რა იყო კაცო -  უმრავლესობა თავგადახოტრილი ;პრიუტიდან გამოშვებულებს გავდნენ :nah:

პირველი ადგილი ამ ჯგუფში ბრაზილიას - მე-2-ე ადგილს ვინ დაიკავებს რთულია აქ რამის თქმა !!! ალბათ ისევ სერბეთი შეიცარიისა და კამერუნის თამაშიდან გამომდინარე 

შემდეგი ტური ამ ჯგუფში : სერბეთი - კამერუნი ; ბრაზილია - შვეიცარია 

და ბოლოს ჯგუფი H : პორტუგალია 3 ქულა; ურუგვაი - სამხ.კორეა 1-1 ქულა და განა 0

პორტუგალიას ლეაო რატომ უზის "ზამენაში" ვერ გავიგე ; ვერც ის გავიგე რატომ ყავს ნიკოლოზისდროინდელი მწვრთნელი და გაპიარებული ლონალდო ... რონალდომ საერთოდ რამე ქნააა ?? ლეაომ ქნა !!! - აი რა არის ინდივიდუალური ფეხბურთი!!! - ეხლა რომ ხვიჩა იყოს რომელიმე გუნდში ის გუნდი იქნებოდა ფავორიტი !!! მიზეზი : - გარემარბი რომელსაც შეუძლია დამცველის მოტყუება ; საგოლე მომენტის შექმნა და ან სულ მცირე 2 დამცვლის გამოთიშვა თამაშიდან !! ასეთები ამ ჩემპიონატზე არიან სულ 2-3 კაცი : დებრუინი; კანადას ყავს დევისი თუ დავიდსი; ლეაო და ბრაზილიის გამთამაშებელი მომეწონა - ლუკას პაკეტა (თუ დააკვირდით ორი ისეთი ზუსტი პასი გააკეთა შემსრულებელი არ ყავთ ბრაზილიას თორე ორივე გოლი უნდა ყოფილიყო) 

ურუგვაი - მობერებულ-დაღლილი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს ; კორეა - დავცვითი გუნდი  (ისე რა მაგრად მოუფიქრებიათ - მეკარე და დაცვა ერთი გვარის თუ კლანის ბიჭები ყავთ - ყველანი Kim-ები არიან ;) )

შემდეგი ტური : პორტუგალია - ურუგვაი ; განა - სამხ.კორეა 

 

დღეს 25-ში : 14:00 უელსი - ირანი

                      17:00 ყატარი - სენეგალი

                      20:00 ჰოლანდია - ეკვადორი

                      23:00 ინგლისი - ა.შ.შ. 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

უელსი - ირანი 0:2 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

ყატარი - სენეგალი 1:3 

მოკლედ ; - ეს ყატარი როგორ გახდა აზიის ჩემპიონი გაუგებარია ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
8 minutes წინ, kvipriane said:

ეს ყატარი როგორ გახდა აზიის ჩემპიონი გაუგებარია .

პირიქით სენიორ, ახლა უკვე გასაგებია

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share